02 სექტემბერი, 2014
დედამთილი სხვა ეროვნების გამო სახლიდან მაგდებს
სამი თვეა, რაც თენგოს ცოლი ვარ, მაგრამ სანამ გავყვებოდი, ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და მომავალმა სადედამთილომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ეროვნება. ქურთი ვარ და ამის არც მრცხვენია და არც არასოდეს შემრცხვება.

ჩვენი ტრადიცები განსხვავებულია და არც ჩემი მშობლები გაგიჟებულან სიხარულით, რომ ქართველს მივყვებოდი, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და ამ ქვეყნად სხვა არაფერი მაინტერესებდა.

დღეს ვხვდები, რომ თენგოს დედა ფიქრობდა, ჩვენი სიყვარული წლებს ვერ გაუძლებდა. ალბათ ამიტომ იყო ჩუმად, თორემ ჩემ რძლობას როგორ
დაუშვებდა. ერთ დღეს თენგოსთან მორიგი სტუმრობის დროს თავისთან დამტოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ძალით, რადგან კარები დაკეტა და თვითმკვლელობით მემუქრებოდა. ორ დღეში რაიონში სტუმრად მყოფი დედამთილი რომ ჩამოვიდა, ამ სიახლემ თავზარი დასცა. როგორც კი მარტო ვრჩებით, მეუბნება, რომ სახლიდან წავიდე, თორემ ერთ დღესაც ძალით გამაგდებს.

ჯერ არც ერთი ნათესავი არ გამიცნია, რადგან რძლად არ მაღიარებს და მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია. თენგომ ყველაფერი იცის, მეუბნება, რომ დედამისს თბილი გული აქვს და გაბრაზება მალე გადაუვლის. არადა, უკვე სამი თვე გავიდა და ჯოჯოხეთი გრძელდება.

ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ შინ დავბრუნდე, მაგრამ ქმრის სიყვარულს ვერ გადავაბიჯე.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ნათია
და რაც შეეხება ქართველი ერის ფაშიზმში დადანაშაულებას - რატომ დადანაშაულება, აბსოლუტური სიმართლეა და ცოცხალი მაგალითი შენ ხარ არის :) და არა მარტო შენ, ასე რომ არაფერსაც არ იგონებ, გარბიან სწორედაც რომ იმის გამო, რომ მუდმივად დამცირებულად გრძნობენ თავს შენნაირების გამო
14:49 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა საინტერესოა როცა რასისტი ინტელექტზე გესაუბრება :) ცოტა მეტი წაიკითხე გოგონი, იქნებ ტვინო ცოტა გაგეხსნას, არც საქართველო და არც ქართველები არ ვართ არც ერთ სხვა ერზე არც მეტი არც ნაკლები, გასაგებია?:)
13:57 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ავოიეეეეე
რა გულისამაჩუყებელი ქურთული ისტორიაა,მოვკვდი ტირილით.......ვაიმე დედა,გასკდა გული....
12:39 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
ხვალ რომ ამ თქვენმა მეგობარმა ქურთებმა უკეთესი ცხოვრებისთვის ევროპაში გადაწყვიტონ წამოსვლა, ისევ ქართველ ერს გალანძღავენ. ნინიასნაირი ვაიქართველები კი კითხვის დასმასაც ვერ გაბედავენ ამ საკითხზე. მათ მხოლოდ კუდის ქიცინი შეუძლიათ...
01:39 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
ერთსა დავამატებ. საფრანგეთში ბევრია საქართველოდან ჩამოსული ქურთი. როგორ გგონია, რით უნდათ აქ მტოლვილის სტატუსის მიღება? უკლებლივ, ხაზს ვუსვამ უკლებლივ ყველა ქართველ ერს ფაშიზმში ადანაშაულებს. თურმე ჩვენ ვაწამებთ საცოდავ ქურთებს. ჩვენ ვისაც მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა შეგვიძლია. "გარეთ მხდალი, შინ მამაცი..." ჯერ კიდევ როდის ამბობდა ილია და ვაი რომ ასეა...
01:28 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
ნინასნაირ "ქართველებს" ვუპასუხებ, რომ მადლობა ღმერთს თქვენთან არ ვარ სადდმე ახლოს. როგორმე თვალს თუ გაახელთ ბევრ რამეს დაინახავთ, მაგრამ ამისთვის ინტელექტი და ეროვნული შეგნებაა საჭირო. არაფერში არ მჭირდება თქვენნაირი ფარისევლების პატივისცემა და ღმერთს მადლობა, რომ ქართველი ვარ. ისეთ რამეს არასოდეს არ ვამბობ რაც არ ვიცი. არ გისურვებთ პირადად თქვენ, რომ მათი ერთგულება დაგჭირდეთ და გამოცადოთ როგორ "დაგიდგებიან" გვერდში ეგ თქვენი ქურთები. თქვენნაირმა სულიერებას მოკლებულმა ადამიანებმა აქციეს საქართველო ბაბილონის გოდოლად. სხვათაშორის უცნობ ადამიანს თქვენობით უნდა მიმართოთ
23:27 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეგრეც ვერ ვიტყვით, ყველგან არსებობს კარგი და ცუდი. მხოლოდ იმითომ, რომ ქურთია ეგეთი დამოკიდებულება საშინელებაა და რასიზმია სხვა თუ არაფერი. გოგონას ძალიან უთანაგძნობ. ბიჭის კიდე მიკვირს, როგორ ვერ ელაპარაკება დედას ისე რომ საყვარელი ადამიანი დაიცვას და მისმა მეორე საყვარელმა ადამიანმა მას ტკივილი არ მიაყენოს. მაინც ვფიქრობ, რომ ბიჭმა უნდა გამოიჩინოს მეტი ვაჟკაცობა და თვითონ დაალაგოს დედამისის სიტუაცია, ისე რომ მისმა მეუღლემ არაფერი არ იგძნოს. ძალიან ცუდია რომ პრობლემებს თავიდანვე არ უმკლავდებიან კაცები და რაღაც საოცრების მოლოდინში არიან, რომ გაუნათდებათ გონება :( მესმის, რომ დედაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანია მაგრამ ყველას უნდა ქონდეს თავისი ადგილი ცხოვრებაში და შემდგომ არ იქნება პრობლემები. მე ამ ოჯახს ვურჩევდი გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად და პრობლემაც მოგვარდება
16:47 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
nina
ძალიან კარგი ხალხია ქურთები,ძალიან მიყვარს,ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მრცხვენია,რომ შენ "ნი" ქართველი ხარ
15:46 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
საშინელი ხალხია ქურთები. სამწუხაროდ ძალიან ახლო ურთიერთობა მიწევს მათთან და არავინ შემეკამათოს. შეიძლება ერთი-ორი გამონაკლისიც იყოს, თუმცა ესეც მეეჭვება...
03:34 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS