მაგ დღეში ვიყავი მეც, დედამთილი შვილისთვის ცისანას დარქმევას მთხოვდა. პირველივე დღიდან წინააღმდეგობა გავუწიე. თან ქმარიც არ ჩარეულა და მარტო ვიბრძოდი. ხანდახან ისიც მიფიქრია, ნეტავ ექოსკოპია ცდებოდეს
ავცდები-მეთქი.
პატარა, ლამაზი გოგონა მეყოლა. ნინო დავარქვი, წმინდანის სახელი. ბავშვი დღენაკლული იყო და სამშობიაროში თითქმის ერთი თვე დავყავი. დაახლოებით ორი თვე დედასთან გავატარე.
მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამთილს არ მოუკითხავს, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ ბავშვის დანახვაზე გული მოუბრუნდებოდა. სახლში დაბრუნებულს დიდი ''სიურპრიზი'' დამხვდა.
დედამთილს ჩემი საქორწინო კაბა ეზოში გამოუტანია და ცეცხლი მოუკიდებია.იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და მეზობლები გაოგნებულები უყურებდნენ დედამთილის საქციელს. ქალბატონი ცისანას აღშფოთება ბავშვის სახელმა გამოიწვია და ჩათვალა, რომ მის მიერ შეძენილი ერთადერთი ნივთი უნდა დაეწვა.
ამ დღის შემდეგ სახლში აღარ გავჩერებულვარ. საცხოვრებლად დედაჩემთან გადავედი. ქმარი ყოველდღე მოდის და დაბრუნებას მთხოვს, ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს, მაგრამ იმ საზარელ სცენას რომ ვიხსენებ, ვერ მიპატიებია.
ჟურნალი ''რეიტინგი''