31 აგვისტო, 2014
ჩემი ძმა ქალად გადაკეთებაზე ოცნებობს
მსგავს თემებზე მხოლოდ ტელევიზიით საუბრობენ, ისიც იშვიათად. სწორედ ამიტომ მიჭირს ვინმეს გავუმხილო ჩემი ძმის ამ ახირების შესახებ. თან მეშინია, მშობლებმა რომ გაიგონ, ორივე ადგილზე მოკვდება. გული თუ არ გაუსკდებათ, მაშინვე თავს მოიკლავენ.

მე და თორნიკეს შორის განსხვავება ერთი წელია. პირველად მე გავჩნდი, მაგრამ გოგოს დაბადება არავის გახარებია. დედამ სასწრაფოდ მეორე შვილი მიაყოლა და ნანატრი ბიჭი შეეძინათ. თოკო თითქოს ჩვეულებრივად იზრდებოდა.

მეზობლის ბიჭებთან თამაშობდა და ყოველთვის კაცური იყო. 16 წლის ასაკში ყური გაიხვრიტა და საყურე ჩამოიკიდა,
ოღონდ სახლში იხსნიდა, რომ მშობლებს არ შეემჩნიათ. ორი წლის შემდეგ აიჩემა, რომ საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა სასწავლებლად. ნანატრი ბიჭისთვის დედ-მამას ყურადღება აქამდე არ დაუკლიათ და შესაბამისად არც ამაზე უთქვამთ უარი, მაგრამ ჯერჯერობით მისი გამგზავრებისთვის ფული არ ჰყოფნით.

თან თოკო რაღაც არანორმალურ თანხას უსახელებთ, რომელიც სწავლისთვის სჭირდება. ამის გამო ვგრძნობ, რომ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება აღარ მეღირსება. ერთ საღამოს ყელში ამომივიდა და ძმას ვეჩხუბე. ვეუბნებოდი, ვის აბოლებ, უამრავი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად და დაფინანსებასაც საკუთარი შრომით ახერხებ, შენ რა გახდი, რომ ამდენი ფული არ გყოფნის-მეთქი.

უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ნუ ნერვიულობ, მალე ყველას მოგშორდებით და ვერავინ ვეღარ მიპოვითო. ამაზე გავგიჟდი, მივხვდი, რომ ჩვენს მიტოვებას აპირებდა და ტირილი დავიწყე. ცინიკურად მითხრა, რა გატირებს, სიკვდილს კი არ ვაპირებ, საზღვარგარეთ ოპერაციას გავიკეთებ, დიდი ხნის ოცნებას ავისრულებ და ოპერაციის შედეგად ქალად გადამაკეთებენო.

იმის შემდეგ, შოკში ვარ. ზედ აღარ ვუყურებ. მინდა, მჯეროდეს, რომ გამეხუმრა, მაგრამ თან ვფიქრობ, ვინმეს რომ ვუთხრა ამის შესახებ, ჩამოყალიბებულ გიჟად ჩამთვლიან.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
წავიდეს და გაიკეთოს მერე,არც შენ დაუშალო და არც მშობლებს უთხრა რამე,ისინი ამას ვერ მიხვდებიან და მართლა გული გაუსკდებათ...რადგან ასე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი,აზრი არ აქვს ლაპარაკს,მაინც ვერ გადაათქმევინებ,ეს მისი გადასაწყვეტია და როგორც უნდა ისე იცხოვროს...შენ გაჰყევი შენს ცხოვრებას,მართალია, ეს როდესმე აუცილებლად გაირკვევა,მაგრამ დროის გასვლის შემდეგ,იქნებ გადაიფიქროს,ან რაიმე შეიცვალოს.სხვა არაფერი მომდის თავში,რომ გირჩიო,შენც იცი,რომ ჩვენი საზოგადოება მიუღებლად მიიჩნევს მსგავს რამეებს და ერთეულებს შესწევთ უნარი მშვიდად მიუდგნენ ამ პრობლემას,რომელიც მართლა ძალიან დიდი და მტკივნეულია...
19:24 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS