13 ივნისი, 2013
სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის
როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა სისულელე დამემართა, მოდას ავყევი და 14 წლის ასაკში გავთხოვდი. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. თემო რომ შემეძინა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ესპატარა არსება ჩემი შვილი იყო, და-ძმასავით გავიზარდეთ.

საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.

მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა, რომ მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო და თავისზე 17 წლით უფროსი ქალი შეუყვარდა.

საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.

ერთი კვირა შვილს არ ველაპარაკებოდი. არც შევრიგებულვართ, ისე წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ორი თვეა, უკვე ერთად ცხოვრობენ. რამდენჯერმე სტუმრად მოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ ზედ არ შეხედა არც ერთს. მომერიდა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი.

ყველაზე საშინელება ის არის, სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის. ცხოვრება აღარ მინდა. მე 35-ის ვარ, რძალი - 38-ის. იმედი მქონდა, რომ თემო გონს მოეგებოდა და
მალე დაშორდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინდამირეკა და მითხრა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მარიკა
პირადად გავიარე საკუთარ თავზე.18 წლით უმცროსი ბიჭი იყო უზომოდ შეყვარებული ჩემზე.ყველაფრისთვის მზად იყო,მაგრამ მე არ დავუშვი,ფსიქოლოგიურად ვიმუშავე,მთელი 2 წელი დამჭირდა.ძალიანაც მომწონდა,მაგრამ შვილის ტოლს ვერ გავყვებოდი.ინდივიდუალურია.მთავარია,შეგნებამ იმარჯვოს.
01:35 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სონ
ნაკლებად მჯერა ამ სტატიის სიმართლის,მაგრამ რეალურად ხშირია მსგავსი სიტუაციები... მარაზმია ფულის გამო რომ ქორწინდებიან ერთმანეთზე და კიდევ იმიტომ რომ გათხოვილის ანდაქორწინებულისსტატუსი ჰქონდეთ,ზურგსუკან კიდევ ყველანაირ ამორალობას სჩადიან... სიყვარულს კი ასაკი, სიმაღლე სიგანე არ აქვს!
01:18 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლლლ
სიყვარულმა ასაკი არ იცის.ბევრი წყვილი გამიგია რომლებიც ბედნიერები არიან .ასე რომ თქვენ მუ განკიცხავთ ამის უფლება არც გაქვთ.და კიდე აქ რასაც ცერენ ნახევარზრ მეტი გამოგონილი გზავნილია.ასე რომ თავს ნუ მოიკლავთ ნერვიულობით.:D
10:24 / 15-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტჰებროლე
ყველაზე კარგი ვარიანტია სჰვილი გააცჰინო და აგრც ცჰაციკლული იქნები იმ ერტადერტ სჰვილზე და აგრც იმას მიაქცევ ყურადგებას სჰენზე დიდია ტუ პატარა რდზალი
01:29 / 15-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მე...
მსგავსი რამ მოხდა ,კაცმა მოიყვანა თაცისზე საკმაოდ უპროსი ქალი ცოლად .ოღონდ იმ კაცს ჰყავდა მშვენიერი ცოლ-შვილი.გაეყარა მას და დაიწყო ცხოვრება მეორე ქალთან.უცხო ,ყველა მის დედად თვლიდა.ერთხელ მის ოჯახში შესულ სტუმარს უდღეგრძელებია-გაგიმარჯოთ,შენ და Dედაშენსო.ამათაც ეგ ბედი ელით ალბათ.21 მეერთე საუკუნეა მაგრამ მამაპაპათაგან დაკანონებულია ,ყველამ თავისი სწორი უნდა ეძებოს.
01:18 / 15-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
მარტლა მარაზმია........
19:03 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნლკ
კაი რა . ეტყობა რძალს უნდა რომ გაამწაროს და განზრახ ეზახის დედას თორემ ხომ იცის რომ თვითონაა უფროსი, რა მარაზმია პროსტა
12:33 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
გააჩინეთ შვილი და გაიხარეთ,გააგრძელებთ ბედნიერად ცხოვრებას,ჯერ ახალგაზრდა ხართ.
10:37 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
ცუდია ეგ
09:27 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
5555555
როცა ქალი მიყვენბა ამხელა ასაკიან კაცს ისაა რაგც ძაან ძნელი მისაგები ოჯახისტვის და ეხლა რძალი რომ გეყოლება დაქალივით რა სასიამოვნოა....მაგრამ ჩხუბით და დავიდარაბით ვერაფერს გახვალტ მოვა დდრო და მიხვდება ეს ბიჭი ყველაფერს....უბრალოდ დროსჭირდება და ეს დზაან ძნელია..9 თვე მუცლით ატარებ ათას გეგმებს აწყობ გინდა რომ შენი შვილის ცოლი კალთაში ჩაისვა მოეფერო დედიკო დაუძახო და გოგოსავით გყავდეს..და უეცრად ესეთი რამ ხდება შენს ცხოვრებაში ეს დიდი დარტყმაა მშობლისთვის...სხვისი თვალიდან ადვილის ათქმელია:)))))
22:08 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS