29 აგვისტო, 2014
„სიდედრი დედის დაძახებას მაძალებს...“
ქალბატონ დედიკოს თურმე მარტო დაძინების ეშინია სამი თვეა დავოჯახდი და, ჩემდა სამწუხაროდ, სიდედრის სახლში მომიწია ცხოვრებამ. წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ და დედისერთა მეუღლემ სოფელში ერთი თვეც ვერ გაძლო.

მალე სამი ჩემოდანით სიდედრ-სიმამრს მივადექით. ტყუილს ვერ ვიტყვი, მართლა ძალიან თბილად მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაოჯახების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ერთ თვეში მათი გულთბილი მიღება ნამდვილ ჯოჯოხეთან მექცა. ჯერ სიმამრმა საუბარი ამიკრძალა, მე რომ ტელევიზორს ვუყურებ, ნუ ლაპარაკობ, ყურადღება მეფანტებაო.

ჩუმად ვზივარ და მოთმინებით ველოდები როდის
დაიწყება რეკლამები, რომ ხმა ამოვიღო. ეგ კი არა, გული რომ მიმდიოდეს, იმის თქმაც კი შემეშინდება. ამას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ სიდედრის მოთხოვნებზე კი რა გითხრათ.

ერთ საღამოს ქალბატონმა გამომიცხადა, რომ დედა დავუძახო. თავიდან მეგონა მაშაყირებდა, მაგრამ ჩემი ცოლის სერიოზულ სახეს რომ შევხედე, ეჭვი შემეპარა. მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ.

წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლის ცრემლებს დავნებდი და დედას ვეძახი. ჩემი სიმამრი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და სამ დღეში ერთხელ მორიგეა.

ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო, სხვა თუ არაფერი, ვილაპარაკებ მაინც, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ იმ ღამეს ჩემი მეუღლე დედამისთან წვება. ქალბატონ დედიკოს თურმე მარტო დაძინების ეშინია. არ ვიცი, ამ საგიჟეთს როდემდე გავუძლებ. ასეთი არც სიყვარული მინდა და არც ოჯახი.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
უცნობი
ამიტომაა რომ სიდედრ -სიმამრთან არ უნდა იცხოვრო ,გირჩევნია ცივი მჭადი ჭამო და შენთვის იყოოო,ყველა დასიძებული ან შემოკედლებული კაცის ბედი ასეთია,წადი მაქედან თუ უყვარხარ აუცილებლად გამოგყვაბა ცოლიც
15:29 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
რა.თავს იკლავ...ადამუანო.ადექი და წადი..და წაიყვანე შენი ცოლიც... თუ მსრთლა უყვარხარ..სოფელში კი არა უღრან ტყუში იცხოვრებს შენთან ერთად...უკაცრავად მაგრამ კაცი ხარ თუ ჩუჩელა
17:48 / 15-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯავახეთი!
რატო ყოველ ღამე დაწოლის წინ პანჩურს არ გირტყამენ !!! ღირსი ხარ! მამიკოს არ ეძახი 3 დღეში ერთხელ მორიგე როა იმას?
21:53 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რა აღარ წამიკითხავს აქ და პირველად მომინდა კომენტარის დაწერა . ზუსტად ვიცი მაგხ ალხთან ძალიან უბედური იქნები . შენი ცოლიც არანაკლები ყოფილა დედიკო და მამიკოზე , შვილი რო გეყოლებათ , მერე ხო სულ გადავლენ ყველა ზღვარს . წავა მანდ მერე წამოძახებები , გქონდეს შენი ბინა და გადახვალ , შენი შვილი აქ იზრდება და რა პრეტენზიები გაქვს და ა.შ . მოკლედ , სანამ ახალგაზრდა ხარ და სანამ დრო გაქვს , დაიკიდე ყველას აზრი , მეზობლების , მეგობრების , ცოლის და დაშორდი , თორე ბედნიერი ვერასოდეს იქნები და მერე ინანებ , თუმცა გვიან იქნება .
20:18 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ტინა
არ გაგიგონია დასიდზებულ კაცს გატყაული მელა რომ ჯობია?
20:00 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბასკიტა
გიქეცი უკანოუხედავად, ღმერთი უკეთესს გაგაცნობს
19:57 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სულ ქალები წერენ ასეთ ისტორიებს კაცი პირველად ვნახე ამ დღეში გაჩმორებენე შვილო დაახურე ყველაფერი და თავს უშველე:D :D
13:14 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოოოოოოო
იქნებ სიდედრ-სიმამრი და კიდოოოოოოოო მეუღლე ფსიქოლგს აჩვენო. რამენაირად მოახერხე ან სახლში მოუყვანე აშკარად სამივეს სჭირდება. ეს ისე სანამ შენ არ დაგჭირვებია ფსიქოლოგის კონსულტაცია
12:09 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
ხოო და თუ უკვე გადაწყვიტე თავს უშველე :) ისე რა დეგენერატები ყოფილან!!!ეხლა კიდევ უფრო ავიწიე მარკები, ნუ რა სიდედრი ვარ, სუპერ!!! :) რა თქმა უნდა სიძეც სუპერი მყავს!
00:57 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დედამისთან შეიპარე და გაჟიმე მეორედ აღარ დაწვება!
00:02 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS