11 ივნისი, 2013
დედამთილმა საქორწინო კაბა ეზოში დამიწვა
მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს ხშირად გვწერენ რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე და ყოველთვის რძლის მხარეს ვარ. არა იმიტომ, რომ თავადაც რძალი ვარ, უბრალოდ, კარგად ვიცი, როგორ შეიძლება გამოგიყვანოს დედამთილმა მდგომარეობიდან. ორი ნომრის წინ ისტორია წავიკითხე, როგორ სთხოვდა დედამთილი, ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის მისი სახელი ლამზირა დაერქმია.

მაგ დღეში ვიყავი მეც, დედამთილი შვილისთვის ცისანას დარქმევას მთხოვდა. პირველივე დღიდან წინააღმდეგობა გავუწიე. თან ქმარიც არ ჩარეულა და მარტო ვიბრძოდი. ხანდახან ისიც მიფიქრია, ნეტავ ექოსკოპია ცდებოდეს
და ბიჭი გამიჩნდეს, ამ ქალთან ომს მაინც
ავცდები-მეთქი.

პატარა, ლამაზი გოგონა მეყოლა. ნინო დავარქვი, წმინდანის სახელი. ბავშვი დღენაკლული იყო და სამშობიაროში თითქმის ერთი თვე დავყავი. დაახლოებით ორი თვე დედასთან გავატარე.

მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ ბავშვის დანახვაზე გული მოუბრუნდებოდა. სახლში დაბრუნებულს დიდი ''სიურპრიზი'' დამხვდა.

დედამთილს ჩემი საქორწინო კაბა ეზოში გამოუტანია და ცეცხლი მოუკიდებია.იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და მეზობლები გაოგნებულები უყურებდნენ დედამთილის საქციელს. ქალბატონი ცისანას აღშფოთება ბავშვის სახელმა გამოიწვია და ჩათვალა, რომ მის მიერ შეძენილი ერთადერთი ნივთი უნდა დაეწვა.

ამ დღის შემდეგ სახლში აღარ გავჩერებულვარ. საცხოვრებლად დედაჩემთან გადავედი. ქმარი ყოველდღე მოდის და დაბრუნებას მთხოვს, ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს, მაგრამ იმ საზარელ სცენას რომ ვიხსენებ, ვერ მიპატიებია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ლიკა
მართლა სულელური სტატიააა... როგორც შეგხვდებიან ოჯახში შენც ისე დაუფასებ. ქმარს კი დედამთილის უტვინო საქციელის გამო არ დავსორდებოდი. საერთოდ ცალე ვიცხოვრებდი ბედნიერად. სახელის დარქმევით კი პატივისცერმა არ გამოიხატება. პატივისცემა ურთიერთობებში ვიცი..
15:27 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯაას
თქვენ ეტყობა მამამთილის მძიმე ტვირთი გაწევთ:)თქვენს ცოლს დედამთილის და განიცდით რაღაცას ძალიან:)რძალს და შვილს უყიდეთ ცალკე სახლი და გაუშვიტ
15:09 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თათიაააა-ს
დედამთილის სახელი რომ არ დავარქვი ორი გოგო მკავს ამიტომ პატივს არ ვცემ?არაჩვეულებრივი დედამთილი მკავს და აქვს იმის შეგნება რომ დედას რომელმაც 9 თვე მუცლით ატარა შვილი სახელს ისეთს შეურჩევს როგორიც მის შვილს მოეცონება თავის დროზე.არავის საქმე არაა რა ერქმევა ჩემს შვილს და რამდენი სახელი ერქმევა.პატივისცემა სხვანაირი ვიცი მე,ჩემი ქმრის დედაა და პატივს ვცემ კველგან და კველაპერში.მაგრამ ადამიანებს შეგნება უნდა ქონდეთ.თავმოყვარე და შეგნებული ადამიანი არ გაკადრებს შენს შვილს ჩემი სახელი დაარქვიო.ცისანა ერთი შეუგნებელი ადამიანია,მაპატიეტ მაგრამ თქვენც იგივე შთაბეჭდილებას ტოვებთ
15:04 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია-ს
ძალიან ამოვარდნილი ხართ ამ სტატიის კონტექსტიდან.. როგორ გისურვოთ , რომ თქვენს დედამთილს აღათი, ან აგრაფინა ერქვას და გაძალებდეთ ბავშვისთვის დარქმევას :). ბავშვს დედა აჩენს და შესაბამისად რას დაარქმევს მისი გადასაწყვეტია!!!
14:34 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
როცა ოჯახში შედიხართ ქალბატონებო ,უკაცრავად და იმ ოჯახის ქუდი უნდა დაიხუროთ, ჯერ იმიტომ ტომ როცა დედამთილ-მამამთილი გამზადებულ, მოწესრრიგებბულ ფუფუნებას დაგახვედრებთ, მერე იწყებთ გაბატონებას, კეთილი ინებეთ ე.წ რძლებმა პატივი ეცით ოჯახს, ეს დიდი სიწმინდეა .....
14:27 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფირალი
გუჯა რა კაცია :D
11:25 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
დედამთილი ნუ შეგხვდებათ ავი და ეგოისტი, თორემ მას ვერაფრით მოერევით, ვერც გაუგებთ-გაგიგებთ. პირადად მე ოჯახი დედამთილმა დამინგრია, რადგან მთელი ღამე შვილის ძილ-ღვიძილს აკონტროლებდა და მიხვდებით, რისი საშუალებაც არ გვქონდა ცოლ-ქმარს. ქმარმა საყვარელი გაიჩინა და ვისი ბრალია? - დედამთილის. არადა, 13 წლის თანაცხოვრების მანძილზე ქმართან სერიოზული კამათიც არ მქონია, მაგრამ ყველაფერი რომ ბოლოს ასე დამთავრდებოდა, ორივემ ვიცოდით :(
11:02 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ცისანა შეიძლება დასაწუნი არ იყოს, მაგრამ ქალი ბავშვს რომ გააჩენს სახელი თვითონ უნდა შეარჩიოს მეუღლესთან ერთად.
10:52 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ბატონო გუჯა ვწუხვარ რომ ასეთი რამ რეალობად მიმაჩნია,ეს საშინელი ფაქტები ნამდვილად არსებობს,დამიჯერეთ უარესებიც ხდება უბრალოდ იმდენად ამაზრზენია რომ ბევრი ვერ გაამხელს....
10:20 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
მიზეზი მხოლოდ სახელის დარქმევა არ იქნებოდა, ალბათ შენც ბევრი აწყენინე დედამთილს, ანგელოზად რომ გამოგყავს შენი თავი, ვინ იცის სიცოცხლე როგორ გაუმწარე,ან ძალად შეეტენე ქმარს, არც ერთი დედა შვილს ოჯახს არ დაუნგრევს მხოლოდ სახელის გულისათვის.ამიტომ არ ერეოდა ქმარი თქვენს დავაში. არ ხარ ოჯახში დასაბრუნებელი და იჯექი დედაშენთან.
09:18 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS