23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
სტაბილური ქსენია
ბავშვებს არ დაუშალო დედასთან ურთოერთობა და შენ პირადად როგორ უნდა შეურიგდე ვერ წარმომიდგენია.შეგარცხვინა და თავი მოგჭრა საქვეყნოდ!უშეცდომო ვინაა მაგრამ გათხოვება?მესმის ჯანდაბას შეიძლება ქმარი აღარ უყვარდა და რაღაც კუთხით გამართლდეს მაგრამ ქალი რომ შVილებს მიატოვებს ვიღაც კაცის გამო ის არც შVილის ღირსია და არც ოჯახის.შვილები წამოიზრდებიან აზრზე მოვლენ და ამოადენენ ყველაფერს ცხვირში.თავი დაიფასე!
22:12 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაქრო
ყოფილ ქმარს კაცად, რომ თვლიდეს სხვას არ გაყვებოდა და მითუმეტეს შერიგებაზე საუბარს ვერ გაუბედავდა. რომ იცის კაცი არ არის, შეურიგდება და იბოზავებს როგორც უნდა. ახლა უნდა გამოიჩინო ვაჟკაცობა და მიუჩინო თავცისი ადგილი მაგ კახპას.
21:15 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შეურიგდი ბავშვები ცოდოები არიან,მაგრამ ჯერ გაარკვიე ნამდვილად ნანობს თუ არა,თუ გულწრფელად მოინანიებს იმ დიდი ცოდვას რაც ჩაიდინა დააბრუნე შვილებთან მითუმეტეს გიყვართ.....დიდი სიყვარული შეგძლებიათ რადგან გიღალატა და მაინც გიყვართ,და კიდე ერთი დედამისსს რომელმაც თქვა შესაფერის უნდა გაყოლოდა არ ანახო შვილიშვილები
21:03 / 02-06-2016
გამოხმაურება / 0 /
qeti
Eg umsgavso saqcieli sapatiebeli ara shvilebs mieci ufleba dedastan urtiertobis shen ki samudamod washale sheni cxovrebidan gamochndeba iseti adamiani vinc namdvilad dagafasebs warmatebebi
16:36 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
როგორც ეტყობა მაგას არც თავიდან გაფასებდა დიდად, აბა რომ თხოვდები და გეფოფინებიან კი უნდა დააფასო, თავიდანვე გამედიდურებულა და დაგჯდომია თავზე, სადაც ერთხელ გააკეთა ეგრე ეგ ყოველთვის იკადრებს მაგას... ბავსვები ნახავენ დედას მიეცი უფლება რომ კარგი ურთიერთობა ქონდეთ... მაგრამ ეგ გოგო კიდე არ შემოუშვა სახლში არავითარ შემთხვევასჰი თრე ისე დაგაჯდება თავზე ვეღარასოდეს ჩამოიყვან ძირს... მაგას ექნებოდა ეგ ნიშნები და მიცა თავს გასაქანი, ეხლა კიდე გატუტუცებული და განებივრებული და მისთვის შესაფფერისი მოუძებნოს დედამისმა.... აი ასეთ ერთგულ კაცს რომ ვერ დააფასებ, ფუფ რა უთხარი მასეთ ქალს.. შენ წარმატებები ცხოვრება გრძელდება და ამით არაა ყველაფრის დასასრული....
12:16 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მაპატიეთ მაგრამ მე არ ვაპატიებდი არავითარ შემთხვევაში!!!
02:38 / 12-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ასი პროცენტიტ ვეტანხმები ალიკას და რობერტის.ბავსჰვებს ნუ დაუსჰლი დედასტან ურტიერტობას და სჰენ სატოფეზე არ გაიკარო.
23:15 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლუსი
თუ მართლა ნანობს შეურიგდი, ისე დაიტანჯება ყველა.მესმის ხალხისთვის ძნელი გასაგებია მაგრამ ყველა ყველაფერს შეეგუება ნუ გაშინია,მთავარია ოჯახი აღადგინო და ყველა წყენა დავიწყებას მისცე და აღარასოდეს გაიხსენო.ოღონდ მისი გულწრფელი მონანიება უნდა დაინახო ჯერ,არ იჩქარო დაგაფასოს ამისათვის დრო მიეცი ბევრი უნდა იფიქროს, უცებ არ შეურიგდე იფიქრებს ღირსი ვარო და მაგით გააფუჭებ.აბაწარმატებები.
23:03 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
თუ გიყვარს მაშიბ უნდა შეეგუო ყველაფერს მეც ვაპატიე შვილის გულისთვის ქმარს მაგრამ დღეს ჩემი ეჭვები ჭკუიდან მშლის და ვერაფერს ვაკეთებ თავი შვილის გულისთვის გავწირე და 6წლის სხვასთან ურთიერთობა უკვე იგივესთან 2 ჯერ ვაპატიე... ვერაფერს ვიტყვი, დაჩვეულის გადაჩვევა ძნელია....?
22:24 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
irina
Apatie!
22:18 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS