23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
ნესტანს და კატოს ვეტანხმები!
ნესტანს და კატოს ვეტანხმები! უკეტესია ბორდელიდან გამოიკვანო მედავი და კალად აკციო ვიდემ საკუთარ სიკვარულის ქალმა ოჯახი გიგციოს ბორდელად... ცოლს არ ყვარებიხარ ის ქალი შენ შვილებს დედობას ვერ გაუწევს გავა დრო და ისევ მიგატოვებს.ისე დატოვე ყველაფერი როგორც არის,გავა დრო და შენი შვილები იამაყებენ შენაირი მამით
15:12 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
არც მე ვაპატიებდი, მარა ამ კაცმა ტავის ტავის ტიტონ იცის, რას ელის ახლა ჩვეგნა? განა ვინმე ეტყვის ასეტი ცოლი და ქალი უნდა მიიღოს უკან?!მიტუმეტეს დედა! სვილები დაყარა და ასოს გაეკიდა! ამზუვნებული ეგ!
15:10 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლღ
ქალმა, რომელმაც ერთხელ მიგატოვა შვილებთან ერთად და უკან ერთხელაც არ მოიხედა თუნდაც შვილების გულისთვის, რომ ეკითხა თუ ამ მოქმედებით რამხელა ტრამვა მიაყენა მისთვის საყვარელ ადამიანებს, დაუფიქრებლად, წინდაუხედავად გაეკიდა საყვარელს, რომელიც ქმრის უჩუმრად ჰყავდა უკვე აღმოჩენილი, აქ სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია და ჯობია საკუთარი თავის თავმოყვარეობაზე იფიქროთ და თქვენი სისუსტე კვლავ განშორების მიზეზი არ გახდეს შემდგომში. ქალი რომ ერთხელ გაბედავს ასეთ ქმედებას და შვილებს და ქმარს მიატოვებს ის კიდევ გაბედავს შემდგომში,რადგან ეს არის თქვენი მეუღლის კრედო და ადამინები არ იცვლიან ასე იოლად საკუთარ მრწამსს. აჯობეთ სიყვარულს და მოძებნეთ ისეთი ქალი ვინც თქვენში ფულს კი არ დახარბდება,არამედ კარგად მოუსმენს ჯვრისწერის დროს აღთქმულ ფიცს.სამწუხაროდ ბოზი,მუდამ ბოზად რჩება და არ გირჩევთ რქიანი კაცის სახელი შეგრჩეთ მაგ ქალის მხრიდან.
15:09 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ქალს რომელიც ამას გააკეთეთებს არაფერი აქვს საპატიებელი, საკუთარი გირსება დაიცავი შვილო თორემ ეკა იდევ წავა და აღარავინ დაგაფასებს, დედას ენდე და დაუჯერე.
15:00 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა სიკვარულზეა აქ საუბარი,ასეტ ქააალს სიტკვასაც კი არ ვატქმევიინეეებ...ცოტა აზრზე მოოდიიიიგულავა და ეხლა გაახსენდა 7ვილებიი ქმარს რომ ტავი დავანებოოოტ...მატზე არ ფიქროობდა რომ ცავიდა სახლიიდააააან...........არამც და არამც ასეტი ქალი ოჯახსჰი არ გამოდგებააააააააააააა
14:37 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰოოო
კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას.მართალი ხარ ძმაო,სიყვარული და არა ვნება,რითაც შენი ყოფილი ცოლი იტანჯება.თაბა ამბობ ჩვენს ოჯახო იჯახი არ იყოო და მისი გათხოვება-გამოთხვების მერე აეწყობა ? არა ძალოა არ შეურიგდე.შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოს ჩემი რჩევა,მაპატიე მაგრამ არა ღირს.ის კაცი არ გამოდგა და იმიტომ მიატოვა შენ კი არ მოენატრე.შეურიგდე რისთვის? ისევ რომ მიგატოვოს?
14:11 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თეიკო
არ ღირს მაგ ქალთან შერიგება, შანსი რომ გაუჩნდეს ისევ მიგატოვებთ.
13:18 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
მართალია დედაშენი!!! კაცი ამ შეკითხვას არც დასვამდა! სიყვარული შენნაირი უთავმოყვარეოებისათვის არაა)ლაჩრებისთვის!). ეს შენთვის მიუღწეველი სიმაღლეა!
13:11 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
დედათქვენი მართალია, კაცობისგან შორს დგეხართ, თქვენი სუსტი ხასიათი რომ იცოდა იმიტომაც დაგასხათ ლაფი, მან ისიც იცის რომ აპატიებთ, მოღალატე კარგი დედა ვერასდროს იქნება
12:41 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანო
მე მაინც ვთვლი,რომ ერთი შანსი უნდა მისცეს...ადვილი არ იქნება,მაგრამ თუკი ამბობს,რომ ცოლი ისევ უყვარს და თუ დარწმუნებულია,რომ ეს შერიგება შემდგომ ახალი კინკლაობის საბაბი არ გახდება,მისცეს ცოლს ეს შანსი,დანარჩენს დრო აჩვენებს.რაც შეეხება სიყვარულს და თავმოყვარეობას,მე საერთოდ ვერ ვაკავშირებ ამ ორ,აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის სიტყვას ერთმანეთთან,რადგან ჩემი აზრით,სადაც თავმოყვარეობა სიყვარულზე მაღლა დგას,იქ სიყვარული არც არსებობს და დასაცავიც არაფერია! არცდედის აზრს ვეთანხმები,მე ასეთი სიტყვებით არასოდეს ვატკენ შვილს გულს,არ მიმაჩნია კაცობად სიყვარულზე უარის თქმა და იმიტომ...
12:29 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS