საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.
მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა, რომ მეტის
საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.
ერთი კვირა შვილს არ ველაპარაკებოდი. არც შევრიგებულვართ, ისე წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ორი თვეა, უკვე ერთად ცხოვრობენ. რამდენჯერმე სტუმრად მოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ ზედ არ შეხედა არც ერთს. მომერიდა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი.
ყველაზე საშინელება ის არის, სამი წლით უფროსი რძალი დედას მეძახის. ცხოვრება აღარ მინდა. მე 35-ის ვარ, რძალი - 38-ის. იმედი მქონდა, რომ თემო გონს მოეგებოდა და
მალე დაშორდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინდამირეკა და მითხრა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს.
ჟურნალი ''რეიტინგი''