29 აგვისტო, 2014
„სიდედრი დედის დაძახებას მაძალებს...“
ქალბატონ დედიკოს თურმე მარტო დაძინების ეშინია სამი თვეა დავოჯახდი და, ჩემდა სამწუხაროდ, სიდედრის სახლში მომიწია ცხოვრებამ. წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ და დედისერთა მეუღლემ სოფელში ერთი თვეც ვერ გაძლო.

მალე სამი ჩემოდანით სიდედრ-სიმამრს მივადექით. ტყუილს ვერ ვიტყვი, მართლა ძალიან თბილად მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაოჯახების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ერთ თვეში მათი გულთბილი მიღება ნამდვილ ჯოჯოხეთან მექცა. ჯერ სიმამრმა საუბარი ამიკრძალა, მე რომ ტელევიზორს ვუყურებ, ნუ ლაპარაკობ, ყურადღება მეფანტებაო.

ჩუმად ვზივარ და მოთმინებით ველოდები როდის
დაიწყება რეკლამები, რომ ხმა ამოვიღო. ეგ კი არა, გული რომ მიმდიოდეს, იმის თქმაც კი შემეშინდება. ამას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ სიდედრის მოთხოვნებზე კი რა გითხრათ.

ერთ საღამოს ქალბატონმა გამომიცხადა, რომ დედა დავუძახო. თავიდან მეგონა მაშაყირებდა, მაგრამ ჩემი ცოლის სერიოზულ სახეს რომ შევხედე, ეჭვი შემეპარა. მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ.

წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლის ცრემლებს დავნებდი და დედას ვეძახი. ჩემი სიმამრი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და სამ დღეში ერთხელ მორიგეა.

ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო, სხვა თუ არაფერი, ვილაპარაკებ მაინც, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ იმ ღამეს ჩემი მეუღლე დედამისთან წვება. ქალბატონ დედიკოს თურმე მარტო დაძინების ეშინია. არ ვიცი, ამ საგიჟეთს როდემდე გავუძლებ. ასეთი არც სიყვარული მინდა და არც ოჯახი.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ვაი-ვაი
პირველი ეს ადამიანი ყ--ა, მეორე უნდა მიმართOს პატრულს რო დაიცვან მისი უფლებები :) :)
00:01 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
dauZaxe Tu ase unda da gauxardeba,magram ravisi ise nazaledevad daZaxebuli rat unda?,me Shvli ar meZaxis dedas arc dauZaxia bavSobidan makas meZaxis ,vtxove deda damizaxeo,michveulia makaze da ver mezaxis, zalian vuyvarvar rac mtavaria da rac exerxeba is damizaxocs mTavari siyvarulia...
23:58 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
გმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტან ასეთ ჩმორ კაცებს როგორ აძლევ უფლებას ასე მოგექცნენ კაცს როდესაც საკუთარი თავი სათანადო სიმაღლეზე არ ჰყავს მეტიც ეკუთვნის!!! ადექი მუშაობა დაიწყე შენ და შენი ცოლი ცალკე გადადით თუ არ გამოგყვება ეგეთი ცოლი არც არაფერში გჭირდება რომელიც პატივს არ გცემს
18:35 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოთი
თუ არ გაგიგია ეხლა გეტყვი,რომ ცხოვრებას ისე უნდა შეხედო როგორც ცხვრის დუმას,რასაც მეტს ჩამოაჩამ ,ის შეგრჩება,ხოდა დაიკიდე,დაუძახე დედა,სიმამრი როცა გეტყვის ხმა არ ამოიღო,შეირგე ძმაო,თორემ წახვალ იმ შენს სოფელში და მერე ინანებ....
22:17 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
აბა რა გგონია ზესიძე ხარ :) წადი იმუშავე ოჯახს მიხედე და მერე ხმის ამოღEბას არავინ აგიკრძალავს...ა
15:04 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
საშინელი მოსასმენია კაცისგან ესეთი წუწუნი. ჩუმად ჯდომას გაინძრი სამსახური იშოვე მოკიდე შენს ცოლს და ცალკე გადადი საცხოვრებლად. თუ სახში ჩუმად ჯდომა გირჩევნია მაშინ ნუ ცუცუნებ და აიტანე. თუ ცოლის შენახვის თავი არ გქონდა არც უნდა მოგეყვანა რას იკაჩებოდი................
16:54 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
მართლაც რა უვარგისები ყიფილან!!!
00:05 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მერე რას უკურებ ადეკი და დაიკიდე
16:05 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS