03 სექტემბერი, 2014
რძლის საყვარელი ჩემი სიძე გახდა
ჩემი ვაჟი რომ დაოჯახდა, რძლის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. მათი სიყვარულის ისტორია ორ თვეს გრძელდებოდა და ვიცოდი, რომ რძალს ჩემ ვაჟამდე ორი წელი საყვარელი ჰყავდა. იმ ბიჭის ოჯახსაც ვიცნობდი.

რძალი საყვარელს ყოფილ ბოიფრენდს ეძახდა და ჩემი შვილიც მარწმუნებდა, რომ რძლის წარსულისთვის პატივი მეცა, რადგან თავად არ იყო ფრთიანი ანგელოზი. გიუშას დაქორწინებიდან ექვსი თვის თავზე მეორე შვილმა თეკლამ გამოგვიცხადა, რომ მალე მომავალ ქმარს გაგვაცნობდა.

ჩემი გოგონა კარგ ადგილას მუშაობდა და სამი წლის წინ ქირით ცალკე გავიდა საცხოვრებლად.
სახლში იშვიათად შემოირბენდა. ძმის და რძლის ურთიერთობაში საერთოდ არ ერეოდა. უცხოებივით იქცეოდნენ ერთმანეთთან. თეკლა ისე გათხოვდა, რომ მომავალი სიძე არ გაგვაცნო.

ერთი კვირის შემდეგ მომეცა საშუალება, რომ შვილი გულში ჩამეკრა და მიმელოცა, მაგრამ იქ მისულს საშინელი სურათი დამხვდა. თეკლას ქმარი, რძლის ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა.

შვილი ცალკე გავიყვანე და ყველაფერი მოვუყევი, მეგონა არაფერი იცოდა. სასაცილოდ არ ეყო ჩემი შეშფოთება. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იცოდა და ტრაგედიადაც არ მიაჩნდა. ახლა ვფიქრობ სად დავუშვი შეცდომა. რატომ გავზარდე ორივე ასეთი თავზეხელაღებული.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანნ
იცხოვრონ ტავიანტ საყვარელ ადამიანებტან-ტავი დაანებეტ...
23:40 / 10-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS