02 სექტემბერი, 2014
დედამთილი სხვა ეროვნების გამო სახლიდან მაგდებს
სამი თვეა, რაც თენგოს ცოლი ვარ, მაგრამ სანამ გავყვებოდი, ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და მომავალმა სადედამთილომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ეროვნება. ქურთი ვარ და ამის არც მრცხვენია და არც არასოდეს შემრცხვება.

ჩვენი ტრადიცები განსხვავებულია და არც ჩემი მშობლები გაგიჟებულან სიხარულით, რომ ქართველს მივყვებოდი, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და ამ ქვეყნად სხვა არაფერი მაინტერესებდა.

დღეს ვხვდები, რომ თენგოს დედა ფიქრობდა, ჩვენი სიყვარული წლებს ვერ გაუძლებდა. ალბათ ამიტომ იყო ჩუმად, თორემ ჩემ რძლობას როგორ
დაუშვებდა. ერთ დღეს თენგოსთან მორიგი სტუმრობის დროს თავისთან დამტოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ძალით, რადგან კარები დაკეტა და თვითმკვლელობით მემუქრებოდა. ორ დღეში რაიონში სტუმრად მყოფი დედამთილი რომ ჩამოვიდა, ამ სიახლემ თავზარი დასცა. როგორც კი მარტო ვრჩებით, მეუბნება, რომ სახლიდან წავიდე, თორემ ერთ დღესაც ძალით გამაგდებს.

ჯერ არც ერთი ნათესავი არ გამიცნია, რადგან რძლად არ მაღიარებს და მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია. თენგომ ყველაფერი იცის, მეუბნება, რომ დედამისს თბილი გული აქვს და გაბრაზება მალე გადაუვლის. არადა, უკვე სამი თვე გავიდა და ჯოჯოხეთი გრძელდება.

ჩემი მშობლები მეუბნებიან, რომ შინ დავბრუნდე, მაგრამ ქმრის სიყვარულს ვერ გადავაბიჯე.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ლალი
მერე რაა რომ ქურტი ხარ, პირადად მე და Hემი ქმარი ქართველები ვართ, მაგრამ Hემს შვილს დედით ქურთი შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა, რა არის მაგაში ცუდი? კარგი ყველა ერშია,ძალიან წესიერი და კარგი გოგოა და Hემ შვილს უყვარს და მის გვერდზეა ბედნიერი. შვილიშვილსაც ველოდები,ზოგისთვის ქართველი იყოს და ტუ გინდა უვარგისი იყოს.
00:12 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
წარღვნის შემდეგ ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი.ასე რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი მათი შთამომავალია.ძვირფასო დედამთილო უკულტურობას უცოდინრობას რასიზმს...და ძალიან ბევრ სხვა უარყოფით ტვისებებს ამჟღავნებ.განა არ იცი რომ ადამიანებს სძულთ ასეთი პიროვნებები.ახალგაზრდებს კი ვურჩევ ცალკე იცხოვრონ და ბედნიერებას ვუსურვებ.
21:38 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნი-ს
მაგარი რასისტი ხარ შე საცოდაო.,აგრად მეზიზგებით ასეთი ქართველები.შენნაირების გამო მრცხვენია უკვე ქართველობის
04:35 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ჩემმა მეზობლის ქალმა (ქურთმა) თავისი ქალიშვილი საკუთარ ძმისშვილს გაატანა ცოლად, რაღა კომენტარი უნდა გააკეტო ამ ხალხზე?
13:06 / 24-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
არ მიაქციო ყურადრება რას ამბობს შენი დედამთილი. თუ არ უნდიხარ მიზეზს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეროვნების გამო თუ სხვა რამისათვის დაგინგრევს ბედნიერებას ამას შენთვის რა აზრი აქვს. მტავარია ქმარს უყვარხარ და უნდიხარ. ეცადე სიყვარული დაიცვა, ეგ ერთადერთია რისტვისაც ღირს ბრზოლა.
12:19 / 24-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS