23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
ხახახააა
შენ რომ მაგასს შეურიგდე კი აღარ გაიქცევა სხვა კაცტან ? იმ კაცსს სახლში მოიყვანსს და შენსს და შენსს შვილების ტვალჭი ისექსავებენ. შენ ბრინგა იქნები მაგ ნებაყოპლობიტ მარგოსს ჯაყოო ყოველ დღე ცხვირწინ გიხმარსს და შენსს შვილებსაც დაგიჩმორებენ . ასე რომ სიყვარული არა ტოროლა იმასსს ვინც არ იმსახურებსს კიდევ . შენ ახლა შენი ტავი შვილები და დედაშენი გიყვარდეს ის ჯობია და მაგ კახპასს არ გაეკაროო .შენაირი მეზობელი მყავსს შეურიგდა და მტელი უბანი ქმრისს ტვალწინ სექსაობსს მასტან .არ გეგონოს დზალასს ატანდნენ კაცები ტვიტონ ეს ქალი არ ჩერდება . არც შენი ცოლი გაჩერდება რომ აპატიო!!!ასეტია სულიტ გარყვნილი ქალის ბუნება .სულიტ ბოზი არ გაგაიგიატ???
20:18 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
ბავშვები უკვე შეეგუვნენ უდედობასს დედაცც იყოო რომმ ??? ინკუბატორი იყო და დარჩა. ბაგ ბავშვებისდ დედა დედაშენია გაუპრტხილდი მასს და შენსს ბავშვებსს ვიც შესს სიყვარულსს იმსახურებსს იმასს მოიყვა მომავალში . მგელსს რაც არ უნდა ეპერო მგელია ტყისკე გარბისს არასდროსს გიერტგულებსს ალბატ დედამისიც ასე იყოო და მასეტი გაიზარდა შენსს შვლებსს შენი შერიგებიტ დედამისისნაერებსს ნუ გახდი
20:03 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დი
ქმრის მიტოვება კიდევ ჯანდაბას, ბავშვების მიტოვება ეს უპატიებელი დანაშაულია, როგორ უნდა იცხოვროს ამ ქალმა, მის ადგილზე მონაზვნად აღვიკვეთებოდი და ცხოვრების ბოლომდე შევთხოვდი უფალს პატიებას.
18:41 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლლლლლ
რომც აპატიო, მომენტი რომ შეექმნება ისევ იგივეს გაიმეორებს
18:07 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვაი შენს პატრონს თუ შერიგებაზე ფიქრობ..
16:52 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
helee
ერთხელ მოვდივართ ამ ცოდვილ დედამიწაზე და არავის აქვს უფლება მოწონდეს ან არ მოწონდეს ვინ როგორ ცხოვრობს ,ყველაზე მეტად დედის პოზიციაა საწყენი ,იქნებ სწორედაც კაცობა ისაა რომ ასეთი ძლიერი სიყვარული შეძლებია მის შვილს,ვინც ვისთან იქნება ბედნიერი მასთან იყოს. ახლის ძიების სურვილი შეიძლება ყველას გაუჩნდეს,შეიძლება შეცდომაც ყველამ დავუშვათ .უბრალოდ ხშირად არ ვაფასაბთ მას რაც ან ვინც გაგვაჩნია ,მაგრამ სწორედ საკუთარი შეცდომის წაყალობით ვხედავთ სწორ გზას.ბევრი ასეთი ნამდვილი ამბავი ვიცი უკვე და მოხარული ვარ როდესაც ვიგებ რომ ყველას და ყველაფრის მიუხედავად ოჯახი ისევ ერთადაა ...
16:50 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯო
სხვა ნახე თუ ერთი ადგილი გაქვს
16:42 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
დედაშენს მართალი უთქვია,
15:11 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
XXL
სხვის საქმეში ყველა ბრძენია და ადვილია.ეგ ქალი ეგოისტია და მეტი არაფერი.კაცების ბრალია ,როცა ტავიდან თავს არ დაიფასებ და ქალს აგრძნობინებ რომ ის ყველზე პირველია შენტვის,თავში უვარდებათ ბევრ ქალს და გონიათ რომ შენ მისი შესაფერი არ ხარ და ის მეტს იმსახურებს.რომ გამოAGDO MEOღEM DA MAღთO დარჩა მერე აეწვა და რო არ გამოეგდო მაშინ ხო ჩატვლიდა ტავის საკციელს შწორად და ტავს გაიმარტლებდა აგარ უკვარს და რაქნას,იმიტო მოიქცა .მარტო დარჩენის შეესინდა და იმიტო ტხოვს პატიებას.აგარაა დარწმუნებული შემდეგიც რომ არ გამოგდებს და ეშინია მარტოობის.ქალი შჰეიზლება შეცდეს და ვინმესტან უგალატოს მარა Kცის გულისტვის ბავშვებს რო დაყრის და ხორზიელს აყვება არადამიანია ჩემტვის.უნდა დააბრუნო ეგ ქალი ბავშვებტან და შენ შენ ტავს მიხედე.Dრო გიჩვენებს Mარტლა ნანობს ტუ ბლეფია.ხომ უნდა მიხვდეს მაინც რა არის მარტოობისტვის Qმრის გაწირვა და დაინახოს ის ტკივილი რაც მოგაკენა.ეს ტკივილი ტუ არ დაინახა,ის თავს არ დაიდანაშაულებს და ეცდება თავი გაიმარტლოს კოველტვის. ესე.მატ
14:54 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნამეტანი ჩმორი რპმ იყავი, იმიტომ გაიჩინა სხვა და რომ ეზიზღებოდი, იმიტომ გაგეგცა. ალბათ იცის რომ შეურიგდები და ახლა მობრუნებას ითხოვს. შენ თვითონ თუ გჯერა, რომ გამოსწორდა და აღარ გაიმეორებს- დიდი სიფრთხილით. ვაი დედაშენს, მაგრამ მართალია- შენგან კაცი არ დადგება. რომელ სიყვარულზე მელაპარაკები. იმ კაცთან რომ დარჩენილიყო, როგორ გააგრძელებდი ცხოვრებას. თუ გვეკითხები- გაიაზრე ეს კომენტარები. თუ არა და თავში ქვა გიხლია
14:37 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS