ჩვენი ტრადიცები განსხვავებულია და არც ჩემი მშობლები გაგიჟებულან სიხარულით, რომ ქართველს მივყვებოდი, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და ამ ქვეყნად სხვა არაფერი მაინტერესებდა.
დღეს ვხვდები, რომ თენგოს დედა ფიქრობდა, ჩვენი სიყვარული წლებს ვერ გაუძლებდა. ალბათ ამიტომ იყო ჩუმად, თორემ ჩემ რძლობას როგორ
შეიძლება ითქვას, რომ ძალით, რადგან კარები დაკეტა და თვითმკვლელობით მემუქრებოდა. ორ დღეში რაიონში სტუმრად მყოფი დედამთილი რომ ჩამოვიდა, ამ სიახლემ თავზარი დასცა. როგორც კი მარტო ვრჩებით, მეუბნება, რომ სახლიდან წავიდე, თორემ ერთ დღესაც ძალით გამაგდებს.
ჯერ არც ერთი ნათესავი არ გამიცნია, რადგან რძლად არ მაღიარებს და მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია. თენგომ ყველაფერი იცის, მეუბნება, რომ დედამისს თბილი გული აქვს და გაბრაზება მალე გადაუვლის. არადა, უკვე სამი თვე გავიდა და ჯოჯოხეთი გრძელდება.
ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ შინ დავბრუნდე, მაგრამ ქმრის სიყვარულს ვერ გადავაბიჯე.
მკითხველის ისტორია