02 სექტემბერი, 2014
დედამთილმა შამპუნის ბოთლში მაიონეზი ჩამისხა
გეგას ცოლად რომ გავყვევი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ქორწილის გადახდაზე უარი ვთქვით და სამოგზაუროდ წავედით. ქუჩაში ხალხს რომ ვუყურებდი, მეცოდებოდნენ, რადგან თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა და ასე გაგრძელდა ორი კვირა, სანამ ქმართან ერთად მადრიდის ქუჩებში დავსეირნობდი.

საქორწინო მოგზაურობიდან ოთხ საათზე ჩამოვედით. სახლში მისულებს დედამთილმა სტუმრები დაგვახვედრა და იმ ღამეს დივანზე დავიძინეთ. ოთახში ჩვენ გარდა ექვს კაცს ეძინა. მეორე დღეს იგივე გამეროდა. მოგვიანებით გავიგე, რომ დედამთილის ნათესავები ერთ კვირას გვსტუმრობდნენ.

ერთი კვირა როგორღაც გადავაგორეთ, მაგრამ ჯოჯოხეთი
ამით არ დამთავრებულა. დედამთილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ჭკუიდან გადავეყვანე. ხან ვითომ შემთხვევით საძინებელში შემოგვივარდებოდა, ხანაც საჭმელში ბევრ მარილს ყრიდა, რომ იმ ღამეს მშივრებს დაგვეძინა. მამამთილი ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ამხელა კაცი ისე ჰყავდა დამონებული, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

მოგვიანებით მივხვდი, ჩემს მაზლს რატომ დაენგრა ოჯახი და სამუდამოდ გერმანიაში რატომ გადაიხვეწა. ერთხელ გეგა მივლინებით თურქეთში გაგზავნეს და ამ ალქაჯთან მარტო დავრჩი.

ახლა ვნანობ, ნეტა დედაჩემთან წავსულიყავი. დილას აბაზანაში თავის დასაბანად შევედი, თან სამსახურში მაგვიანდებოდა. თმაზე შამპუნი რომ წავისვი, არ აქაფდა. თავიდან ვერ მიხვდი, რა მოხდა, მაგრამ ხელები უცნაურად გამეწება და სუნზე მივხვდი რომ ყუთში მაიონეზი ესხა.

იმ დღეს სამსახურში არ წავედი, მაგრამ ბარგი ჩავალაგე და მშობლებთან დავბრუნდი. გეგა ვერ იჯერებს მომხდარს, მაგრამ სახლიდან არ წამოსულა. თუმცა ჩემი მიტოვებაც არ უნდა და ხშირად მაკითხავს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნატო
...
16:27 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ზოგი ისეთი ეგოისტია რძლის სახით მტერს ხედავს, შურთ რძლის ახალგაზრდობის და ასე შემდეგ.შენ ადგილას მაგარს მიუჩექადი სახეს.
15:26 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თაზო
მაგარი იუმორის გრძნობა ქონია შენ დედამთილს, ეს ხუმრობით. სწორად მოქცეულხარ, მაგრამ უმიზეზოდ თუ ასე გექცეოდა ფსიხუშკაშია წასაყვანი
13:39 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ვერ თხლიშე ერთი ის მაიონეზიანი ხელი
10:50 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS