29 აგვისტო, 2014
ჩემი შეყვარებული სტრიპტიზიორი აღმოჩნდა
თეონას დაჟინებით აკვირდებოდა, რამდენიმეჯერ ჩემი შეყვარებული უხერხულად შეიშმუშნა თეონა ორი წლის წინ კურსელის დაბადების დღეზე გავიცანი. 20 წლის გოგონას მოხიბვლა საკმაოდ გამიჭირდა და ლამის მთელი სამეგობროს ჩარევა დამჭირდა, რომ პირველ პაემანზე დამეთანხმებინა. შეხვედრის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვიყვარდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თეონა რაღაცას მიმალავდა.

ერთ დღეს სახლში სტუმრად დავპატიჟე, რომ ოჯახის წევრები გამეცნო. იმ დღის გახსენება ახლაც არ შემიძლია. სუფრასთან ვისხედით კარზე ზარმა რომ დარეკა. სტუმარი ჩემი ბიძაშვილი სანდრო აღმოჩნდა. გვითხრა, აქვე
ვიყავი და თქვენი ნახვა მინდოდაო. სუფრასთან მივიპატიჟეთ, ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად სანდრო დაიძაბა.

თეონას დაჟინებით აკვირდებოდა, რამდენიმეჯერ ჩემი შეყვარებული უხერხულად შეიშმუშნა. თავიდან ვიფიქრე, ერთმანეთს ხომ არ იცნობენ-მეთქი, სანდრო გვერდზე გავიყვანე და ვკითხე, რატომ აკვირდებოდა თეონას. მითხრა, არაფერი, მგონი, ვიღაცაში მეშლება და ხვალ გავარკვევ ყველაფერსო.

ის ხვალე საბედისწერო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მეორე დღეს ბიძაშვილმა მითხრა, რომ თეონა თბილისის ერთ-ერთ ბარში სტრიპტიზიორად მუშაობდა. თავიდან არ დავიჯერე, ვუმტკიცებდი, რომ ცდებოდა, მაგრამ სანდროს გადარწმუნება ადვილი არ აღმოჩნდა.

ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე თეონასთან გამერკვია. თავიდან დაიბნა, ბოლოს კი მითხრა, რომ სამი წელია რაც სტრიპტიზიორად მუშაობს. ეს მისი სამსახურია, როგორც ვიღაცისთვის ბანკში მუშაობა ან გაზეთების გაყიდვა და თან დააყოლა, რომ სამსახურისთვის თავის დანებებას არ აპირებდა.

მას შემდეგ სამი თვე გავიდა. მისი დანახვა აღარ მინდა, არადა, ისევ ძველებურად მიყვარს. რამდენიმეჯერ გადავწყვიტე იმ ბარში მივსულიყავი, სადაც თეონა ცეკვავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, კაცისთვის როგორი საყურებელია, საყვარელი ქალი როგორ ცეკვავს თითქმის შიშველი.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მალხო
ყველა გარედან მსჯელობს. ჩააყენეთ თავი ბიჭის ოჯახის ადგილზე. თუ ტთვლით, რომ თქვენმა შვილმა ან ძმამ სტრიპტიზიორი უნდა მოიყვანოს მაშინ გასაგებია,თქვე თავისუფალი ოსმოპოლიტური აზრონების პიროვნება ხართ, თუ არა მაშინ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი, ისე თუ გიყვარს სტრიპტიზიორობა გარყვნილეეება არაა...
08:18 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ფინიკის პალმა
სტრიპტიზიორობა არ ნიშნავს ბოზობას, შეიძლება, იმ გოგოს ძალიან უყვარს ბიჭი, მის გარდა არავინ ჰყავს და ურთიერთობებშიც უღალატოა. ბევრი პროფესია არსებობს, სადაც ქალი გახდილი გამოდის სხვების დასანახად. ცირკის მსახიობები, სპორტსმენი ქალები, ბალერინები-ბოზებია? რა სისულელეა. სექსუალურ გრძნობებს კი ზოგიერთი ჩაცმულიც აღუძრავს მამაკაცებს, მაგას როგორ და ვინ გააკონტროლებს? ასე რომ ასეთი პროფესიის გამო ადამიანის მოცილება არ ღირს. დამალვას რაც შეეხება, არ უნდა დაემალა, მაგრამ იცოდა, რა შოკსაც გამოიწვევდა და ამიტომ გააკეტა ეს.
11:01 / 01-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
გეთანხმებით,ნანასაც და იმათაც,ვინც თვლით,რომ გოგონას ეს არ უნდა დაემალა,მაგრამ შეიძლება სწორედ იმიტომ დამალა,წინასწარ იცოდა ბიჭი რასაც მოიმოქმედებდა,როცა გაიგებდა?ამით შეიძლება გამოსცადა კიდეც,რამდენად უყვარდა! თუ ასეა,მაშინ ნამდვილად მიხვდებოდა,რომ ამ ბიჭისთვის საზოგადოების აზრი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე მისი სიყვარულის დაცვა,თუნდაც სასიყვარულო ობიექტი სტრიპტიზმოცეკვავე იყოს.იმედია, ეყოფა თავმოყვარეობა და ამ ბიჭს ახლოსაც აღარ გაიკარებს.
19:15 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ნაანს, ადამიან იისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის და არა ისეთი როგორიც შენ გინდა რო იყოს, მაგრამ იმ გოგოს საქციელი ნამდვილად არასწორია , არ უნდა დაემალა და ტყუილი არ უნდა ეთქვა ..
15:24 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
აბსოლიტურად ვეთანხმები ქალბატონ ნანას, ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის და არა ისეთი როგორიც შენ გინდა იყოს ,მაგრამ იმ გოგოს მიერ ამ ფაქტის დამალვა ნამდვილად არა სწორი საქციელი ...
15:21 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თინა
რა გინდათ ქალბატონ ნანასთან? ის მის აზრს ამბობს,არ მოგწონთ?თქვენ როგორც გინდათ ისე იმოქმედეთ,სასირცხვილოს და გასაკიცხს,ვერაფერს ვხედავ ამ ქალბატონის აზროვნებაში,სულ პირიქით!
11:47 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანას
ქალბატონი ნანა რაებს ამბობთ ვხდებით საინტერესოა თქვენ თქვენს შვილს თუ მოაყვანინებდით მასეთს ცოლად რო ნანობდეს და არ მოსწონდეს თავის საქმე ეტყოდა დავანებებ თავს ან საერთოდ თავიდანვე არ დამალავდა.ეხლს ისიც არ თქვა ის ქალი რა ქალია ხინკალი ხაჭაპური და სტრიპტიზი არ შესთავაზოს ოჯახში შემოსულ სტუმარსო....სირცხვილის სირცხვილი
02:09 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ტეო
გენაცვალე ნანა კომენტარჰი ეგ კაცია მან სიყვარული რომ იცოდეს რა არი ასე არ მოიქცეოდა სიყვარული დიდი ცალა ტუ ის იპოვე არასოდეს უნდა გაუჰვა ამას გაიგებს ის
00:32 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გიპასუხებ,ძალიან მორმალური, წესიერი ადამიანი ვარ,კარგი განათლებით და წრით, შვილიც მყავს,რომელმაც ვინც არ უნდა შეიყვაროს და მოიყვანოს,წინააღმდეგობას არ გავუწევ,საყვედურსაც არ ვეტყვი.მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს,ვინ სჭირდება გვერდით,თუ ეს სტიპტიზმოცეკვავე იქნება და მისთვის სასურველია ეს არჩევანი,მე ვინ ვარ,ხელი რომ შევუშალო,რა ამხელა კაცს არ აქვს იმის უფლება გადაწყვეტილება თავად მიიღოს? თქვენ ნუ დართავთ ბატონო ნებას, ამ წერილის ავტორივით და მე როგორ მოვიქცევი,ეს ჩემი საქმეა მხოლოდ!
00:03 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანას
ძმა ან შვილი გყავს?რომელიმემ სტრიპტის მოცეკვავე რო მოიყვანოს ცოლად კიდე მაგ აზრზე იქნები?ნურცერთი დედა და და ნუ დაიწყებს იმის მტკიცებას მთავარია ერთმანეთი უყვარდეთო და თანახმა ვარო.ადამიანი რომელიც თავის სხეულით ფულს შოულობს /რომელიც იოლი და ბინძური ფულია/გამართლება არ აქვს.
23:21 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS