15 სექტემბერი, 2014
თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"
ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის რაიონში ვცხოვრობ და ჩემი ერთადერთი შვილი - რეზიკო, ათწლიანი უშვილობის შემდეგ შემეძინა. ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ცოლს მოიყვანდა და ჩემს სახლშიც ირბენდნენ შვილიშვილები. სამი წლის წინ კომპიუტერით თბილისელი გოგო გაიცნო. გამიხარდა, რომ ვიღაც შეუყვარდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, რომ ქალაქელ გოგოს, რაიონში ცხოვრება გაუჭირდებოდა და ჩვენ კი იმის საშუალება არ გვქონდა, რომ მათთვის ბინა დედაქალაქში გვეყიდა.

რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. რძალი
- თიკა, 23 წლის იყო, მაგრამ ბავშვური შეხედულება ჰქონდა. თბილად მივიღე, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რეზიკომ გამომიცხადა, დედა ჩვენ აქ ცხოვრება არ გვინდა, ორი წლით საფრანგეთში წავალ სამუშაოდ თბილისში ბინის საყიდელ ფულს მოვაგროვებო. არ მჯეროდა, რომ თიკა უშვებდა, მაგრამ მითხრა, შვილის ყოლას ჯერ მაინც არ ვგეგმავთ და პირიქით, მასაც ძალიან უნდა, რომ წავიდე და მერე თბილისში ვიცხოვროთო. სამი ღამე არ მეძინა, რძალს თვალს ვერ ვუსწორებდი. ნევრები მეშლებოდა, რომ ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, მიდიოდა. ან იქ რა უნდა ემუშავა, ალბათ სხვა ბევრი ქართველივით მოიპარავდა.

ორ თვეში რეზიკო საფრანგეთში წავიდა. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირდა, გამოგიგზავნით და ნელ-ნელა გადავიხდიო. რძალი თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა და თავს მევლებოდა. მეც მალე მომიბრუნდა გული, იქნებ ამათვის ასე აჯობოს-თქო. საღამოობით თურქულ სერიალებს ვუყურებდით, მთელი ოჯახი ისე ვიყავით ჩართულები, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ჩემი ქმარიც კი თუ სერიალი გადიოდა, სუფრის გაშლასაც არ მთხოვდა, საყურებლად ჯდებოდა.

რეზიკო ხშირად გვირეკავდა, ორჯერ გამოგვიგზავნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თიკამ მითხრა, თურქეთში დასასვენებლად მინდა წასვლა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავო. არ დავუშალე ან ვინ მკითხავდა. რეზიკო ადვილად დაითანხმა და ერთი კვირით თბილისელ ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. იქიდან დაბრუნებულს მალე შევატყე ცვლილება. თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ტელეფონი რომ დაურეკავდა, გიჟივით გარეთ გარბოდა და ძველებურად აღარ მესიყვარულებოდა. ცვლილება რეზიკომაც შეატყო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, - დედა, თიკას ყურადღება მიაქციე, ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებაო.

ერთ დღეს ჩემი რძალი სახლიდან გაქრა. ღამეც რომ არ გამოჩნდა, ქვეყანა შევყარე, თბილისშიც დავრეკე მშობლებთან, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უკვე პოლიციის ჩართვას ვაპირებდით, როცა ბიძაშვილს წამოსცდა, არ გინდათ, თიკა თურქეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მალე თვითონ დარეკავსო. როგორც გავარკვიეთ დასასვენებლად რომ იყვენენ სასტუმროს მეპატრონეს მოსწონებია და ჩემი რძალიც ადვილად მოუხიბლავს. ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ურეკავდა და ერთხელ ჩამოაკითხა კიდეც. ბოლოს კი ცოლობაზეც კი დაითანხმდა და ვინმე აჰმედს მეოთხე ცოლად გაჰყვა.

ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის.

რეზიკოს ყველაფერი რომ მოვუყევი ტელეფონში ქალივით ღრიალებდა, მითხრა, დედა, მე მანდ არასოდეს აღარ ჩამოვალ, ეს სირცხვილი როგორ ჩამოვირეცხოო. რძლის გაქცევიდან ორი თვეში მეზობელი მოვიდა. ის ქალი უკვე დიდი ხანი თურქეთში დადის და გასაყიდად ტანსაცმელი ჩამოაქვს. მითხრა, შენი რძალი შემხვდა, უკვე მოზრდილი მუცლით, გაუბედურებულია და იქნებ მიაქციონ ყურადღება დედამისს უთხარიო. ახლა ვხვდები, რომ აქედან უკვე ფეხმძიმედ წავიდა, თორემ ორ თვეში მუცელი როგორ გაეზრდებოდა.

დედამისს დავურეკე და სასაცილოდ არ ეყო, ჩემი შვილი დედოფალივით ცხოვრობს და სიძე უკვე მივიღეთო. თითქოს ყველაფერმა გადაიარა, ჩემი შვილიც დამშვიდდა და ვაპირებდი, რომ რძლის სახელი სამუდამოდ ამომეშალა მეხსიერებიდან. ერთ საღამოს რეზიკომ დამირეკა. ერთი თვის წინ ჩემ რძალს უმშობიარია, ბავშვი დაუტოვებია და ქმრისგან გამოქცეულა. თურმე იმ კაცს მალე მობერზებია და ფეხმძიმე ქალს სცემდა კიდეც. ცოლები კი ზედ არ უყურებდნენ და დღეებს ითვლიდა მშობიარობამდე, რომ გამოქცეულიყო.

ახლა ჩემ შვილს სთხოვს შერიგებას, ეხვეწება, რომ ყველაფერი აპატიოს და თავიდან დაიწყონ ცხოვრება. რეზიკომ მითხრა, დედა, გამორიცხულია, ასეთ შერცხვენას არავის ვაპატიებო, მაგრამ თან მეშინია, ძალიან უყვარდა და შეიძლება ცოლი ისევ დაიბრუნოს. ორი დღის წინ დედამისი მოვიდა, მითხრა, მაპატიე, მაშინ რომ არ დაგიჯერე, ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, შენ თუ ეტყვი, რეზიკო აუცილებლად მიიღებსო. როგორ ვაპატიო რძალს ამხელა სირცხვილი და ჩემი შვილის, ოჯახის მასხარად აგდება.

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 76 /
მაია
ჯერ თუ ფული არ გაქვს და სახლკარი და შენ თავს ვერ არჩენ, რატო თხოვდები ან რატო მოგყავს ცოლი? იმ ბავშვებს რომ აჩენენ სიღარიბეში და თაობიდაბ თაობაზე რომ გადადის ეს სიღარიბე ვერ ატყობენ ნამდვილად. მეორეც ერთი, ქართველი მშობლები ცოლიან კაცსაც ერთი თვალით უყურებენ და 5 წლის ბავშვსაც! კონტროლს უწევენ როგორ უნდა მოიქცეს რძალი ან როგორ უნდა წაიყვანოს საქმე. 18 წლისდან უკვე ქალიც და კაცის უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისით უნდა გაიკვლიო გზა. ახლა რძალმა უგალატოს ჩემ შვილს, მეტი საქმე არ მაქვს წნევები ავიწიო! იმ რეზიკომ რომ დაადო თავი და წავიდა ის არ არის დამნაშავე? მაგ ქალსაც ვერ გავიგე რა შერიგება აუტყდა? ასეთი უტვინო რომ იყო თავიდან უკვე ემჩნეოდა რომ გავა უმუშევარს და გაუბედურებულს. მაგ ქალს ვერ გაუგია თვითონ რა უნდა და დაჰქრის უაზროდ. სირცხვილით ვერ ჩამოვალო, რა არის ამაში სასირცხვილო? სხვამ რაგაც გააკეთა შენ რა? ასე რომ ყველამ უნდა დაადგეს სწორ გზას თავისით, და მონახო და ეძებო ისეთი სასურველი გზა სადაც ბედნიერება გექნება. არ გექნება და გაეცალე. ასე რო ემოციებს უნდა დაანებონ ხალხმა თან უაზრო ემოციებს რომ წნევამ არ დაგარტყას.
18:45 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ხევისბერი
წყეულიმც იყოს უფლის სახელით და სამარადისოდ შეჩვენებული თავის მშობლებთან ერთად ასეთი ქალი და ყველა ვინც მას მცირედით მაინც გაამართლებს!ამინ!
12:00 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
თინა
ცოლის და ქმრის ღალატი რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა ეს ყოველთვის ხდებოდა. მე უფრო იმან შემძრა, რომ იმ ქალმა შვილი დატოვა და ისე წამოვიდა. სწორედ ეს არაა საპატიებელი, თორემ ცოლი ქმარს აპატიებს, თუ ქმარი ცოლს შეურიგდება, ეს მხოლოდ მათი საქმეა.
11:45 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაგ
ბევრ კაცს გაუჩენია საყვარლისგან შვილი და ჩვეულებრივად გაგრძელებულა ცხოვრება ოჯახთან ერთად.კაცს თუ ეპატიება ასეთი რამე,ქალი სხვა განზომილებაა თუ ადამიანი არ არის?!ძალიან ბევრს მოითხოვს ქართველი საზოგადოება მაშინ როცა თვითონ ტალახში კოტრიალობენ
11:04 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
??????
როცა ქალი თავზე ლაფს დაგასხამს, ასეთი ღალატის პატიება როგორ შეიძლება. დრო რეზიკოს ყველაფერს დაავიწყებს და უკეთეს ადამიანს შეხვდება. სიყვარულის სახელით ასეთი საქციელის პატიება დიდ ლაჩრობაა.
10:47 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
10:31 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
რამოხდა მერე, ქართველებს სინდის ნამუსი დიდად აღარ აწუხებთ. მაგისთანები გადაუტანია? აგერ გაზეთში საქვეყნოდ ყვები ათას სისულელეს და ბარემ ეგეც გადაიტანე, იდი, მიდიიიიი, არ მოგერიდოს....
10:24 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
რამოხდა მერე, ქართველებს სინდის ნამუსი დიდად აღარ აწუხებთ. მაგისთანები გადაუტანია? აგერ გაზეთში საქვეყნოდ ყვები ათას სისულელეს და ბარემ ეგეც გადაიტანე, იდი, მიდიიიიი, არ მოგერიდოს....
10:24 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
სათაურია მაგარი არალოგიკური და ყველაფერს აცდენილი, აქედან დასკვნა ამბავიც მოგონილია, (თუმცა დაუჯერებელი რაა)
10:13 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჩაადედის@@@@@თ
ერთხელ გაყიდული მეორედაც გაიყიდება!!!
09:22 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS