05 სექტემბერი, 2014
''ნაშებთან'' გართობის გამო დაჭერილი ქმარი ციხიდან ვიხსენი
ძალიან მაგარი ამბავი შემემთხვა, ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი. მაგრამ თქვენ კი ნამდვილად უნდა გიამბოთ.

ახალგაზრდა ვარ, 30 წლის, მაგრამ თითქმის ათი წელია გათხოვილი ვარ. თავიდან მართლა გვიყვარდა ერთმანეთი, სკოლის მერხიდან. მერე კი თანდათან განელდა გრძნობები, ვნებები და შეგვრჩა ოჯახი ორი შვილით - ქალ-ვაჟით.

ჩვეულებრივი სტატისტიკური ოჯახი, რომ იტყვიან. შიგადაშიგ, სადღეგრძელოებში იტყვის ხოლმე, როგორ უყვარს თავისი ცოლ-შვილი და რა კარგი ცოლი შეხვდა, ეს არის მთელი სითბო და სინაზე, რასაც ავლენს.

მე მთლიანად ოჯახის საქმეებში ვარ
ჩართული და მაგაზე ფიქრისთვისაც კი ვერ ვიცლი. მთავარია, რომ არ ვჩხუბობთ, ხანდახან, როგორც ხდება ხოლმე, ინტიმური ურთიერთობაც გვაქვს, ესეც სითბოსა და სინაზის გარეშე და ვცხოვრობთ ასე... თუმცა ახლა ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს.

ერთი კვირის წინ საინტერესო ამბავი გადაგვხდა. ნუკრიმ საკმაოდ დააგვიანა შინ მოსვლა. უკვე ღამის პირველი სა ათი იყო და არ ჩანდა. მობილური გამორთული ჰქონდა, ძმაკაცებიდან კი, ვისი ნომერიც მქონდა, არავინ იცოდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო. 3 საათზე პატრულიდან დამირეკეს, ესა და ეს ადამიანი თუ თქვენი ქმარია, დაპატიმრებულია და მოაკითხეთო. გადავირიე. იმ შუაღამისას დედაჩემი გამოვიყვანე, ბავშვები იმას დავუტოვე და მამაჩემთან ერთად განყოფილებაში გავვარდი.

ნუკრი საკმაოდ მთვრალი, აწითლებული და განერვიულებული იჯდა და დანა პირს არ უხსნიდა. რა არ ვკითხე, არაფერი მიპასუხა. განყოფილებაში აგვიხსნეს, სიმთვრალეში იხულიგნა, პატრულს შეურაცხყოფა მიაყენა და თუ გინდათ რომ ამაღამვე გაგატანოთ სახლში, გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოთ ჯარიმის სახითო.


არც ისე ცოტა თანხა იყო, მაგრამ მამაჩემმა მაშინვე მირეკ-მორეკა თავის ძმაკაცებში, რაღაც ფულს მოუყარა თავი, მეც სახლში რაც დანაზოგი გვქონდა, მოვარბენინე და ქმარი საღსალამათი წავიყვანე სახლში. მხოლოდ მერე შევიტყვე საქმის არსი - ჩემი მეგობრის ქმარი პატრულში მუშაობს და ჩემმა მეგობარმა მისგან გაიგო რა და როგორ.

ეს ჩემი ძვირფასი ორ ''ნაშასთან'' ერთად ქეიფობდა თურმე რესტორანში, მერე ვიღაცას აუშარდა, ''ჩემს ქალს'' რატომ უყურებო და ასე დაიწყო აყალ-მაყალი... ახლა მითხარით, ღირდა კი მისი იქიდან გამოყვანა? არ ჯობდა, ისევ იქ მჯდარიყო და იმ თავის ''ნაშებს'' გამოეყვანათ.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS