11 ივნისი, 2013
დედამთილმა საქორწინო კაბა ეზოში დამიწვა
მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს ხშირად გვწერენ რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე და ყოველთვის რძლის მხარეს ვარ. არა იმიტომ, რომ თავადაც რძალი ვარ, უბრალოდ, კარგად ვიცი, როგორ შეიძლება გამოგიყვანოს დედამთილმა მდგომარეობიდან. ორი ნომრის წინ ისტორია წავიკითხე, როგორ სთხოვდა დედამთილი, ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის მისი სახელი ლამზირა დაერქმია.

მაგ დღეში ვიყავი მეც, დედამთილი შვილისთვის ცისანას დარქმევას მთხოვდა. პირველივე დღიდან წინააღმდეგობა გავუწიე. თან ქმარიც არ ჩარეულა და მარტო ვიბრძოდი. ხანდახან ისიც მიფიქრია, ნეტავ ექოსკოპია ცდებოდეს
და ბიჭი გამიჩნდეს, ამ ქალთან ომს მაინც
ავცდები-მეთქი.

პატარა, ლამაზი გოგონა მეყოლა. ნინო დავარქვი, წმინდანის სახელი. ბავშვი დღენაკლული იყო და სამშობიაროში თითქმის ერთი თვე დავყავი. დაახლოებით ორი თვე დედასთან გავატარე.

მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ ბავშვის დანახვაზე გული მოუბრუნდებოდა. სახლში დაბრუნებულს დიდი ''სიურპრიზი'' დამხვდა.

დედამთილს ჩემი საქორწინო კაბა ეზოში გამოუტანია და ცეცხლი მოუკიდებია.იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და მეზობლები გაოგნებულები უყურებდნენ დედამთილის საქციელს. ქალბატონი ცისანას აღშფოთება ბავშვის სახელმა გამოიწვია და ჩათვალა, რომ მის მიერ შეძენილი ერთადერთი ნივთი უნდა დაეწვა.

ამ დღის შემდეგ სახლში აღარ გავჩერებულვარ. საცხოვრებლად დედაჩემთან გადავედი. ქმარი ყოველდღე მოდის და დაბრუნებას მთხოვს, ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს, მაგრამ იმ საზარელ სცენას რომ ვიხსენებ, ვერ მიპატიებია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ნინიკო
ასეთ ოჯახში არც უნდა გაჩერდეთ, არც ქმარი ვარგა და დედამთილზე აღარ მაქვს საუბარი, თავი არ უნდა აიტკივო ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით, მაინც ვერ მოიგებ იმათ გულს დ ვერ გააგებინებ, არ ღირს ასეთი ხალხისთვის ნერვიულობა, თორემ შენ ცუდად გახდები და არ გეგონოს შეებრალო რომელიმეს. თავს მიხედეთ, სჯობია
17:53 / 28-04-2019
გამოხმაურება / 0 /
მაია
ოო ასეთ დედამთილს თმებით ვითრევდი და თუ არადა პატრულს გამოვიძახებდი და ვუჩივლებდი თან თუ მოწმეებიც იყვნენ და კარგად ავანზაღაურებინებდი კაბის როგორც საკუთრების საფასურს,სურათებით შევაფასებინებდი ექსპერტს და ყველა საბუთს და ჩვენებას სახეში ავაფარებდი აი მერე რას და როგორ დაწვავდა ნახავდა სულ ბოდიშებით კარგად შეშინებული ივლიდა
00:14 / 12-04-2018
გამოხმაურება / 0 /
სკარლეტი
მასეთ დედამთილს რომ დაუთმო,მერე სულ დაგაჯდება თავზე,რამდენად არამორმალური უნდა იყოს ქალი,რომ საქორწინო კაბა დაწვა,ცისანა რომ დაერქმია ,ბავშვს მთელი ცხოვრება კომპლექსი დატანჯავდა სახელის გამო,ძალიან კარგად მოქცეულხარ,გირჩევ რომ არც ღირს დაბრუნება მასეთ ოჯახში.
22:55 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
დათმობა კარგია მაგრამ ამ შემთხვევაში არა.რას ქვია დაეთმო და მისი სახელი დაერქმია.მერე სხვა რამეს მოთხოვდა,მერე თავზე დააჯდებოდა.სჯობდა ის მომხდარიყო რაც მოხდა. იმაში კი გეთანხმებით რომ მთავარია ქმარი,კაცი თუ კაცია ოჯახში მაშინ იქ ყველაფერი კარგადაა.
21:26 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
სავსებით ვეთანხმები დედისერთას დედას და დედამთილს.როცა ქმარი თავის დონეზეა რძალ-დედამთილს შორის არ არის ასეთი კინფლიკტები
18:24 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დედისერთას დედა და დედამთილი
მეცინება თქვენს კომენტარებზე, დედამთილი, დედამთილი... აბა, რომელიმეს თუ მოგსვლიათ აზრად, რომ დედამთილი და რძალი კი არა, ძირითადი მიზეზი და დამნაშავე ქმარია! სუსტია შენი ქმარი, რომ დედას უფლებას აძლევს ცოლის შეურაცხყოფის და პირიქით! მან უნდა დააყენოს ოჯახში საქმე, ისე, რომ სიყვარული, თუ არა, პატივისცემა მაინც გქონდეთ ერთმანეთის, ან უკიდურეს შემთხვევაში, მოთმინების და ოჯახში არ ჩარევის ტაქტიკა! თუ ცალკე გასვლის საშუალება არ გაქვთ, კეთილი ინებეთ და თვითონ მოაწესრიგეთ ოჯახში ყველაფერი და საჯაროს და საკამათოს, უფრო მეტიც, სხვის დასაცინად ნუ გახდით ამ ამბავს! პ.ს. დაგერქმია შენც 2 სახელი,ნინო და ცისანა, რა მოხდა? ახლა მაინც მოდაშია, ამით შენც ''კარგი'' რძალი იქნებოდი დედამთილის პატივისცემასაც დაიმსახურებდი... დათმეთ რაღაც, ხომ შეიძლება და ერთმანეთს ასიამოვნეთ, ბოლოს და ბოლოს, თქვენც დედამთილი თუ არა, სიდედრი მაინც ხომ იქნებით ოდესმე?!
02:35 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
აუ
რას არ გაიგებ..:D
11:44 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სერაფინა
მერე შენაც შური იძიე და ნიფხავი დაუწვი პაჟარნიკ ცისანას:D:;D
10:31 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.კ.
საერთოდ, ამ რუბრიკაში სულელური სტატიები იდება, მაგრამ ასეთი ისტორიები მართლა ხდება. 23 წლის ვარ და ბებიაჩემი დღემდე დაბოღმილია, მისი სახელი რომ არ დამარქვეს. წარმოიდგინეთ, მზევინარი რომ მერქვას ახლა.
00:55 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლლ
არავის გამზადებული არც ფუფუნება მინდა,არც-მონობა.ცალკე,ყველამ ცალკე უნდა იცხოვროს.21ე საუკუეა და ეს ტომურ-ჯოგური თანაცხოვრება უნდა დამთავრდეს.ჯობია ნაქირავებში,ვიდრე მუდმივ ყვედრებაში.
17:23 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS