04 სექტემბერი, 2014
''ერთი თვის წინ, გიამ ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი''...
გიამ მომიტაცა. არ მიყვარდა, ის კი არა სულ სამჯერ მყავდა ნანახი და მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. არ მინდოდა დარჩენა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, რას ამბობ, უნდა დარჩე, მთელ სოფელში თავს ნუ მოგვჭრი, მერე მონატაცებ ქალს ცოლად არავინ მოგიყვანსო.

მაშინ 17 წლის გოგო ვიყავი, შემეშინდა, ჩემებს დავუჯერე და დავრჩი. პირველი წელი ჩემს ქმარს არა უშავდა, არ სვამდა და სამსახურს დაამთავრებდა თუ არა, სახლში მორბოდა. მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და გარე-გარე სიარულს მოუხშირა.

თურმე ჩემამდეც ჰყოლია ცოლი, ისიც ჩემსავით მოუტაცებია. გოგოს მშობლები მის სახლში წასაყვანად რომ მისულან, ის გოგო არ წაჰყოლია, დავრჩები, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ქმარს ვერ ვეგუები, სახლში წამოვალო. მართლაც 1 თვეში გაქცეულა ის გოგო გიას სახლიდან.

გია რომ სვამდა, ცოლს სცემდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა. მე რომ ცოლად მომიყვანა, იმ დროს აღარ სვამდა, მაგრამ ბავშვი რომ გაგვიჩნდა და ძეობა აღნიშნა, იმ დღის მერე აღარ გამოფხიზლებულა. ძველი სპორტსმენია და ძლიერია. დალევს და ჩხუბობს, ვერავინ აკავებს. მთელ სოფელში კაცს ვერ ნახავთ, მისი მუშტი რომ არ ჰქონდეს მოხვედრილი.

ამ ერთი თვის წინ, გიამ ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. თავიდან ჩემს მშობლებს ამას ვუმალავდი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ მოვითმინე. მამაჩემთან მივედი, დალილავებული თვალი და ხელები ვუჩვენე და ვთხოვე, სახლში მინდა დავბრუნდე და უარი არ მითხრა-მეთქი.

თავი ჩაღუნა და მითხრა, ქმრის სახლიდან რომ წამოხვიდე, მე თქვენს რჩენას ვერ შევძლებო. გული მომიკვდა და ისევ ჩემი ქმრის სახლში დავბრუნდი. მესმის, რომ მამა ერთი უბრალო გლეხია, მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის და ოჯახს ამით არჩენს, მაგრამ ასე უნდა ეთქვა თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის?!

მარტო ცხოვრების თავიც არ მაქვს, ბავშვს რა ვაჭამო?! ჩემი ქმრის წყალობით, უმაღლესი განათლება არ მაქვს და ვინ მიმიღებს სამსახურში. არადა მასთან გაჩერება უკვე გაუსაძლისია. თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს უმძიმესი ცოდვაა და თან, არ მინდა ჩემი ბიჭი ობლობაში გაიზარდოს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გიორგი
შედი http://jobs.ge/ - ზე, მონახე კონსულტანტის ან გამყიდველის ვაკანსია, ნომერი იქნება მითითებული და დაურეკე, რამოდენიმე ცდის მერე აუცილებლად დაიწყებ სადმე მუშაობას,იმედია არ დანებდები თუ თავიდან ვერ მოახერხე. მამაშენთან გადმოდი და იქ გააგრძელე ცხოვრება, შენი და მამის შემოსავლით ასე თუ ისე გახვალთ ფონს, თან ღმერთიც არ დაგტოვებს, ეკლესიაშიც იარე სულიერად დამშვიდდები და კიდე ბევრ რამეს მიხვდები. პატივისცემით ...
15:54 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
შედი http://jobs.ge/ - ზე, მონახე კონსულტანტის ან გამყიდველის ვაკანსია, ნომერი იქნება მითითებული და დაურეკე, რამოდენიმე ცდის მერე აუცილებლად დაიწყებ სადმე მუშაობას,იმედია არ დანებდები თუ თავიდან ვერ მოახერხე. მამაშენთან გადმოდი და იქ გააგრძელე ცხოვრება, შენი და მამის შემოსავლით ასე თუ ისე გახვალთ ფონს, თან ღმერთიც არ დაგტოვებს, ეკლესიაშიც იარე სულიერად დამშვიდდები და კიდე ბევრ რამეს მიხვდები. პატივისცემით ...
15:53 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
natas mopasuxes natasagan
რა არ მოგეწონათ ჩემს კომენტარში ვერ გავიგე,ახალგაზრდას, რომელიც თავის მოკვლას ფიქრობს,გულდაწყვეტილია მამის სიტყვებზე, ვუხსნი რომ მამამ რჩევა მიცა, თორემ თუკი ოჯახიდან წამოვა რა თქმა უნდა მიიღებს.თქვენ კი ამბობთ როგორი ცუდი მშობლები ჰყავს მას და როგორი კარგი ხარ თქვენ.ბავშვი თავის მოკვლას ფიქრობს, მშობლის იმედი არ აქვს და შენ უმტკიცებ რომ ცუდი მშობელ
15:41 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
საცა არა სჯობს გაცლა სჯობს დაიმახსოვრე.
14:32 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანო
თავის მოკვლა არ გინდა მარა ამ მდგომარეობას ნუ შეეგუები. დახმარება სთხოვე ნათესავებს, მეზობლებს. გამოდი გარეთ და აქცია მოაწყვე. ჩვენ ხომ არ ვიცით რა არი ჩვენი ცხოვრება და რეები ვართ ჩვენ. დარწმუნებული ვარ არსებობს ბალანსი. შენც გექნება ბედნიერი დღეები.
14:21 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა ნებართვებს კითხულობდი ერთი გაასწარი მაქედან სანამ შვილიც არ დაგიმახინჯებია ისედაც გენები მაგისი, აქვს ეგეც საკმარისია,დაუჯექი მამაშენს თუ გაგაგდებს ქუჩაში იცხოვრო ჯობია ,ვიდრე მასეტ ადამიანთან ზარდო შვილი
11:41 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ახლა 21-ე საუკუნეა.აღარავის უკვირს ოჯახის დანგრევა.როცა ოჯახშ ი ცემა-ტყეპა ხდება,ამას ოჯახი არ ქვია.ამიტომ არ უნდა მოითმინო ისეთი რამ,რაც არ გეკუთვნის.ისეთ ქმართან როგორ უნდა იცხოვრო,მოფერების ნაცვლად რომ გირტყამს.მე არ მესმის ასეთი ქალების.მამას სარჩენი კიდევ არ უნდა გახდეს ახალგაზრდა ქალი.ატასი სავაჩრო ცენტრია,სადაც გამყიდველად დაიწყებ მუშაობას.ამისთვის სულ არ არის საჭირო უმაღლესი განათლება.
11:26 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
დაუტოვე მერე ეგ ბავშვი მაგატ ან შენს მშობლებს მიზეზით, წერილით, და წადი ტავს მიხედე. შენი შვილი გაიგებს. წერილი მისწერე რომელსაც დიდობაში წაიკიტხვას, ტავის მოკვლაზე რამ გაფიქრებინა
11:08 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა-ს
აბა რას ამბობთ? მეც მშობელი ვარ და გოგონა მყავს,მაგრამ ვინმემ რომ ჩემი გოგონა მოიტაცოს,იქ დავტოვებ კი არა,გამტაცებელს ციხეში ამოვაყოფინებ თავს.ხოლო თუ ოჯახი ექნება და მე ერთხელ მაინც გავიგებ,რომ ქმარი ცემს,რას ჰქვია ოჯახის დანგრევის შემეშინდება? უნდა დაინგრეს ცემა-ტყეპაზე აგებული ოჯახი,აბა მათი შვილიც ავადმყოფი და არაკაცი უნდა გაიზარდოს,ასეთი მამის შემყურე? რაში მაინტერესებს ნათელას და ლამარას აზრი მე,როცა საქმე ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფას ეხება? ყველას სახელით ნუ ლაპარაკობთ,მე არ ვარ მშობლის ის კატეგორია,ვისაც შვილის სიცოცხლეზე მეტად საზოგადოების აზრი აინტერესებს და კიდევ,ურცევნია ცივ ქვაზე დასახლდეს,ვიდრე არაკაც ქმარს შეაკლას თავიც და შვილიც!!!
11:03 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
nata
არცერთ მშობელს არ უნდა შვილს ოჯახი დაენგრეს. შენ მამაშენთან რჩევის საკითხად მიხვედი, მისი პასუხი იყო,რომ მოგეთმინა.მან ყველაფერი არ იცის.შენ უკეთ იცი ღირს თუ არა შენი "ოჯახის" შენარჩუნება.თვითმკვლელობა კი რამ გაფიქრებინა ან შენ შვილს,როგორ იმეტებ ობლობისთვის ან მშობლებს შვილის სიმწარისათვის. ახლა 17 წლისა აღარ ხარ,შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა გინდა.
06:46 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS