14 სექტემბერი, 2014
„18 წლით უმცროსი ავადმყოფი გოგონას გამო ცოლ-შვილი მივატოვე...“
ორმოც წელს მიახლოებული მამაკაცების უმეტესობას უჩნდება სურვილი, ბანალური, მოსაწყენი ცხოვრება შეცვალოს და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად თუნდაც „აკრძალული ხილი“ იგემოს. ჩვენს რესპონდენტს „ასაკობრივი კრიზისი“ ძვირად დაუჯდა. რევაზი (42 წლის).

- 17 წლიდან ვცდილობდი, ნებისმიერი გადაწყვეტილება ცივი გონებით მიმეღო. ვიცოდი, რომ ექიმის პროფესია პერსპექტიულია და სამედიცინოზე ჩავაბარე, ცოლის მოყვანის დროსაც მეუღლის წარმომავლობას, მის ოჯახსა და წრეს მივაქციე ყურადღება. არ იფიქროთ, რომ ცოლი არ მიყვარდა, პატივს ვცემდი და ისე არასოდეს მოვიქცეოდი, გული რომ სტკენოდა. რაც შეეხება გრძნობას, ყოველთვის დარწმუნებული
ვიყავი, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობდა, ადამიანებმა ეს თავის მოსატყუებლად ან ცხოვრების გასალამაზებლად მოიგონეს. ეს იყო და ეს.
- მეუღლეც არაპრაგმატულად უდგებოდა საკითხებს?
- ის ძალიან მშვიდი ბუნების იყო. თავადაც ექიმი გახლდათ, პედიატრი. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი ვიყავით და ამ ცხოვრებისგან უკეთესს აღარც ველოდი. რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა, სანამ წვიმიან ამინდში გოგონა არ გადამიდგა ქუჩაზე, სულ გაწუწული იყო, მანიშნა, იქნებ გამიყოლოთო. „პაპუტნიკებს“ ვერ ვიტანდი. იმ წლებშიც კი, როცა ტრანსპორტის სერიოზული დეფიციტი იყო უცნობისთვის არ გამიჩერებია. როგორ დავაჭირე მუხრუჭის პედალს ფეხი, თავადაც არ ვიცი. როცა გოგონა ჩემს მანქანაში ჩახტა და მანქანის სარკეში გაწუწული თმა შეისწორა, უკვე შეყვარებული ვიყავი. ასე არასოდეს მომდომებია შევხებოდი ქალს, მომეალერსა მისთვის. არ ვიცი, ძალიან ლამაზი იყო თუ მე მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემთვის ბოტიჩელის ნახატიდან გადმოსული ანგელოზი იყო. ხელი გამომიწოდა და მითხრა - მადლობ, რომ გამიჩერეთ, მე სალომე მქვია. ხმაც ნაზი და ხავერდოვანი ჰქონდა. იმ დღესვე რესტორანში დავპატიჟე, რაც ფული მქონდა ბოლო კაპიკამდე დავხარჯე. მზად ვიყავი, იქიდან შიშველი წამოვსულიყავი, ოღონდ მიმხვდარიყო, რას განვიცდიდი მის მიმართ.
- მიხვდა?
- თავიდან დაეჭვებით მიყურებდა, მაგრამ მეორე დღეს მუხლებზე რომ დავემხე და ვუთხარი: შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ, თუ ერთად არ ვიქნებით, თავს არ ვიცოცხლებ-მეთქი, ალბათ დაიჯერა. თუმცა ის კი მითხრა, წინ იმედგაცრუება გელისო. მე მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მინდა იფიქროთ, რომ ასეთი სიმსუბუქე მახასიათებდა. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მსგავსი რამ არასოდეს მიგრძნია. პრობლემა ის იყო, რომ სალომე ჩემზე 18 წლით უმცროსი აღმოჩნდა. სხვისგან მსგავსი რამ რომ მომესმინა, ასეთ კაცს ამორალურს ვუწოდებდი, მაგრამ საკუთარი თავი უზნეო სულაც არ მეჩვენებოდა. ცოლს სიმართლე ვერ დავუმალე, ავუხსენი, რომ უნდა წავსულიყავი და ის ქალიშვილთან ერთად მიმეტოვებინა. ისტერიკები არც ამჯერად მოუწყვია. ნივთების ჩალაგებაშიც კი მომეხმარა. როცა ჩემი ოჯახის კარი გავიჯახუნე, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. ის კარი ჩემთვის მთელ სამყაროს ყოფდა. იქით ძალიან უფერული ცხოვრება იყო, წინ კი უსაზღვრო ბედნიერება მელოდა. მე და სალომემ ერთი თვე ბულგარეთში გავატარეთ. როცა უკან დავბრუნდით, ერთოთახიანი ბინა ვიყიდე, გავარემონტე და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, მალე დასრულებულიყო სამუშაო საათები, რომ შინ დავბრუნებულიყავი, სადაც კარს ჩემი სალომე გამიღებდა.
- მან გაამართლა თქვენი იმედი?
- ერთხელ, როცა შინ მივედი, სალომე უხასიათოდ დამხვდა. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, რომ ბედნიერების დასასრული ახლოვდებოდა. მანამდე სალომე ასეთი ფერმკრთალი არასოდეს მენახა. მითხრა, რომ ჩემთან ყოფნა მოსწყინდა, მთხოვა, რომ წავსულიყავი. სიტყვაც არ დამიძრავს, ისე შევბრუნდი კარისკენ. სადარბაზოდან რომ გამოვედი, სირბილით გავიქეცი უკან, მეგონა, რომ ჩვენ შორის ვიღაც მესამე ჩადგა. სალომე სადაც დავტოვე, იმ ადგილას დამხვდა. მხოლოდ იატაკზე დამჯდარიყო და ტიროდა. მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა. საყვარელი ქალი ხელში ავიყვანე და ლოგინში დავაწვინე. ჩაი მოვუმზადე და შევეცადე, მისი ცრემლების მიზეზი გამეგო. სალომე დიდხანს დუმდა, ბოლოს მითხრა, რომ ავად იყო. ვიგრძენი, როგორ მიცემდა გული, სანამ მისი ავადმყოფობის მიზეზს გავიგებდი. აღმოჩნდა, რომ მას ლეიკემია ჰქონდა. მე ექიმი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. თავში განგაშის ზარივით მხოლოდ ერთი ფრაზა ჟღერდა - მე მას დავკარგავ. მზად ვიყავი, ყველაფერი გამეყიდა, ოღონდ სალომეს სიცოცხლე გადამერჩინა.
- მის ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა?
- სალომემ თავის ნათესავები არ გამაცნო, თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით, როცა მათ შევხვდი, მივხვდი, რა იყო ამის მიზეზი. ისინი აფრთხილებდნენ, მკაცრად დაეცვა ის მითითებები, რაც ექიმმა დაუნიშნა, სალომეს კი ეს არ უნდოდა. ფიქრობდა, რომ მაინც არ განიკურნებოდა და არ უნდოდა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიკვდილის მოლოდინში გაეტარებინა. ის სხვებს არ ჰგავდა, საოცარი გოგონაა... ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, როცა მიხვდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს მერჩია. ჩემ გამო მკურნალობას დათანხმდა. ის ამჟამად გერმანიაშია და მკურნალობის კურსს გადის, სანამ ის აქ არ არის, ვცდილობ ცოლ-შვილის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოვისყიდო. ხშირად ვსტუმრობ, ეკონომიკურადაც ვეხმარები და ყველა პრობლემას ვუგვარებ, რისი გადაწყვეტაც შემიძლია.
- ცოლი ამის უფლებას გაძლევთ?
- ის ძველებურად მშვიდად გამოიყურება, ალბათ გრძნობს, რომ შეყვარებული ვარ და ამ გრძნობას წინ ვერავინ აღუდგება.
- არ ნანობთ, რომ სალომე გაიცანით?
- არა, ერთხელ დავიბადე და ორჯერ მოვასწარი ცხოვრება. როცა ღამით ცარიელ ქალაქში დავეხეტები, ორ ქალზე ვფიქრობ, სალომესა და ჩემს ყოფილ მეუღლეზე. ხშირად ვადარებ ერთმანეთს, ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ორივე მჭირდებოდა და ჩემი პრობლემები „კრიზისული ასაკის“ ბრალი ნამდვილად არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ეთო
ინა კაი იქნება შენ თუ მიგაგდებს ქმარი და შენზე ბევრათ ლამაზ ახალგაზრდა გოგოსთან წავა.მერე გაიგებ რამდენჯერ იბადები როცა ერთ ოჯახს მიაგდებს ქართველი კაცი ის მეორესაც დატოვებს,იქ თუ საქმესაქმეზე წავა მესამე ცოლსაც მიაგდებს,გაიგეთ ყველამ.
17:44 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელო
ერთს იმას დავამატებ რო თუ რამე მოუვა მაგ გოგოს ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ცოლმა ახალი ქმარი უნდა მონახოს რაც არუნდა დაუჯდეს.
16:36 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელო
რამხელა შეურაწყოფა გამოდის ცოლისთვის ეს არაკაცი რო გაიძახის პირველი სიყვარულია სალიმეო,ესეიგი დასცინოდა ცოლს ატყუებდა ან ფულის გულისთვის მოიყვანა.სიმამრი ეყოლებოდა განთქმული ექიმი და ეგ ადარდებდა მათხოვარს...
16:34 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
შარლიზ ტერონიი არა, ვაინონა რაიდერი და რიჩარდ გირი თამაშობენ. ქართულად კი თუ არ ვცდები შემოდგომა ნიუ იორკში ქვია. თუმცა თუ კი ფილმშია, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამ ცხოვრებაშიც შეემთხვეს ადამიანს.
15:26 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ტკბილ ნოვემბერს არა იმას შეადარე კიდე არ გინდა თამუნა?ეს ტიპია სუფთა ტიპიური ქართველი უნამუსო ცოლშვილის მოღალატე.პირველათ როგორ უნდა შეყვარებოდა თუ ცოლი ყავდა,ღმერთმა მაპატიოს მარა არც უნდა გამოჯამრთელდეს მაგის საყვარელი.მერე მოვა აზრზე მაღალატე ვირთხა!
12:28 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ინა
ერტხელ ცხოვრობ ისე იცხოვრე როგორც გსურს, არავის ყურადგება არ მიაკციო მტავარი სჰენი ბედნიერებაა
12:07 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ფინიკის პალმა
თამუნასი არ იყოს, მართლა "ტკბილ ნოემბერს" გავს. ეგეც არ იყოს, შეყვარებულმა კაცმა მარტო გაუშვა საყვარელი ქალი სამკურნალოდ უცხოეთში. და თავსდ ცოლ-შვილთანაა. თან,,ქიმიოთერაპიაზეა საუბარი, როცა ადამიანს გვერდით დგომა და მოვლა სჭირდება. ცოტა მეტად დამაჯერებელი ისტორიები უნდა თხზათ.
09:53 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ესეთი კაცი სიკვდილის ღირსია არცაა საცოცხლებელი გაუმაძღარი ღორი!სალომე რანაირათ იყო პირველი სიყვარული როცა ულამაზესი ექიმი ცოლი ყოლია თან ოფიციალური ცოლი და შვილი,ეს კაცი არაა ნორმლური შანსია.
21:06 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
სალომეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,აი თქვენს მეუღლეს კი გამძლეობას....კარგი ნერვები ქონია..თქვენ არ ვიცი რა გითხრად
19:28 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გინახავთ ფილმი ტკბილი ნოემბერი? შარლიზ ტერონი თამაშობს, ზუსტად იქიდანაა სიუჯეტი აღებული.ჟურნალისტებო, მეტი ფანტაზია აღარ გაქვთ თუ რაშია საქმე?
18:53 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS