23 აგვისტო, 2014
„გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას“...
მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული.
ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.
- თქვენც დედისერთა ხართ?
- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.
- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?
- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.
- რით აპირებდით თავის რჩენას?
- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.
- თქვენ?
- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.
- რატომ?
- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.
- მაინც რა მოხდა?
- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.
- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?
- არა, ბოლოსდაბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.
- თქვენი მეუღლის მშობლები რას ამბობდნენ?
- დედამისის ნათქვამი მოვიდა ჩემამდე. ეკას ადრევე უნდა ეფიქრა და თავის შესაფერისს წაჰყოლოდაო. ამან უფრო გამამწარა. მათი არაფერი აღარ მაინტერესებდა. სამსახურში ისევ დავბრუნდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მომავალი, როგორ ამეწყო, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე. ამას წინათ კი ისევ ამებნა თავგზა, როცა ეკას მეგობარი გოგონა მესტუმრა. მან მითხრა, რომ ეკა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ის კაცი არ გამოადგა. ჩემი მეუღლე ნანობდა თავის საქციელს, შეცდომად თვლიდა, ჩემთან და შვილებთან დაბრუნება უნდოდა.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- არაფერი, იმ წუთში არანაირი აზრი და პოზიცია არ გამაჩნდა. არც ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე. შეიძლება კი ასეთი რამის პატიება?
თაკოს ძალიან ენატრება დედა, ირაკლი ხმას არ იღებს, დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ მან მიპასუხა: ვცდილობდი კაცად გამეზარდე და არ გამოვიდა შენგან კაციო.
გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას. ეკა ისევ მიყვარს...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 200 /
გიორგი
იყო და არა იყო რა მოკლედ კარგი ზღაპარია ვინ იგონებს ეგეთ სისულელებს რა. აქ კიდე კომენტარებში ხოცავთ ერთმანეთს გვეშველება რამე!..
00:18 / 06-06-2016
გამოხმაურება / 0 /
nnnn
რა პატიება ხალხო ,რა პატიებაზეა ლაპარაკი.
16:30 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გიგი
პატიების თხოვნა და თავის მშეცოდება მსგავსი ავხორცი და გარეწარი ქალების ნაცადი ხრიკია...არ გამოადგა რა, მობ. ტელეფონია?....სიყვარული რომ ნდომებოდა, არ წავიდოდა...შენ უნდა გიხაროდეს რომ თვითონ მოგშორდა ეგ შენიღბული სატანა...შერიგების შემთხვევაში უარეს საშინელებას დაგმართებს...ამიტომ თვალები გაახილე და პრაგმატულად იაზროვნე...თუ არცერთი არ გამოადგა რატომ მესამეს არ ეძებს?...ამიტომ ასეთი ქალი არ არის ნორმალური ურთიერთობის ღირსი, ის შვილებსაც დაღუპავს...
00:30 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლუიზა
შენ ასეთი სუსტი ხასიათის რომ ყოფილხართ იმიტომ გაგიბედათ ეს და ჯობია არ შემოუშვა ოჯახში თუ არა კიდევ უარესს გიზამს. რატო ტყუვდებით მას თქვენი ბავშვების და ოჯახის სიყვარული რო ქონებოდა ასეთს არ იზამდა. თუ შეურიგდი თქვენი ფასი მეგობრების თვალში ნულის ტოლი იქნება.
23:51 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
აპატიებ ინანებ....არ აპატიებ ინანებ.რადგან მაინც უნდა ინანო ადექი და აპატიე და ეს მოცლილი გულშემატკივრები მესიჯების ავტორები ქორწილში დაპატიჟე.
23:45 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ეს ამბავი მოგონილია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მიესიეთ კაცს და დასცინით. ადამიანი გამწარებულია და თქვენ ფეხს იწმენდთ მასზე... არავინაა დაზღვეული ამ დღეში ჩავარდნისგან..
23:34 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჟუჟუნა
ქალი, რომელიც შვილებს მიატოვებს არანაირი პატიების ღირსი არ არის. სიყვარული ურთიერთპატივისცემაა. ქალი რომელიც თავის თავს შვილებზე წინ დააყენებს (მით უმეტეს პატარების) ის კიდევ გაიმეორებს როცა შანსი მიეცემა, დედას მოუსმინე
08:33 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
იზი
გურიაში შენნაირს ქერქეტა ქვია. პირველადაც მაგტომ წავიდა , ახლა იმიტომ Mოვა , დროებით, მაგრამ უპარტნიოროდ რომ არ იყოს. მოკლედ, გურიაშI კი ქვია Qერქეტა, მაგრამ კაცობაში უფრო მძაფრი სახელი ქვია (Gქვია)
03:53 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ანონიმა
ზოგადად რთულია სხვისი ცხოვრების განსჯა მაგრამ მიუხედავად სიყვარულისა ხშირ შემთხვევაში მოღალატეს მისცე მეორე შანსი ეს იგივეა მისცე ტყვიით გატენილი იარაღი.თუ პირველად აგაცილა მეორედ კარგად გაარტყამს მიზანში....
00:35 / 04-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი დეიდა
შეურიგდი შვილო და როდესაც პიკნიკზე წახვალთხოლმე თავდახრილმა იარე,რქები ბუჩქებში არ აგებლანდოს!
23:50 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS