04 სექტემბერი, 2014
''ერთი თვის წინ, გიამ ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი''...
გიამ მომიტაცა. არ მიყვარდა, ის კი არა სულ სამჯერ მყავდა ნანახი და მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. არ მინდოდა დარჩენა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, რას ამბობ, უნდა დარჩე, მთელ სოფელში თავს ნუ მოგვჭრი, მერე მონატაცებ ქალს ცოლად არავინ მოგიყვანსო.

მაშინ 17 წლის გოგო ვიყავი, შემეშინდა, ჩემებს დავუჯერე და დავრჩი. პირველი წელი ჩემს ქმარს არა უშავდა, არ სვამდა და სამსახურს დაამთავრებდა თუ არა, სახლში მორბოდა. მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და გარე-გარე სიარულს მოუხშირა.

თურმე ჩემამდეც ჰყოლია ცოლი, ისიც ჩემსავით მოუტაცებია. გოგოს მშობლები მის სახლში წასაყვანად რომ მისულან, ის გოგო არ წაჰყოლია, დავრჩები, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ქმარს ვერ ვეგუები, სახლში წამოვალო. მართლაც 1 თვეში გაქცეულა ის გოგო გიას სახლიდან.

გია რომ სვამდა, ცოლს სცემდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა. მე რომ ცოლად მომიყვანა, იმ დროს აღარ სვამდა, მაგრამ ბავშვი რომ გაგვიჩნდა და ძეობა აღნიშნა, იმ დღის მერე აღარ გამოფხიზლებულა. ძველი სპორტსმენია და ძლიერია. დალევს და ჩხუბობს, ვერავინ აკავებს. მთელ სოფელში კაცს ვერ ნახავთ, მისი მუშტი რომ არ ჰქონდეს მოხვედრილი.

ამ ერთი თვის წინ, გიამ ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. თავიდან ჩემს მშობლებს ამას ვუმალავდი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ მოვითმინე. მამაჩემთან მივედი, დალილავებული თვალი და ხელები ვუჩვენე და ვთხოვე, სახლში მინდა დავბრუნდე და უარი არ მითხრა-მეთქი.

თავი ჩაღუნა და მითხრა, ქმრის სახლიდან რომ წამოხვიდე, მე თქვენს რჩენას ვერ შევძლებო. გული მომიკვდა და ისევ ჩემი ქმრის სახლში დავბრუნდი. მესმის, რომ მამა ერთი უბრალო გლეხია, მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის და ოჯახს ამით არჩენს, მაგრამ ასე უნდა ეთქვა თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის?!

მარტო ცხოვრების თავიც არ მაქვს, ბავშვს რა ვაჭამო?! ჩემი ქმრის წყალობით, უმაღლესი განათლება არ მაქვს და ვინ მიმიღებს სამსახურში. არადა მასთან გაჩერება უკვე გაუსაძლისია. თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს უმძიმესი ცოდვაა და თან, არ მინდა ჩემი ბიჭი ობლობაში გაიზარდოს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
რუსა
ერთხელ გაბედე და ხურდა დაუბრუნე,ნახავ როგორ "ეამება" :-)
21:28 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამოვიდა რა ყელში ეს ტრაგიკომიკური ისტორიები! ქალოოო,ეგეთ კაცს შიშით კი არა, კარგად გახურებული ტაფით უნდა დახვდე სახლში, რომ შემოვა და ხელს გაიქნევს თუ არა ,ეგრევე უნდა ხიო მამაპაპურად შიგ თავში და ნახავ მერე,როგორი ქმარი "შეგრჩება "ხელში!ვაა,ასე ,როგორ უბდა დაიჩმორო თავი.
19:55 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
!
რა დაგემართათ, ქალებო, რამ დაგადამბლავათ! მაინცდამაინც ქმრის ცემა-ტყეპა უნდა აიტანოთ, ან მამის ჩხუბი, ისე ვერ გაზრდით შვილებს?! გაანძრიეთ ხელი, ხომ შეგიძლიათ, თავად მოიპოვოთ ლუკმაპური, ბოლოსდაბოლოს თავად მოიყვანეთ ის მწვანილი და გაყიდეთ, ღირსებას კი ნუ დაკარგავთ! მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ: წესად გაქვთ ოჯახში ცემა-ტყეპა, სხვანაირად ვერ წარმოგიდგენიათ! აღარ მეგონა, თუ მასეთი ხალხი კიდევ არსებობდა!
12:21 / 10-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მე გამოვიარე მაგი ტან ზუსტან მასე მესჰინოდა რას იტხვიან და 8 ცელი გაუცელი და ბოლოს რომ ვერ გაუცელი გადავცხვიტე ცავსულიხავი უცხოეტს და ეხლა ორ ანგელოს მე ვიგზავნი. ასე რომ გამაგრდი და გსა ხოველტვის გამოჩნდება და მამას მასტე არ უნდა ეპასუხა ერტად ერტიშვილისტვის. რომ შემეცოს დახმარება დაგეხმარებოდი ცან მეცხინა შენი მონახოლი ჩემი ცარსული დამიდგა ცინ :-(
14:11 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ასეთი უსუსური რომ ყოფილხარ ქმარიც იმიტომ გიბრიყვებს,ცხოველიც კი ძლიერდება როცა შვილი ყავს დასაცავი და შენ ხომ ადამიანი ხარ.შენ რომ ძლიერი იქნები ქმარიც შეიცვლის დამოკიდებულებას და მამაც.ასე რომ მოქმედების დროა.
09:41 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ერთი მეზობელი მყავდა, ,,წოწ მარიას" ვეძახდი ბავშვობაში და თავის ქმარი ყოველ დღე ისე ცემდა, მეორე დღეს ვეღარ ვცნობდით. ერთ ღამეს, მისი ქმარი ძველებურად მთვრალი მოვიდა, ცემა და მერე დაწვა და დაიძინა. ,,წოწ მარიამ" მავთულებით მიაბა თურმე საწოლზე და მათრახით ისე ცემა, რომ ერთი თვე რეანიმაციაში იყო უგონოდ და როცა აზრზე მოვიდა , მარიასი ეშინოდა.. მარიამ აპატია ყველაფერი და შეურიგდა...იმის შემდეგ დამეგობრდნენ და დიდი სიყვარულით ცხოვრობენ დღემდე, თუმცა უკვე ძალიან მოხუცები არიან. (მართალი ამბავი)
04:46 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიკო
რას ბრდძანებთ თავის მოკვლა რა დედის ხვედრია,სიცოცხლე რა მეუღლემ გაჩუქა თუ რა, აღარც გაიფიქრო,შვილს ჯანმრთელი ცოცხალი და მებრძოლი დედა უნდა ..სამსახური კი მოიძებნება უფრო ადვილად ვიდრე გგონია, მთავარია სურვილი და პრაქტიკულად ნაბიჯის გადადგმა,არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა...გისურვებთ წარმატებას...
12:32 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
რა შუაშია ცუდი მშობელი ან დაივიწყე ყველა, დამერწმუნე ესეთი მიდგომა ნამდვილად არასწორი . ცუდი მშობელი ხარ შენ იმის გამო, რომ შენი შვილის რჩენა არ შეგიძლია? დაივიწყე ეს შეხედულება და გამოსავალზე იფიქრე. თუკი ნამდვილად გადაწყვიტე, რომ უნდა წახვიდე მანდედან, მაშინ წადი მშობლების სახლში და ეძებე სამუშაო, თუ ქალაქიდან შორს ხარ მოგიწევს ქალაქად გადასვლა, რაც შეეხება სამუშაოს ნახვას, რა საჭიროა უმაღლესი განათლება, გგონია ცოტა უმაღლესგანათლებულია დასაქმებული კერძო სექტორში? რაც მთავარია , ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო, იმედი არ დაკარგო და სხვის ტვირთად არ იქცე. სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი მოსაგვარებელია, პრობლემა შენ თვითონ უნდა მოაგვარო იმის მიხედვით რა პირობები გაქვს სიტუაციიდან გამოსასვლელად. უფრო რთულ პირობებშიც გაუზრდიათ შვილები და თან საკმაოდ ღირსეულადაც. წარმატებები, აბა შენ იცი.
11:40 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ნატას მოპასუხეს ვეთანხმები,სწორედაც რომ უნდა მიხვდეს,რომ უვარგისი მშობელი ჰყავს და ამით ძალა მიეცემა,რომ თავის მოკვლაზე კი არ იფიქროს,არამედ მიაგდოს მისი ოხერი ქმარი და შეეცადოს,თვითონ მოიწყოს ცხოვრება და იცხოვროს ისე,როგორც მას უნდა,რაც მთავარია მშვიდად და ძალადობის გარეშე! დაივიწყე შვილო, მშობლებიც,ნათესავებიც,ქმარიც და მისიანებიც,ჩათვალე,რომ სამყაროში მარტო ხარ შვილთან ერთად და ფეზე უნდა დადგე,როგორც კი ამას განხორციელებას შეუდგები,იგრძნობ,რომ თურმე ძლიერი ხარ!!!
18:28 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
იბრძოლე გოგონა შენი შვილის გულისთვის არ დანებდე ტუ საჭიროა უჩივლე.ნუ შეგეშინდება ცხოვრების.დაუმტკიცე შენს თავს რომ ხარ ყველაზე ძლიერი...თავის მოკვლა გამოსავალი არ არის.მაგით შენს შვილს სამუდამოდ დაღუპავ.ამიტომ გაბედე და გადადგი ნაბიჯი,რომელიც ცხოვრებასთან ბრძოლას გასწავლის.ნუ გეშინია.უფალი დაგეხმარება.
02:20 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS