23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
დადუ
ქალი ვარ და დედა..ქმარი არა მყავს,,გაცილებული ვარ,,შვიდი წლის გოგოს დედა ვარ..ექვსი წელია კმარმა დედის სახლი გამიყიდა და ქირით ვცხოვრობ,,ოღონდაც ძალიან გთხოვთ უხამსი კომ თავი შეიკავეთ საკუთარი დარდი მყოფნის,,არც თავს ვდებ იმაზე რომ ცხოვრებას ძAძით მოსილი გავატარებ,მაგრამ ხშირად მე და დედას Mშიერსაც დაგვიძინია,,საკმაოდ ეფექტური გოგო ვარ და ამის ფონზე უხერხულადაც მიგვძვნია თავი მაგრამ ჩემი შვილი არასოდეს არ მიმიტოვებია არც ერთი წამი მის გარეშე არ გამიტარებია,,,პირიქით ყველა გასაჭირი ჩემი ერთი შვილმა გადამატანინა,,არ ცავიქეცი და თავი არ გავიფუჩე რადგან დედა ვიყავი,,და მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ,,ხომ შეილებოდა ორი ან სამი შვილით დავრჩენილიყავი ისე როგორც მაშინ მიმატოვა ქმარმა,,,,იციტ რა მგონია ქალს ქალობას შვილები აძლევენ,,მათი სხეული რომ ჩაკრული გვაქ გულში,,ამ კაცის ადგილას რომ ვიყო გამორიცხულიაერთი ცამითაც არ დავუშვებდი იმ ქალის ოჯახში შემოშვებას ვინც ოდესღაც შიველები გარყვნილებას Aრჩია,,და მეტიც ეგეთ ქალს დედობასაც ჩამოვართმევდი,,ქალმა შეილება შეცდომის მსხვერპლი გაიხადო თAვი თუმცა როცა ქმარი და შვილები გყავს უკაცრავად და ერთი ადგილის ტინგიცს თავი უნდა დაანებოს
17:23 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ნუ განსჯით და ნუ განიკითხავთ ნურავის ხალხო !!! შეცდომას ბევრი უშვებს ცხოვრებაში, შეიძლება შეცდომამ ისეთი სინანული მოგგვაროს მეორედ არ გაიხედო მისკენ და მეტიც მთლიანად შეცვალო ცხოვრება. მე ვიცი ოჯახი რომელიც ქალის ღალატის მიზეზით დაინგრა, 1 შვილი ყავდათ. 6 წელი იყვნენ ცალკე, ბავშვი ძალიან განიცდიდა. ახლა შერიგდნენ და 4 შვილი ყავთ უკვე, ორივე ძალიან მორწმუნე გახდა. როგორც გული გიკარნახებთ ისე მოიქეცით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება...
17:02 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელი
ვფიქრობ, აზრი არა აქვს შერიგებას, რადგან უსიამოვნო წარსული ყოველთვის იდგება თქვენ შორის და არა მგონია, ასეთი ურთიერთობისთვის ღირდეს თავმოყვარეობაზე უარის თქმა. ასეც რომ არ იყოს, შეუძლებელია ენდო ქალს, რომელიც ორ შვილს მიატოვებს. ასეთი ტკივილისთვის შვილებს არ იმეტებენ...
16:58 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მიტევება ძლიერების თვისებაა თუმცა, რომ არ წასულიყო ეხლა ოჯახი გექნებოდა?არა მგონია,დედა შვილებს,რომ მიატოვებს...
16:50 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მამიკო
სხვა სხვის ომში ბრძენია..რა უნდა გირჩიოს აქ ვინმემ ...დედაშენს სწორედ უთქვამს...პატიება შეილება აპატიო შენ მაგრამ გარანტია იმისა რო არ განმეორდება და შენ და სენი შვილები კიდევ უფრო დიდ დარტყმას არ მიიღებთ არის???კარგად დაფიქრდი და აქ კი არა რჩევა საკუთარ თავს ჰკითხე...ან კარგი ვარიანტია ეკლესია და მოძღვარიიი....
01:20 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თAმი
Qალი რომელიც შვილEბს მიატოვებს ის ოჯახის გირსი აგარაა
00:30 / 28-09-2014
გამოხმაურება / 0 /
tamuna
Dzalian kargi adamiani har,imitom rom namdvili sikvaruli gcodnia!Tu giyvars apatieb,magram piroba uthari,rom meoret ar gabedos aseti ram...shvilebs mainc dedac undat...bednierebas gisurveb da kargad yopnas ojahtan ertad!
16:55 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კაცი კიარა პროპკა იკნები.თუ მაგ ქალს ისევ სახში დაიბრუნებ.კველა კ...თ ჩაქტვლის და დაგიდახებს სამწუხაროთ!!!
15:57 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
lolita
qali romelic shvilebs gaciravs mas agar unda endo is saertod araris girsi deda erqvas,sherigabaze xo laparakic zedmetia me rom kaci viyo maset qals shvilebis naxvis siamovnebasac ar mivanichebdi ,shvilebs deda enatrebat? largi ra zogs ukvdeba magram izrdebian saqme isaa rom am tips uyvars da siamayec agar gaachnia .mec damengra ojaxi clebis cinmagram yvelapei davtove qurtukic ki ar chamicvams ise gamoviqeci magram chemi 11 clis shvili xelshi ayvanili momyavda
13:17 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
შენ კარგად ხომ ხარ? შენ რომ მიგატოვა გასაგებია , მაგრამ დედა რომ შვილებს დატოვებს, მათ ნერვიულობას, ცრემლით სავსე თვალებს დაიკიდებს და კაცს გაეკიდება კითხვას სვავ რა გააკეთო?
12:46 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS