11 ივნისი, 2013
დედამთილმა საქორწინო კაბა ეზოში დამიწვა
მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს ხშირად გვწერენ რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე და ყოველთვის რძლის მხარეს ვარ. არა იმიტომ, რომ თავადაც რძალი ვარ, უბრალოდ, კარგად ვიცი, როგორ შეიძლება გამოგიყვანოს დედამთილმა მდგომარეობიდან. ორი ნომრის წინ ისტორია წავიკითხე, როგორ სთხოვდა დედამთილი, ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის მისი სახელი ლამზირა დაერქმია.

მაგ დღეში ვიყავი მეც, დედამთილი შვილისთვის ცისანას დარქმევას მთხოვდა. პირველივე დღიდან წინააღმდეგობა გავუწიე. თან ქმარიც არ ჩარეულა და მარტო ვიბრძოდი. ხანდახან ისიც მიფიქრია, ნეტავ ექოსკოპია ცდებოდეს
და ბიჭი გამიჩნდეს, ამ ქალთან ომს მაინც
ავცდები-მეთქი.

პატარა, ლამაზი გოგონა მეყოლა. ნინო დავარქვი, წმინდანის სახელი. ბავშვი დღენაკლული იყო და სამშობიაროში თითქმის ერთი თვე დავყავი. დაახლოებით ორი თვე დედასთან გავატარე.

მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ ბავშვის დანახვაზე გული მოუბრუნდებოდა. სახლში დაბრუნებულს დიდი ''სიურპრიზი'' დამხვდა.

დედამთილს ჩემი საქორწინო კაბა ეზოში გამოუტანია და ცეცხლი მოუკიდებია.იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და მეზობლები გაოგნებულები უყურებდნენ დედამთილის საქციელს. ქალბატონი ცისანას აღშფოთება ბავშვის სახელმა გამოიწვია და ჩათვალა, რომ მის მიერ შეძენილი ერთადერთი ნივთი უნდა დაეწვა.

ამ დღის შემდეგ სახლში აღარ გავჩერებულვარ. საცხოვრებლად დედაჩემთან გადავედი. ქმარი ყოველდღე მოდის და დაბრუნებას მთხოვს, ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს, მაგრამ იმ საზარელ სცენას რომ ვიხსენებ, ვერ მიპატიებია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
სარა
კარგი გააკეთე რომ ცისანა არ დაარქვი და ერთი რჩევა ცალკე თუ გადახვალთ შერიგდი ქმარს თუ არა და იცოდე ეგ ქალი სიცოცხლეს გაგიმწარებს. დედამთილო ქოფაკოოოოოო რატომ არ გაგიხმა ეგ ხელები როცა გოგოს საქორწინო კაბა დაუწვი.
04:21 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ცისანა
ცისანას რას უწუნებ ერთი?
01:54 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლამზირა
რა იდიოტობაა 39 წლის ვარ და დღემდე ვერ გამირკვევია რა ჯინი უნდა გჭირდეს ბავშვის რომ სახელად ლამზირა დაარქვა
18:24 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
...........
ცალკე გადადით საცხოვრებლად ასე ჯობია,ეგ სულელი ქალი თავს არც მერე დაგანებებს და სიცოცხლეს გაგიმწარებს.ძაან კარგი გიქნია ბავშვს რაც გინდოდა ის რომ დაარქვი.ეგ მარტო მშობლების გადასაწყვეტია და არა სხვისი
16:28 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
პატიება რას ეძახით. ქმარი მოდისო, მოსულა ან დაურეკვს ერთხელ მაინც დედამთილს რომ გეგრძნო მისგან სინანანული, და სურვილი გაგჩენოდა მასთან შემდგომი ურთერთობის, პატიება ურთიერთშეთანხმებაა და მისგან არ მოდის და თვითონ არ გეკონტაქტება, მაშინ მარტო ქმრის სიტყვები არ ვიცი ნებართვაა დედამთილისაგან დაბრუნდეს არაფერს ვერჩიო, დაბრუნდები და არავინ იცის რა იქნება, ამიტომ სთხოვე შენს ქმარს ცალკე გასვლა, ტორემ ცოტა ხანში ქმარსაც გადაუბრუნებს ტვინს
16:01 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არცაა საპატიებელი!!!!თუ უყვარხარ ქმარს და დედამისი მასაც არ შეუბრუნებს ტვინს,როგორმე მოახერხოს და ცალკე გადადით,სჯობს ქირით იცხოვროთ და ცოტა გიჭირდეთ,ვიდრე ნერვები არანორმელურ ქალს მოასპობინო!მისი გამოსწორების იმედი არ გქონდეს.ერთადერთი ქართული ანდაზა,რომელსაც ვეთანხმები და აბსოლუტური ჭეშმარიტება მგონია ისაა,რომ კუზიანს სამარე ასწორებს მხოლოდ!
14:03 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS