მალე სამი ჩემოდანით სიდედრ-სიმამრს მივადექით. ტყუილს ვერ ვიტყვი, მართლა ძალიან თბილად მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაოჯახების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ერთ თვეში მათი გულთბილი მიღება ნამდვილ ჯოჯოხეთან მექცა. ჯერ სიმამრმა საუბარი ამიკრძალა, მე რომ ტელევიზორს ვუყურებ, ნუ ლაპარაკობ, ყურადღება მეფანტებაო.
ჩუმად ვზივარ და მოთმინებით ველოდები როდის
ერთ საღამოს ქალბატონმა გამომიცხადა, რომ დედა დავუძახო. თავიდან მეგონა მაშაყირებდა, მაგრამ ჩემი ცოლის სერიოზულ სახეს რომ შევხედე, ეჭვი შემეპარა. მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ.
წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლის ცრემლებს დავნებდი და დედას ვეძახი. ჩემი სიმამრი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და სამ დღეში ერთხელ მორიგეა.
ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო, სხვა თუ არაფერი, ვილაპარაკებ მაინც, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ იმ ღამეს ჩემი მეუღლე დედამისთან წვება. ქალბატონ დედიკოს თურმე მარტო დაძინების ეშინია. არ ვიცი, ამ საგიჟეთს როდემდე გავუძლებ. ასეთი არც სიყვარული მინდა და არც ოჯახი.
მკითხველის ისტორია