22 აგვისტო, 2014
''ჩემი მეზობელი რიტა კაცების თვალწინ შიშველი დადის''...
ბიჭები უკვე წამოიზარდნენ და ახლა იმდენს ვერ ბედავს ჩემი ერთი მეზობლის ამბავი მინდა გიამბოთ. მაგარი უცნაური ქალია და მთელი უბანი მაგისი უცნაურობით ერთობა.

მოკლედ, ამ ჩვენს მეზობელ რიტას ერთი უცნაური ჩვეულება აქვს _ ვერაფრით ვერ იტანს ჩასაცმელს. მისი ნება რომ იყოს, სადმე ნუდისტურ პლაჟზე გაშლიდა კარავს და იქ იცხოვრებდა. გარეთ რომ გამოდის, გულამოღებული ბლუზები, მინიქვედაბოლოები ან ისეთი გამჭვირვალე კაბები აცვია, ლანდი გადის და პრაქტიკულად, შიშველია.

ერთხელ ვიღაცისთვის უთქვამს, ბავშვობიდან ასე ვარ, ვერ ვიტან, რაღაც რომ
მაცვია, ვიზღუდებიო. ზამთარი მისთვის ნამდვილი ტანჯვაა, აი ზაფხულში კი ფრთებს შლის, თანაც წარმოიდგინეთ, გარეთ რომ ასე დადის, შინ რას იზამს.

ქმარ-შვილი ჰყავს. ქმარი ცოტა წაილენჩებს და მგონი დიდად არც აღელვებს, მის ცოლს აცვია თუ არ აცვია, ეჭვი მაქვს, ვერც ხედავს, ისეთი გაშტერებული თვალებით დადის. სადღაც მუშაობს გვიანობამდე და შინ ისეთი დაქანცული ბრუნდება, მეზობლებს ვერ გვცნობს.

ბიჭები უკვე წამოიზარდნენ და ახლა იმდენს ვერ ბედავს, მაგრამ მანამდე მარტო ტრუსებით დადიოდა. ალბათ ამიტომაცაა, ერთ-ერთი შვილი ცოტა გადახრილი ჰყავს და მეზობლები ამბობენ, დედამისმა გადარია უბედური, ბავშვობიდან მიეჩვია შიშველი ქალის ყურებას და რეაქცია აღარ აქვს ქალზეო.

როცა შინ მარტოა, თურმე მთლიანად შიშველია. კარს კეტავს და ''გრიალს'' იწყებს. რამდენჯერმე ფარდები გადაწეული ''დარჩა'' და მეზობლის კაცებმა კარგად იხეირეს მის ფანჯრებში ყურებით. ლამაზი მაინც იყოს! ჩვეულებრივი ქალია, საშუალო სიმაღლის, საშუალო სისქის, საშუალო გარეგნობის, მოკლედ, ყველაფერი საშუალო აქვს, ამ უცნაური გატაცების გარდა. ჰოდა, ახლა გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ბიჭს ცოლი მოჰყავს.

მთელი სამეზობლო იმ საკითხით არის შეპყრობილი, რა შეიცვლება _ დედამთილს მოერიდება მისი და თვითონ ჩაიცვამს თუ პირიქით, დედამთილის სასიკეთოდ დამთავრდება ყველაფერი და რძალიც გახდილი ივლის? აი, მაშინ ნახეთ ჩვენი მეზობლის კაცების გადარევა.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
loti
ვეტანხმები ,,ვაი ტქვენს პატრონს კომენტარს.ჯიგარი ხარ.
22:49 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ნეტა რა თქვენი საქმეა ვინ რას გააკეთებს?... ყველამ თავის თავს მიხედეთ, მეტი საქმე არა გაქვთ???... ჭორიკნებოოო...
18:31 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიკო
მეს მზულს ცჰორიკანა მეზობლები
18:02 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რიტას,სავარაუდოდ,კლიმაქსი აქვს და იმიტომ დადის ეგრე...არ არის გამორიცხული,რომ რთულ ფორმებში აქვს და აქ არაფერი სასაცილო დაგასაკვირი არ არის!იქნებ შენ რა გემართება მაგის ასაკში? ზოგს ისეთი რთული კლიმაქსური პერიოდი აქვს,რომ თავის მოკვლამდეც კი მისულა აუტანელი ალების გამო!ასე,რომ ნუ ერთობი სხვისი ავადმყოფობით!!!
22:55 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
უნახავმა რა ნახაო :)))
17:23 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი თქვენს პატრონს
როგორ მძულს ჭორიკანა მეზობლები, შენ ვინ გეკითხება მაგის ოჯახში რომ იქექები, დარწმუნებული ვარ შენი ცხოვრება ვერ აგიწყვია და სხვისი ცხოვრებით ერთობი რას მიჩერებიხართ ტრაკში, ცხელა და როგორც უნდა ისე ივლის
13:25 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS