საქორწინო მოგზაურობიდან ოთხ საათზე ჩამოვედით. სახლში მისულებს დედამთილმა სტუმრები დაგვახვედრა და იმ ღამეს დივანზე დავიძინეთ. ოთახში ჩვენ გარდა ექვს კაცს ეძინა. მეორე დღეს იგივე გამეროდა. მოგვიანებით გავიგე, რომ დედამთილის ნათესავები ერთ კვირას გვსტუმრობდნენ.
ერთი კვირა როგორღაც გადავაგორეთ, მაგრამ ჯოჯოხეთი
მოგვიანებით მივხვდი, ჩემს მაზლს რატომ დაენგრა ოჯახი და სამუდამოდ გერმანიაში რატომ გადაიხვეწა. ერთხელ გეგა მივლინებით თურქეთში გაგზავნეს და ამ ალქაჯთან მარტო დავრჩი.
ახლა ვნანობ, ნეტა დედაჩემთან წავსულიყავი. დილას აბაზანაში თავის დასაბანად შევედი, თან სამსახურში მაგვიანდებოდა. თმაზე შამპუნი რომ წავისვი, არ აქაფდა. თავიდან ვერ მიხვდი, რა მოხდა, მაგრამ ხელები უცნაურად გამეწება და სუნზე მივხვდი რომ ყუთში მაიონეზი ესხა.
იმ დღეს სამსახურში არ წავედი, მაგრამ ბარგი ჩავალაგე და მშობლებთან დავბრუნდი. გეგა ვერ იჯერებს მომხდარს, მაგრამ სახლიდან არ წამოსულა. თუმცა ჩემი მიტოვებაც არ უნდა და ხშირად მაკითხავს.
მკითხველის ისტორია