23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
ზურა
ძაან საინტერესოა როგორ დამთავრდა ეს ამბავი, როგორც ჩანს 2014 წლის სტატიაა, რატომ ამოქექეთ ეს ამბავი თავიდან?
14:24 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
კნეინა
ნანობს არა კვერცხი, დარჩა ბერბიჭასგან მიტოვებული და მოუნდა ოჯახი გოგოს... ქმარზე არაა საუბარი ქალი რომ ადგება და შვილებს მიატოვებს ამის მერე რომელ პატიებაზეა საუბარი... ბოზი ბოზობას არ მოიშლის და იმ შვილებსაც შეარცხვენს ყოველთვის
14:00 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჩემი აზრი
ქალი რომ სხვას გეაკიდება და მიგატოვებს, მერე იგი როგორ უნდა გიყვარდეს ისევ
13:37 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დასხედით ორივენი თქვენს შვილებთან ერთად,ილაპარაკეთ ყველაფერზე გულახდილად და მიიღეთ გადაწყვეტილება შეთანხმებულად,ისე როგორც ოჯახი ჩათვლით საჭიროდ.დაანებეთ თავი სხვების რჩევებს და აზრებს.
13:28 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ, რომ ურჩევთ ბავშვებთან ნუ დაუშლი ურთიერთობას და არ შეურიგდეო, ამ ასაკში ბავშვს დედა მთელ ქვეყანას ურჩევია, მიუხედავად მისი შეცდომებისა. წაიყვანს ერთ-ორჯერ გაანებივრებს,უყიდის ყველაფერს, თან თუ შეძლებული ოჯახი აქვს, ბავშვსაც მეტი რა უნდა შეიძლება სულ აღარ გამოიხედონ მამისკენ.ათას მიზეზს მოუყვება თავის გასასამართლებლად და ისინიც დაიჯერებენ. მამა კი დარჩება შვილების გარეშე. აი ცოტა უფროსები რომ იყვნენ, თვითონ შეაფასებდნენ დედის ქცევას. ვიცი ასეთი შემთხვევა და იმიტომ ვწერ.
13:13 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჩემი აზრი თუ გამოგადგება რამეში ამის პატიება თითქმის შეუძლებელია. მან თქვენც გიღალატათ და ბავშვებსაც. რა ვიცი შვილო, აცადე კარგად ჩამოყალიბდეს. შენ თუ ეხლა აპატიე მთელი ცხოვრება მაინც ვერ მოისვენებ. რამდენ უკეთეს კაცს ნახავს იმდენი თუ მასე ირბინა რა ვიცი აბა. არც ისეთი პატარაა. შვილების ღალატი დედისგან ჩემთვის წარმოუდგენელია
13:09 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
...
როგორც კი უფრო მომგებიან ვარიანტს იპოვის ისევ გაგექცევა თუ იპოვა თუ ვერა და გექნებათ ბედნიერი ოჯახი.მეც ვინუჯდენში ვრჩებოდი ათი წელი ჩემ ქმართან და ბოლოს ცოტათი შევეჩვიე
12:46 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
შენ თუ მაგას შეუიგდი მართლა მაგარი ბოჩოლა ყოფილხარ. შვილებიც კი არ უნდა ანახო
12:20 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
თუ აპატიებ და შეურიგდები ისევ გიღალატებს და წავა შენგან იმიტომ რომ არ დასაჯე შენ კი სახელი და ვაჟკაცობა შეგელახება მოძებნე ისეთი ქალი ვისაც ეყვარები ის შენს შვილებსაც შეიყვარებს სანამ მოიმოქმედებ რამეს დაფიქრდი ღირს მოღალატესთან ერთად ცხოვრებაა რატო ენდობი?
12:07 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
ფუუ შენ კაცი გქვია ახლა?
11:47 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS