მალე ყველა მეზობელი იმას ჭორაობდა, რომ კოკა ბიძია არატრადიციული ორიენტაციის გახლდათ. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ყველას შეაყვარა თავი და სიმართლე გითხრათ, მალე მისი ორიენტაცია ყველას დაავიწყდა ან რა ჩვენი საქმე იყო.
ერთი თვის წინ კორპუსთან ჩემი საუკეთესო მეგობრის, ირინკას მამამთილი შემხვდა. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, მაგრამ ლუ
მალე გავიგე, რომ ბატონ კოკას ახალი საყვარელი გაეჩინა. მეზობლები ამბობდნენ, საკმაოდ სიმპათიური კაცია და თან გეის საერთოდ არ ჰგავსო. მე სულ არ მადარდებდა ბატონი კოკას ორიენტაცია და მითუმეტეს ვის შეიყვარებდა, ამიტომ ამ ჭორებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
რამდენიმე დღეში ლუარსაბ ბიძია ისევ შემხვდა სადარბაზოსთან და თვალი ამარიდა. იმ დღიდან დავიწყე გამოძიება და მალე გავარკვიე, რომ ირინკას მამამთილი კოკას ახალი საყვარელი გახლდათ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო, როგორ ვუთხრა მეგობარს რომ მისი მამათილი გეია, როცა კაცი სამი ბიჭის მამა და საუკეთესო მეუღლეა.