23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
ქეთი
რა პატიებაზეა საუბარი..მას შანსი რომ ქონდეს კვლავ გიგალატებს..დედა შვილებს რომ დატოვებს და სხვას გაეკიდება მასტან ყველა კონტაქტი უნდა შეწყვიტო და მე როგორც დედა გემრიელად დავიტრევდი თმებით..მე ვიცი რა არის მიტოვებული ბავშვი..2თვიდან ვზრდი შვილს ახლა უკვე 15 მყავს..აზრზე მოდი რა გთხოოოვ
14:43 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
არა ძმაო არ აპატიო ერთხელ გაგიბბბოზდა მეორეთიც იზავს მაგას არ შეცდე ჩემო ძმაო არაა
14:22 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მმმმმ
პატიება არ ნიშნავს არაკაცობას, მაგრამ ვფიქობ ეს ქალი ამას არ იმსახურებს და არც ნანობს თავის საქციელს, უფრო მეტიც მოკლე ხანში იგივეს გააკეთებს და ბავშვები უფრო დიდ ტრამვას მიიგებენ
13:42 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
კახელი
მისმინე ბიჯო:მოვიდეს და მიხედოს ბავსვებს, სენ წადი. დაეხმარე ეკონომიურად.ადროვე, მიხვდები(ტუ ბრმა არა ხარ-დაინახავ)მინიმუმ სამი წელი. გაიგე?
12:11 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ყოჩაღ დედას! მოკლე და კონკრეტული რჩევა-დარიგება მიუცია.
12:06 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკლას
ჩემი აზრით არ უნდა აპატიოს. ის ქალი ვიგინდარაა და მორჩა
09:37 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატამ კარგად ტქვა
/მე კაცობის განმარტებას მოგცემ, დასკვნა შენ თვითონ გააკეთე. კაცობაა შენი შვილების ბედნიერებას ყველაფერზე წინ რომ დააყენებ.კაცობაა როცა სხვას შეცდომას აპატიებ.კაცობაა როცა შენ შეცდომასაც მიხვდები და ეცდები გამოსწორებას. კაცობაა როცა შენ ისე იცხოვრებ როგორც შენ გინდა და არ იკითხავ თუ რას ფიქრობს ხალხი(ზოგჯერ ბრბოდ გადაქცეული)/ რასაც გული გეტყვის ისე გააკეტე, ზაან ცუდად მოიქცა ეგ ქალი მარა ტუ ზალინა გიყვარს და ვერ ივიწყებ აპატიე მე არ ვაპატიებდი და ბევრი მარა შენ ტავად უნდა იცოდე! ტუ უმისოდ იტანჯები აპატიე და ტუ კიდევ გაიმეორა ...არა მგონია! აპატიე და ნახე როგორ მოიქცევა...ისე დედას ყველაზე კარგს გირჩევს მარა მან უკვე გირჩია. სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ! არადა რამდენი უალამზეი და კეტილშობილი ქალია ტბილისში ქმარს და ბავშვს კი არა სიყვარულიც არ ღირსებია და ქალიშვილად ბერდება! ეჰჰ, ეგეტებს კი როგორ უმარტლებტ,მ ნაგლები არიან და მიტომ
00:32 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ჯერ კაცი რომ მიატოვებს ცოლს და ტავა როგორი გადასატანია ,მაგრამ ქალმა ეს გაბედა არ გაუმარტლდა და ეხლა მოვიდა?იქნებ გამარტლებოდა ესეიგი გადლებდა ხო?არვ ჰვილები ყვარებია და არც ქმარი თავის პრობლემას თვითონ მიხედოს.შვილებს მიხედე კაცურად დაგიფასდება.პირადად მე ყველანაირი მიტევება შემიდლია მარა ეხლანდელ ქარაფჰუტა გოგოების საქციელი მაგიჟებს,სადაა ქალობა-დედობაააააა
00:24 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ეგ დიდი სირია ხომ?
ამ სტატიის "გმირის" უკან ნამდვილი ამბავი დევს. დაიბრუნებს, შეურიგდება. ისე შვედურ ვარიანტზე რა აზრის იქნება?
23:08 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
თუკი პატიება შეგიძლია უნდა აპატო..თუკი გიყვარს ყველაფერი შეგიძლია დათმო ადამიანმა..მაგრამ თუ მას არ უყვარხარ იგივეს იზამს..ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა..ამიტომ უნდა ეცადო ბედნიერი იყო თუ გიყვარს თუ ეს შეგიძლია აპატიე..მის საქციელს გამნართლება არააქვს..მაგრამ ისაუბრეთ შეატყობ რამდენად გულწრფელია მისი სინანული..ბავშვები ცოდოები არიან..შეილება დრო გავიდეს და ინანო ხოლოდ იმიტომ რო სხვები რას იფიქრებენ , არაკაცად ჩაგთვლიან, ბავშვები და საკუთარი სიცოცხლე გულნატკენმა გალიოო რომ ეს მხოლოდ სიამაყის გამო არ გააკეთ..თუკი შეგიძლია აპატიე..სიყვარულის ანუ ღმეთის სახელით(სიყვარული ხომ თავად ღმეთია..თუ აპატიებ თავადაც გეპატიებაო ამბობს უფალი)..ჩემი აზრი ასეთია..ნურავის განვიკითხავთ ხალხო..რომელმა ვიცით რა გველოდება წინ ცხოვრების გზაზე..ვიყოთ მიმტევებლები თუკი უნდა აპატიოს ადამიანს რომელიც უყვარს რაა ამაში დასაგმობი..მას ეს შეუძლია... სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს..მთავარია ამ ქალმა საქმედ არ გაიხადოს ოჯახის მასხრად აგდება და გულისტკენა..ერთხელ ყველას გვეპატიება შეცდომა თუკი ამას ვნანობთ...........
22:37 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS