13 ივნისი, 2013
სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის
როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა სისულელე დამემართა, მოდას ავყევი და 14 წლის ასაკში გავთხოვდი. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. თემო რომ შემეძინა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ესპატარა არსება ჩემი შვილი იყო, და-ძმასავით გავიზარდეთ.

საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.

მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა, რომ მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო და თავისზე 17 წლით უფროსი ქალი შეუყვარდა.

საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.

ერთი კვირა შვილს არ ველაპარაკებოდი. არც შევრიგებულვართ, ისე წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ორი თვეა, უკვე ერთად ცხოვრობენ. რამდენჯერმე სტუმრად მოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ ზედ არ შეხედა არც ერთს. მომერიდა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი.

ყველაზე საშინელება ის არის, სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის. ცხოვრება აღარ მინდა. მე 35-ის ვარ, რძალი - 38-ის. იმედი მქონდა, რომ თემო გონს მოეგებოდა და
მალე დაშორდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინდამირეკა და მითხრა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
12345
ძალიან ძნელია ხალხნოო ეგეტი რამე დედისთვის დედა ნამდვილად არ უნდა გაამტყუნო თუ რძლად არ აგიარებს იმა დამიანს..ძაან მაგარი ნერვები ქონია ამ ქალს რომ დედას ეძახის ის ქალი და ესე ამას ეგუება..სჰვილის ეჰიძლება არ დაკარგო ადამიანმა მე ჩემს აზრს ვამმბობ მაგრამ რძლად ნამდვილად ვერ მივიგებდი იმ ქალს...ყველას თავისი აზრიაქ..მაგრამ ის რომ 21 საუკუნეა ეგა რაფერს ნიშნავს გავა წლები და ის ქალი უკვე ბებერი იქნება და დედასავლით ეყოლება გვერდით ამ ბიჭს და მერე მობეზრდება არ ინერვიულოდ ხდება ესეთი რამეები მაგრამ მოდიან გონს
22:04 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ვერ ვიტყვი, რომ იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე აღვფრთოვანდები, მაგრამ ყველას თავის ცხოვრება აქვს და მისმა შვილმაც ასე აირჩია. თუმცა დედისთვის ძნელად მისაღებიაა
21:45 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ ვეტანხმები იმ კომენტარებს რომელებშიც გამოხატულია უდიდესი უპლების მინიჭება შვილების მოკმედებებისადმი. კი მაგრამ ვინ იწვალა მატ აღზრდა განატლებაძე? ეხლა კი მშობელს აღარაპერი ეკიტხება?? ტუ მხოლოდ მაშინ როცა გასაჭირში ჩავრდება ტავისი მცდარი კმედებების გამო??? მშობელს გამოცდილება აკვს და ამისტვის კარგი შვილი ვალდებული მოუსმინოს მას და უპრო წკვიანურად განსაზღვროს ის ნაბიჯები რასაც ცხოვრების გზაზე გადადგამს.
19:29 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
578
მთავარია ყველა იყოს ჯანმრთელი.
18:58 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
Creatiuli.Com
ვაიმეე არაუშავს დრო ყველაფრის მკურნალია
18:11 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მზია
მე მგონია, რომ თქვენი შვილი უკვე სრულწლოვანია და თავად უნდა მიხედოს თავის საქმეს. თქვენ კიდევ, ჩემო კარგო ეხლა გაქვთ კიდევ ერთი შანსი ახალი პატარა იყოლიოთ და თავიდან განიცადოთ დედობის ბედნიერება. მთელი გულით გისურვებთ :)
17:37 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
და ნერვიულობის მიზეზს ვერ ვხვდები:))) დედას რომგეძახის ის ანერვიულებს თუ ბებია რომ ხდება ახალგაზრდა ასაკსი?:)))
17:25 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
ნუ ნერვიულობთ,აბსოლუტურად ტყუილად იტანჯავთ თავს,რადგან თუ უყვართ ერთმანეთი,მაინც არ დაშორდებიან და თუ მობეზრდება კიდე თქვენს ბიჭს,თავად მიატოვებს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს.დაუშვით ზოგიერთმა მშობელმა ცნობიერებამდე ის,რომ არაა მშობლის საქმე და გადასაწყვეტი,ვის შეიყვარებს და ითხოვს მისი შვილი,მიეცით შვილებს უფლება თავად მართონ თავიანთი ცხოვრება,ნუ გააზულუქებთ თავიდან,მიაჩვიეთ შრომას,რომ მერე თვითონ დამოუკიდებლად შექმნას და შეინახოს მისი ოჯახი იმასთან ერთად,ვინც უყვარს!!! თქვენ შეეკითხეთ ვინმეს,რომ გათხოვდით? ასე რომ, მისთვის ის ქალი ანგელოზია და შეეშვით,განგება და დრო თქვენზე უკეთ განსჯის ყველაფერს!...
16:49 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS