23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
ქეტი
რა სულელები ხარტ ყველანი... გამომიჩდნენ ჭკუის მასწავლებლები.ნეტა რა გინახავთ რომ ასეთი ბრძენები ხართ ყველა... თვითონ გადაწყვიტე ბიჭო,რას უყურებ სხვის აზრს სჰენი ოჯახია და შენი საქმეა რას იზამ!!!!!!!!
21:25 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
არ აგაგიჯდე და არ სჰეურიგდე იმ ბოზსს
21:16 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ფაქტი ის არის, რომ ცოლს არ უყვარს..... დანარჩენი თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
21:10 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
არ არის სჰერიგების გირსი აქ ტავმოყვარეობა კიარა სჰვილებია სჰუასჰი და ეგ ტკივილი მტელი ცხოვრება გექნება და სადაც ერტხელ გაბედა ეგ უკვე მისტვის არაფერია ნახოს ბავსჰვები სახლის გარეტ სკოლასჰი ან სადმე მაგრამ არ უნდა სჰეურიგდე უნამუსოს უნამუსოდ უნდა მოექცე ტორე ერტხელ ტუ აპატიე ცჰატვლის რო მტელი ცხოვრება აპატიებ,ნაცერზე ბოდისჰიტ იტალიიდან გცერტ და კლავიატურა ესე ცერს მაპატიეტ
19:19 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
კი მაგრამ ბავშვს ენატრება და დედას არა? ჰოო... ისე,თუკი პატიება შეუძლია და ასეთი ქალი უყვარს ,უნდა შეურიგდეს ბავშვების გულისთვის,შეიძლება ძალიანაც კარგი ოჯახი ქონდეთ,მაგრამ შეიძლება ისევ ვიღაც მოეწონოს და გაყვეს მისი ცოლი,მაგრამ ეგ, როგორც "ზაპასნოი" ვარიანტი ყოველთვის ეყოლება და ამიტომ რამდენჯერაც გაიქცევა მისი ცოლი და დაბრუნდება, ისევ უნდა შეურიგდეს, პატიება ყველაზე მაგარი თვისებაა ადამიანში და ასეთი ადამიანები ძალზე ცოტა არიან,რას იზამ ყველას თვისი ჯვარი აქვს სატარებელი........ბოლოსდაბოლოს ბავშვებიც წამოიზრდებიან და ქ-ნი ეკაც გადაიღლება ამდენი იქით-აქეთ სირბილით. ასაკიც მოუწეევს და სიბერეში ტკბილად იცხოვრებენ
18:47 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
იცით ვერ გაიგებ შეიძლება ამ ბიჭშიც არის რამე პრობლემა.ჯობია მოძღვარს კითხოს როგორ მოიქცეს.აქედან დასკვნის გაკეთება ძნელია პიროვნულად არცერთი ჩანხართ.ლამაზი ლაპარაკი ბევრს შეუძლია.თქვენ უკეთესად გადაცყვიტავთრა ჯობია.შეიძლება რომ არ შეურიგდე მთელი ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩე ან პირიქით.შენს გულს და გონებას მიენდე
18:45 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მურთაზი
დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო. დაუჯერე დედაშენს, შენ მაქ ქალს არ უყვარხარ. ეხლა სხვა გზა უკეთესი ვარიანტი აქ აქვს და მაგიტომ "ნანობს". თე ეხლა შეირიგებ მეორე შანსაც არ გამაზავს. ნუ იქცევი ქალაჩუნსასავით, შვილებს არ დაუშალო დედის ნახვა და თვითონ გადაწყვიტონ. შენ კიდე მონახე სხვა ცოლი, და გააგრძელე ცხოვრება. ცუდია რაც მოხდა მაგრამ სხვა გზა არაა მანდ, დათმობ და ინანდებ. + ეხლა შეიძლება გრძნობები მოგეძალამ მაგრამ დრო გავა და ის სიბრაზე რაც ღალატმა მოგაყენა არ მოგასვენებს და ისევ გაეყრებით. გადააბიჯე მაგ პრობლემას და გააგრძელე ცხოვრება, გირჩევ მე
17:54 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
პატარები იყავით როცა დაოჯახდით. შეეშალა, თან ძალიან. შერიგდით და ყველას დაანახეთ, რომ მიუხედავათ დიდი დაბრკოლებებისა, შვილების სიყვარულმა და პატიებამ ყველაპერს სძლია.
17:40 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
თუ გინდა რომ ოჯახი ისევ გაამყარო,ადექი და შენც მოიყვანე ცოლი.. ყოფილი ცოლი კიდე არ გაიკარო სიახლოვეზე.. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები ბედნიერი..
17:36 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
პასუხი
კაცი არ ყოფილხარ! წარმოიდგინე შერიგდი, მოხვდი სუფრაზე, უბანში ბირჟაზე, სამსახურში, მეზობლებში, ყველა მასხარად აგიგდებს, თავში წამოგარტყავენ, ოდნავ ხმამაღლა სიტყვა რომ ვინმეს უთხრა ჩაგქოლავენ.! მაგას რა კითხვა უნდა, რომ ნაბოზარი ქალის ქმრობა- არაკაცობაა. მეცოდება დედაშენი.
17:31 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS