13 ივნისი, 2013
სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის
როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა სისულელე დამემართა, მოდას ავყევი და 14 წლის ასაკში გავთხოვდი. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. თემო რომ შემეძინა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ესპატარა არსება ჩემი შვილი იყო, და-ძმასავით გავიზარდეთ.

საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.

მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა, რომ მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო და თავისზე 17 წლით უფროსი ქალი შეუყვარდა.

საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.

ერთი კვირა შვილს არ ველაპარაკებოდი. არც შევრიგებულვართ, ისე წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ორი თვეა, უკვე ერთად ცხოვრობენ. რამდენჯერმე სტუმრად მოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ ზედ არ შეხედა არც ერთს. მომერიდა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი.

ყველაზე საშინელება ის არის, სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის. ცხოვრება აღარ მინდა. მე 35-ის ვარ, რძალი - 38-ის. იმედი მქონდა, რომ თემო გონს მოეგებოდა და
მალე დაშორდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინდამირეკა და მითხრა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
თეა
მაკა ეს ყველაფერი გასაგებია მარა.....ნუ დავფიქრდეთ რაა....ჩემი დაქალი შეუყვარდეს და ცოლად მოიყვანეო რას ქვია. ბიჭი გალოთდაა? ჩვენ ხომ არ ვიცით რომ მოეყვანა იქნებ მაშინაც გალოთებულიყო.აბრალებთ იმას რომ ცოლად დედის დაქალი არ მოიყვანაა? შორს ჩემგან...განსჯაც არ მინდა.თუმცა უბრალოდ აზრს გამოვხატავ.
23:56 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთო
კარგით რა, ეს ზღაპარი ვიღაცის უნიჭო ფანტაზიის ნაყოფია...
12:01 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
nini
vaiiivaiii dedaa rato mainteresebs tqveni nsbodvarii chamartyit vinmem tavshi toreeeeee
15:23 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა-ს
დედაბერი შენ უკვე ხარ, ალბათ. იმიტო გესმის, რას ნიშნავს, ახუნტრუცებული დედაბერი???
19:27 / 18-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
არ დაიგალეტ სხვისი ცხოვრების კრიტიკიტ,ორივე მხრიდან დსნელია როდესაც ეს მომეტი დგება
17:23 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეს შემთხვევა რეალურია თუ არა ,არ ვიცი,მაგრამ მე რეალურ შემთხვევას რაც მართლა მოხდა, მოვიყვან მაგალითად მათთვის, ვისაც ტოლ -სწორობა და შესაფერისობა ერმანეთისათვის, ასაკში გონია,ერთ ბიჭს შეუყვარდა თავისზე 20 წლით უფროსი ქალი, დედის დაქალი,ამ ქალბატონისაგან განსხვავებით მან თავის დაქალს, უთხრა რომ გაყოლოდა მის შვილს ცოლად, მოხარული იქნებოდა, მაგრამ ეს ქალი თვითონ არ გაყვა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იყო ასაკში დიდი განსხვავება,თუმცა მე ვფიქობ, ჩემი პირადი აზრია, არ უყვარდა საკმარისად და რადგანაც წესები ჩვენთან სიყვარულზე მაღლა დგას ...შედეგი ამ ბიჭმა გამოაცხადა რომ სხვას არ შეირთავდა ცოლად. ასეც მოიქცა . საბოლოოდ ბიჭი გალოთდა და ამ ქალზე ადრე გარდაიცვალა,ეს ქალიც დარჩა გაუთხოვარი. ასე ვანაგურებთ ჩვენივე ხელით ბედნიერებას და სიყვარულს და თანაც მორალის სახელით, რაც ყველაზე ამაზრზენია, დაძახებაზე კიდე ჩემი შვილი მაკას მეძახის, დედა სულ არ დაუძახია მაგრამ სიყვარულია მთავარი.ცხონებულ დედამთილს დეიდას ვეძახდი, და რა მერე..რას დაუძახებ, ის კი არაა მთავარი, როგორი სიყვარულით დაუძახებ....მაკრიტიკეთ ახლა. არ მადარდებს ...ეკლესიურად არ შეიძლებაო ვიღაცას ეწერა კიდე. რა სისულელეა.. ..
02:37 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ზოიააააა მაგარიიიი დებილიი ხააარ რაააააააა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობიიით
19:48 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაიმეეეეეე
როგორც კომენტარებიდან ირკვევა,უამრავ ქალის ჰყავს პატარა ბიჭი გამოჭერილი და ამ მარაზმს ამართლებს!
12:37 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
დედაბრები ახალგახრდა სისხლს თავიანთ გასაახალგაზრდავებლად იყენებენ! მაგრამ დედაბერი დედაბერია, თან ახუნტრუცებული და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის!
12:34 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ზოია
უპროსი რომაა სჰენზე დედას იმიტომ გეზახის ტორემ სჰენი სჰვილის ტოლი რომ იყოს დეიდას დაგიზახებდა!! დგეს ხომ დედამტილებს დეიდას ეზახიან საქარტველოსჰი და მამამტილებს ბიზიას!!! ყველაპერთან ერტად გოიმიც ყოფILA... XA XA XAAAA
06:41 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS