14 სექტემბერი, 2014
„18 წლით უმცროსი ავადმყოფი გოგონას გამო ცოლ-შვილი მივატოვე...“
ორმოც წელს მიახლოებული მამაკაცების უმეტესობას უჩნდება სურვილი, ბანალური, მოსაწყენი ცხოვრება შეცვალოს და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად თუნდაც „აკრძალული ხილი“ იგემოს. ჩვენს რესპონდენტს „ასაკობრივი კრიზისი“ ძვირად დაუჯდა. რევაზი (42 წლის).

- 17 წლიდან ვცდილობდი, ნებისმიერი გადაწყვეტილება ცივი გონებით მიმეღო. ვიცოდი, რომ ექიმის პროფესია პერსპექტიულია და სამედიცინოზე ჩავაბარე, ცოლის მოყვანის დროსაც მეუღლის წარმომავლობას, მის ოჯახსა და წრეს მივაქციე ყურადღება. არ იფიქროთ, რომ ცოლი არ მიყვარდა, პატივს ვცემდი და ისე არასოდეს მოვიქცეოდი, გული რომ სტკენოდა. რაც შეეხება გრძნობას, ყოველთვის დარწმუნებული
ვიყავი, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობდა, ადამიანებმა ეს თავის მოსატყუებლად ან ცხოვრების გასალამაზებლად მოიგონეს. ეს იყო და ეს.
- მეუღლეც არაპრაგმატულად უდგებოდა საკითხებს?
- ის ძალიან მშვიდი ბუნების იყო. თავადაც ექიმი გახლდათ, პედიატრი. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი ვიყავით და ამ ცხოვრებისგან უკეთესს აღარც ველოდი. რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა, სანამ წვიმიან ამინდში გოგონა არ გადამიდგა ქუჩაზე, სულ გაწუწული იყო, მანიშნა, იქნებ გამიყოლოთო. „პაპუტნიკებს“ ვერ ვიტანდი. იმ წლებშიც კი, როცა ტრანსპორტის სერიოზული დეფიციტი იყო უცნობისთვის არ გამიჩერებია. როგორ დავაჭირე მუხრუჭის პედალს ფეხი, თავადაც არ ვიცი. როცა გოგონა ჩემს მანქანაში ჩახტა და მანქანის სარკეში გაწუწული თმა შეისწორა, უკვე შეყვარებული ვიყავი. ასე არასოდეს მომდომებია შევხებოდი ქალს, მომეალერსა მისთვის. არ ვიცი, ძალიან ლამაზი იყო თუ მე მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემთვის ბოტიჩელის ნახატიდან გადმოსული ანგელოზი იყო. ხელი გამომიწოდა და მითხრა - მადლობ, რომ გამიჩერეთ, მე სალომე მქვია. ხმაც ნაზი და ხავერდოვანი ჰქონდა. იმ დღესვე რესტორანში დავპატიჟე, რაც ფული მქონდა ბოლო კაპიკამდე დავხარჯე. მზად ვიყავი, იქიდან შიშველი წამოვსულიყავი, ოღონდ მიმხვდარიყო, რას განვიცდიდი მის მიმართ.
- მიხვდა?
- თავიდან დაეჭვებით მიყურებდა, მაგრამ მეორე დღეს მუხლებზე რომ დავემხე და ვუთხარი: შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ, თუ ერთად არ ვიქნებით, თავს არ ვიცოცხლებ-მეთქი, ალბათ დაიჯერა. თუმცა ის კი მითხრა, წინ იმედგაცრუება გელისო. მე მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მინდა იფიქროთ, რომ ასეთი სიმსუბუქე მახასიათებდა. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მსგავსი რამ არასოდეს მიგრძნია. პრობლემა ის იყო, რომ სალომე ჩემზე 18 წლით უმცროსი აღმოჩნდა. სხვისგან მსგავსი რამ რომ მომესმინა, ასეთ კაცს ამორალურს ვუწოდებდი, მაგრამ საკუთარი თავი უზნეო სულაც არ მეჩვენებოდა. ცოლს სიმართლე ვერ დავუმალე, ავუხსენი, რომ უნდა წავსულიყავი და ის ქალიშვილთან ერთად მიმეტოვებინა. ისტერიკები არც ამჯერად მოუწყვია. ნივთების ჩალაგებაშიც კი მომეხმარა. როცა ჩემი ოჯახის კარი გავიჯახუნე, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. ის კარი ჩემთვის მთელ სამყაროს ყოფდა. იქით ძალიან უფერული ცხოვრება იყო, წინ კი უსაზღვრო ბედნიერება მელოდა. მე და სალომემ ერთი თვე ბულგარეთში გავატარეთ. როცა უკან დავბრუნდით, ერთოთახიანი ბინა ვიყიდე, გავარემონტე და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, მალე დასრულებულიყო სამუშაო საათები, რომ შინ დავბრუნებულიყავი, სადაც კარს ჩემი სალომე გამიღებდა.
- მან გაამართლა თქვენი იმედი?
- ერთხელ, როცა შინ მივედი, სალომე უხასიათოდ დამხვდა. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, რომ ბედნიერების დასასრული ახლოვდებოდა. მანამდე სალომე ასეთი ფერმკრთალი არასოდეს მენახა. მითხრა, რომ ჩემთან ყოფნა მოსწყინდა, მთხოვა, რომ წავსულიყავი. სიტყვაც არ დამიძრავს, ისე შევბრუნდი კარისკენ. სადარბაზოდან რომ გამოვედი, სირბილით გავიქეცი უკან, მეგონა, რომ ჩვენ შორის ვიღაც მესამე ჩადგა. სალომე სადაც დავტოვე, იმ ადგილას დამხვდა. მხოლოდ იატაკზე დამჯდარიყო და ტიროდა. მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა. საყვარელი ქალი ხელში ავიყვანე და ლოგინში დავაწვინე. ჩაი მოვუმზადე და შევეცადე, მისი ცრემლების მიზეზი გამეგო. სალომე დიდხანს დუმდა, ბოლოს მითხრა, რომ ავად იყო. ვიგრძენი, როგორ მიცემდა გული, სანამ მისი ავადმყოფობის მიზეზს გავიგებდი. აღმოჩნდა, რომ მას ლეიკემია ჰქონდა. მე ექიმი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. თავში განგაშის ზარივით მხოლოდ ერთი ფრაზა ჟღერდა - მე მას დავკარგავ. მზად ვიყავი, ყველაფერი გამეყიდა, ოღონდ სალომეს სიცოცხლე გადამერჩინა.
- მის ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა?
- სალომემ თავის ნათესავები არ გამაცნო, თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით, როცა მათ შევხვდი, მივხვდი, რა იყო ამის მიზეზი. ისინი აფრთხილებდნენ, მკაცრად დაეცვა ის მითითებები, რაც ექიმმა დაუნიშნა, სალომეს კი ეს არ უნდოდა. ფიქრობდა, რომ მაინც არ განიკურნებოდა და არ უნდოდა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიკვდილის მოლოდინში გაეტარებინა. ის სხვებს არ ჰგავდა, საოცარი გოგონაა... ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, როცა მიხვდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს მერჩია. ჩემ გამო მკურნალობას დათანხმდა. ის ამჟამად გერმანიაშია და მკურნალობის კურსს გადის, სანამ ის აქ არ არის, ვცდილობ ცოლ-შვილის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოვისყიდო. ხშირად ვსტუმრობ, ეკონომიკურადაც ვეხმარები და ყველა პრობლემას ვუგვარებ, რისი გადაწყვეტაც შემიძლია.
- ცოლი ამის უფლებას გაძლევთ?
- ის ძველებურად მშვიდად გამოიყურება, ალბათ გრძნობს, რომ შეყვარებული ვარ და ამ გრძნობას წინ ვერავინ აღუდგება.
- არ ნანობთ, რომ სალომე გაიცანით?
- არა, ერთხელ დავიბადე და ორჯერ მოვასწარი ცხოვრება. როცა ღამით ცარიელ ქალაქში დავეხეტები, ორ ქალზე ვფიქრობ, სალომესა და ჩემს ყოფილ მეუღლეზე. ხშირად ვადარებ ერთმანეთს, ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ორივე მჭირდებოდა და ჩემი პრობლემები „კრიზისული ასაკის“ ბრალი ნამდვილად არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
უბრალოდ მე...
ღმერთმა ყველა ქალს აშოროსვასეთი რამე. შენი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს რომ მიუძღვნი.. შვილს აჩუქებ ზრუნავ უვლი და უცებ ვიღაცა გაწუწული გოგოს გამო გტოვებს ამაზე საშინელება ალბათ არაფერია... ამ კაცს მთავარი გამორჩა ... თავისი გოგონა... შვილი რომელიც მამამისის შემხედვარე არც გათხოვდება ემანდ 40 წლის ასაკში ჩემ ქმარს არ მოუნდეს პატარა გოგოსთან ხვანცალი და არ დამტოვოსო... ამ ისტორიაში ყველაზე ამაყი და ყველაზე ღირსეული პიროვნება ცოლია... არ დაეშვა ასეთი სულმდაბალი კაცის დონემდე თორე ისტერიკა კი არა შუბლი გაქვს გასახვრეტი... რაც შეეხება მთავარ გმირს... ეგ გოგო ღმერთმა აცოცხლოს... მაგრამ რა სამართლიანია უფალი ეგეც დაინახე... მარტო დარჩენის და მიტოვების შიშმა რა დღეში ჩაგაგდო...
14:01 / 19-07-2015
გამოხმაურება / 0 /
dato123
ყველა კაცს ერთ ტაფაში ნუ ხარშავთ რა....
13:42 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ინას და მისნაირებს
მთავარი შენი ბედნიერება კი არა...მთავარი გვთის თვალსაზრისია,რასაც შენისთანები ვერ ჩასწვდებიან,არადა თან უფალსაც რომ ახსენებთ?ადამიანი იმიტომ განასხვავა უფალმა ცხოველისგან,რომ ქონდეს თავსეკავების უნარი,იახსოვდეს მმუდამ ვალდებულებები ღვთისა და ოჯახის წინაშე.ადამიანი ვერ ემსახურება ერთდროულად ორ ბატონს...მამონასაც და ღმერთსაც.ასე,რომ თქვენ თუ სატანის გზა გაქვთ არცეული,სხვებსაც ნუ ურევთ ტვინს და ნუ უკეტავთ სასუფევლისკენ გზას.
04:26 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ძლიერი სქესი ქალია:)
კაცი სუსტი სქესია,ძლიერი კი ქალი! ასეა თუ ისე კაცები მაინც ტრაკები ხართ!!
22:19 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sooof
Siyvaruli ai es aris,dainaxav da mixvdi rom es is aris visac edzebdi, ar gainteresebs vin aris,saidan modis,sad midis da ra carmomavlobisaa.yvelanairi awonva dawonva gazomvis gareshe gelamazeba da gebedniereba,tu ertxel movdivart am qveynad ris gamo unda tqva am grdznobaze uari? tqven chems tvalshi idealuri mamakaci xart,ar moatyuet cols da ar gaaubeduret patara gogona.piriqit,tqven sami sicocxle ixsenit,tqveni tavi axmoachinet da cxovreba mravalperovani gaxadet,gogonas romelsac gadacyvetili qonda rom ver icocxlebda,gadarchenis imedi daubrunet da tqvens meuxles,romelic aseve idealuri da misabadzi qalbatoni yopila,gagebit moekida am yvelapers didi bednierebis xirsia. P.S axla im xalxs vinc chems koments caikitxavs da darcmunebuli var sacinaaxmdegos ityvis da gamlandzxavs,mat vetyvi rom myavs meuxle romelic yvelas da yvelapers mirchevnia dedamicaze,ert dxes rom gamomicxados sxva miyvarsda mivdivaro,chemi xelit chavulageb bargs,mtkivneuli da sikvdilis tolpasi iqneba es,magram mtavaria chemi sayvareli adamiani iyos bednieri.siyvarulia xalxo mtavari am qveyanaze
16:01 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS