09 ივნისი, 2013
შვილიშვილი უწესობაში ვამხილე
როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს
ჩემს ერთადერთ შვილს, თენგოს, სამი გოგონა ჰყავს. უფროსი ქეთი 18 წლის არის, მაგრამ კაცმა არ იცის, რამდენი შეყვარებული გამოიცვალა. ვგიჟდები, ამას მშობლები ისე მშვიდად უყურებენ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. უმცროსი ტყუპი ჯერ მხოლოდ ექვსი წლის არიან და ნაკლებ სანერვიულოს მიჩენენ.

ჩემი მეგობარი დარინა 26 წელია, რაც ერთ-ერთ საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. ერთ დღეს გულგახეთქილმა დამირეკა, ქეთინო, თქვენი ქეთი როდის გაათხოვეთ, ან რა
უბედურება დაგემართათ, გოგო უკვე აბორტს რომ იკეთებსო. თვალთ დამიბნელდა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა.

ერთი საათი ვაფიცებდი დარინას, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვა, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაცაში შეეშალა, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. ფაქტია, რომ ქეთიმაც ვერ იცნო. დარინამ, მეც მეგონა, რომ შემეშალა, მაგრამ ისტორიას რომ ჩავხედე და სახელი და გვარი ამოვიკითხე თავზარი დამეცაო. ბავშვი აღარ შევაშინე, ისედაც დაბნეული ჩანდა, თორემ თავს გავახსენებდიო.

სახლში დაბრუნებულ ქეთის ყველაფერი მოვახსენე, თან დავემუქრე, თუ ნორმალურად არ მოიქცეოდა, მშობლებს ყველაფერს ვეტყოდი. სასაცილოდაც არ ეყო და ბებიას ნიკოლოზისდროინდელი ბებრუცანა მეძახა, მაგრამ საღამოს შინ მოსულ შვილსა და რძალს რომ მოვახსენე რა მოჰყვა მათ სიცილ-კისკისს ქეთის თავისუფალ ცხოვრებაზე, ახლა თავს იკლავენ ნერვიულობით.

შვილიშვილი კი სახლიდან გაიქცა და დაქალთან ცხოვრობს. მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო. როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს. ამაზე თავის დროზე ჩემმა გარდაცვლილმა ქმარმა კანონიერად იზრუნა. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებიათ შვილსა და რძალს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მაია
ეს გოგო სახლში არ უნდა შეუშვან, თორემ იმ პატარა გოგონებსაც ცუდ მაგალითს მისცემს, ოჯახი უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება,
00:11 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დღეს ოჯახები ვიბრძვით, რომ ბავშვებმა იცოდნენ ადამიანური ღირებულებები. მშობლებს ყველაფერი უკან უბრუნდებათ...რაც შეეხება ქალიშვილობას, კურტიზანები ყოველთვის იყვნენ და თავისი ადგილი ჰქონდათ, ღირსეულ გოგონებს-თავისი. ისე, ჯვრისწერისას მადლი მაშინ გადმოდის წყვილზე,როცა პატარძალი ქალწულია.
20:46 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ესარის ცივილიზაციის ნაყოფი. ქალიშვილობა სირცხვილია ახლა. რამდენიმე პარტნიორი თუ არ გამოიცვალე გოიმობაა. ტელევიზია და პრესა ამის პროპაგანდას უწევთ და ახლა რა გიკვირთ?
19:46 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS