23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
მიდირაგაიარეს ვეტანხმები
ცოლად რატომ უნდა დაიბრუნო ვერ გავიგე,დაე, ბავსვებს უპატრონოს ტავად მან და არა სენ! სენ კი მიდი მატ მოსანახულებლად და მოსდრანი ხოლმე როცა მოგენატრება მასტან სიახლიბე მაგ ფორმიტ იყავი ახლოს, ეგეტ ქალებს ეგეტი დრნა ურცევნიატ ცოლობას დამიჯერე, ანუ დაიკმაყოფილე შენი მოტხოვნილრება რამეტი ეგ სიყვარულის და მიტ უემეტს ცოლობის ღირსი არ არის. დამიჯერე. სიყვარულს და გაქცევას აპტიებს მაგას კაცი მარა ბავშცვების ეგრე დაყრა არ უნდა აპატიო მაგ ბოზს! ესაა ცემი კომენტარი
19:37 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
კახელს ვეტანხმები
მოვიდეს და მიხედოს ბავსვებს, სენ წადი და ტავს მიხედე და ბავშვები კიი ნახე ხოლმე და ამასობაში ნახავ მაგის კარგ ქალობას და დედობას და ტუ დაიმსახურა შეურიგდე ტუ ამ დროს ტავსაც ვერ მოერიე ტუ არადა მასეტ ქალს ვერარ იპოვი ტუ რა? იმდენი ლამაზი ქალია დარჩენილი, სვილესბ კი ნახავ როცა გინდა, ნახოს ერტი მაგ სლექალამ როგორია ბავშვების მარტო აღზდა და მოვლა-პატრონობა და მუხლისჩოქებზე მოვა სენტან ეგ ამზუვნებული ზროხა რამდენი უალამზესია დარჩენილი ქამრს და სავილეს ვერ ეღირს ადა ეგეტი სლექალები კი აგერ ეხვეწება ეს
19:30 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
დათუნა
ბოზი ბოზობას ვერ მოიშლის,ძმობილო,და ვერც შვილებს გაზრდის კარგ ადამიანებად.აწი თუ აღარ წავა,მანქანაში რა ტყე ბურდშიც მოახერხებს მაგას.
18:33 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ამ ქალს თუ დაიბრუნებ მის სათამაშოდ იქცევი, ის შენ სიყვარულს არ იმსახურებს. ჯობს კაცურად მოიქცე შვილების მომავლისთვის. შვილების ნახვის უფლება მიეცი, თუ ბავშვებს სურთ.
18:06 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თან გგონია, რომ რაღაც საქციელი ღირსებას შეგილახავს და ჯიქურ საკუთარი გრძნობების წინააღმდეგი მიდიხარ. ამას ყოველივეს იმიტომ აკეთებ, რომ ვიღაცის თვალში ცუდი არ გამოჩნდე. ისე სხვისი ხოვრების განკითხვა და ასე ჯობიას თქმა მარტივია. მთავარია იცოდე შენ რა გინდა. რატომ ურიგდები შენს მეუღლეს და შენი შვილები რას ფიქრობენ. შვილები მშობელს, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს არასდროს არ დაკარგავენ თუ ამ შობელმა უშუალოდ უპატიებელი ტკივილი თუ არ მიაყენა. ამას შენი შვილები გადაწყვეტენ აპატიონ თუ არა დედას და არა შენ. ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ ადამიანი და უნდა იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით და არა სხვისი. ისე მდინარეში შეტოპვა და დახრჩობა უფრო მარტივია, ვიდრე უკან უვნებელი ამოსვლა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება არც არის სიმართლე, მაგრამ შენს ცოლს არც შენ უყვარხარ და არც საკუთარი შვილები. უბრალოდ ერთი ვნებას აყოლილი, ჰორმონ მოჭარბებული ქალია, რომელიც დროებით უკაცოდაა. ის ოჯახის დანგრევას კი არ განიცდის, არამედ უკაცოდ ყოფნას დარდობს. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ნდობაზეა აგებული და შენ როგორ ფიქრობ ყოველივე ამის შემდეგ შენ შენს მეუღლეს შეგიძლია ენდო? შეგიძლია მისი ყოველი დაგვიანებული წუთების, წამებისა და დღეებისათვის არ იფიქრო ისევ ხომ არ მიმატოვა? თუ ეს ყველაფერი გადალახე, მაშინ რაში გაინტერესებს სხვისი აზრი გაიქეცი, მუხლებში ჩაუვარდი და პატიება სთხოვე, რადგან რაც მოხდა შენი ბრალია თავის დროზე სათანადო ყურადღება ვერ დაუთმე ოჯახს და გაპატიოს. თუ უყვარხარ გაპატიებს... ასეთ დროს დამნაშავე ორივე მხარეა
18:02 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არ დაიბრუნო! როგორმე თავი მაღლა დააყენე მაგ გრძნობაზე და იფიქრე შენს მომავალზე და შვილებზე. მაგ ქალს შვილები მოუნდა და არა შენ. ცხოვრება წინ გაქვს და ნუ დააცინინებ ხალხს თავს.
17:23 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
უვნებელი
ღმერთმა დამიფაროს მსგავსისაგან, მაგრამ შემიძლია ვთქვა, მე როგორ მოვიქცეოდი შენს ადგილზე: გაიგე ბავშვების აზრი - თუ დედა უნდათ, დედასთან ყოფნა და დედის სითბო (თუ ის დედაკაცი ამ სითბოს ადრეც აძლებდა და კიდევ შეუძლია, რომ მისცეს) სჭირდებათ, ნუ დააბრკოლებ - მიეცი ბავშვებს და დედას უფლება და შესაძლებლობაა, ერთმანეთთან იყვნენ. ოღონდ - ბავშვებმა (თითოეულმა!!!) თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ეს. რაც შეგეხება შენ, დედაშენი მართალია - კაცად უნდოდა შენი გაზრდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლა მაინც იკაცე და კაცურად მოიქეცი: დაფიქრდი, გინდა თუ არა გვერდით ისეთი ქალი, რომელიც არც ცოლად ვარგოდა, არც დედად ივარგა და არც - საყვარლად ივარგა ისევ ცოლობის/დედობის პოზიციაში ცდილობს დაბრუნებას. მოგვიანებით, თუკი ეს პოზიცია ისევ აღარ მოეწონა, ისევ საყვარლის პოზიციაში დაბრუნებას გადაწყვეტს და ასე იხტუნავებს ჭრიჭინობელასავით. შენ კი ისევ იმტვრიე თითები და ისევ სასოწარკვეთილმა იკითხე - ხალხო, მირჩიეთ, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო. იფიქრე, იფიქრე. გონება ღმერთს მაგისთვის მოუცია შენთვის, მარტო იმისთვის კი არა, 20 წლის ასაკში ფეხებშუა ქარი რომ დაგიბერავს და აგიდგება მოიფიქრეო - არიქა, მიყვარს და ცოლად უნდა ვითხოვოო. იფიქრე, მე ჩემი გითხარი.
16:09 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მიდირაგაიარე
რისთვის უნდა შერიგება? პროსტო მიტოვებულია და იმიტომაც დარდობს. მალე დაავიწყდება, სხვას მოძებნის. კაცობა არ ნიშნავს ბოზობის პატიებას. თუ გინდა აპატიე, მაგრამ ცოლად რატო უნდა დაბრუნდეს. კი ბატონო ბავშვებთან ურთიერთობასაც ნუ დაუშლი. კი ბატონო ნუ გაბუტები. მაგრამ ცოლად რატო? წადი იცხოვრე შენი ცხოვრებით. ერთხელ გაჩნდი, რატო უნდა გადაყვე ვიღაც პროსტიტუტს.
15:41 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
კაცობააააააა იცით რა არის
შენ თვითონ რომ მიიღებ გადაწყვეტილებას!!! უბრალოდ გადაწყვიტავ რა გააკეთო. კაცობა ნამდვილად არაა შენი პრობლემის საქვეყნოდ გამოტანა, მაინტერესებს ერთი ამდენი კომენტარის წაკითხვის მერე რას იზამ გადათვლი ხმების რაოდენობას და ისე მოიქცევიიიიიიიიიი...სასაცილოა
15:07 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
რა უნდა აპატაიო ვნების გამო შვილების მიყრააა
რა გარანტია გაქვს რომ კიდევ არ მოგიყრის შვილებს. ისეეე დედაშენი მართალია ცამდე მართალი კაცად ვერ გაგზარდა
15:02 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS