ერთ დღეს სახლში სტუმრად დავპატიჟე, რომ ოჯახის წევრები გამეცნო. იმ დღის გახსენება ახლაც არ შემიძლია. სუფრასთან ვისხედით კარზე ზარმა რომ დარეკა. სტუმარი ჩემი ბიძაშვილი სანდრო აღმოჩნდა. გვითხრა, აქვე
თეონას დაჟინებით აკვირდებოდა, რამდენიმეჯერ ჩემი შეყვარებული უხერხულად შეიშმუშნა. თავიდან ვიფიქრე, ერთმანეთს ხომ არ იცნობენ-მეთქი, სანდრო გვერდზე გავიყვანე და ვკითხე, რატომ აკვირდებოდა თეონას. მითხრა, არაფერი, მგონი, ვიღაცაში მეშლება და ხვალ გავარკვევ ყველაფერსო.
ის ხვალე საბედისწერო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მეორე დღეს ბიძაშვილმა მითხრა, რომ თეონა თბილისის ერთ-ერთ ბარში სტრიპტიზიორად მუშაობდა. თავიდან არ დავიჯერე, ვუმტკიცებდი, რომ ცდებოდა, მაგრამ სანდროს გადარწმუნება ადვილი არ აღმოჩნდა.
ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე თეონასთან გამერკვია. თავიდან დაიბნა, ბოლოს კი მითხრა, რომ სამი წელია რაც სტრიპტიზიორად მუშაობს. ეს მისი სამსახურია, როგორც ვიღაცისთვის ბანკში მუშაობა ან გაზეთების გაყიდვა და თან დააყოლა, რომ სამსახურისთვის თავის დანებებას არ აპირებდა.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა. მისი დანახვა აღარ მინდა, არადა, ისევ ძველებურად მიყვარს. რამდენიმეჯერ გადავწყვიტე იმ ბარში მივსულიყავი, სადაც თეონა ცეკვავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, კაცისთვის როგორი საყურებელია, საყვარელი ქალი როგორ ცეკვავს თითქმის შიშველი.
მკითხველის ისტორია