13 ივნისი, 2013
სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის
როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა სისულელე დამემართა, მოდას ავყევი და 14 წლის ასაკში გავთხოვდი. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. თემო რომ შემეძინა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ესპატარა არსება ჩემი შვილი იყო, და-ძმასავით გავიზარდეთ.

საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.

მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა, რომ მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო და თავისზე 17 წლით უფროსი ქალი შეუყვარდა.

საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.

ერთი კვირა შვილს არ ველაპარაკებოდი. არც შევრიგებულვართ, ისე წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ორი თვეა, უკვე ერთად ცხოვრობენ. რამდენჯერმე სტუმრად მოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ ზედ არ შეხედა არც ერთს. მომერიდა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი.

ყველაზე საშინელება ის არის, სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის. ცხოვრება აღარ მინდა. მე 35-ის ვარ, რძალი - 38-ის. იმედი მქონდა, რომ თემო გონს მოეგებოდა და
მალე დაშორდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინდამირეკა და მითხრა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
kiki
Vaime ar mjera raaaaa :-)
00:15 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
იცი როდის უნდა მიატოვოს ასეთი ქალი, როცა მართლა ძალიან შეუყვარდება ქალს, რა სისულელეა ასეთი რამის ჩადენა ქალისგან. რატომ უნდა გამოიყენო ახალგაზრდის წუტიერი გრზნობა დედისტოლმა ქალმა.
23:29 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რა ქნას ბავშვმა ბებიის სითბო მოაკლდა ალბათ თავის დროზე და :D ნუ შექმნით პანიკას. ისევ თვითონ ინანებს როცა მიხვდება რა შტერობაც გააკეტა.
13:15 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინსი
ვერ გაიგებ რამდენი ტანატოლები ქორწინდებიან და მეორე დგეს ოჯახი ენგრევატ.მტავარი სულის ბედნიერებაა და რა მნისჰვნელობა აქვს ასაკს
03:15 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაგ ბიჭს გაწი-გამოწი სამ წელიწადში მობეზრდება და შეიძლება ახალი ბბერი მოძებნოს. ავად არის. :)))
23:54 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სიყვარულმა ასაკი არ იოცისო
ასაკით ტოლებს რომ შეძულებიათ ერთმანეთი და მიუგდიათ ,ეგ რატოა ნეტავ?ბევრი შენთხვევაა ,მოყავთ მასზე უფროსი ქალები ცოლად ,მაგრამ ტკბილად ცხოვრობენ და შვილებსაც სიყვარულით ზრდიან!და ისიც ყოფილა,ჯერ ასაკით უმცროსი ქმარი მომკვდარა და ცოლს არ გაუსწრია საიქიოს:)))))
22:26 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
გიგა შენ მათემატიკაში ძაან . . . :D გეტყობა რო მაგარი ძლიერი ხარ :)))
11:06 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სალო
გიგა მათემატიკა ვინ გასწავლა, გეტყობა ძაან ძლიერი ხარ... :D კარგად იანგარიშე თ ძმა ხარ... :D
10:40 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
ისე მარტო ქალი არაა ამაში დამნაშავე ბიჭს ეტყობა დედისტოლა ქალები მოწონს.ამის მიზეზი ბავშვობაშია.ამ შემთხვევაში დასავით დედა ყავდა და დედა-შვილურ ურთიერთობას ეტრფის.მაგ ქალს რომც გაშორდეს ისევ თავისზე ბევრად უფროსს მოიყვანს.შეიძლება მაგ ქალზე უფროსიც
08:05 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
რელიგიურად არ შეიძლება.
08:00 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS