09 ივნისი, 2013
შვილიშვილი უწესობაში ვამხილე
როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს
ჩემს ერთადერთ შვილს, თენგოს, სამი გოგონა ჰყავს. უფროსი ქეთი 18 წლის არის, მაგრამ კაცმა არ იცის, რამდენი შეყვარებული გამოიცვალა. ვგიჟდები, ამას მშობლები ისე მშვიდად უყურებენ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. უმცროსი ტყუპი ჯერ მხოლოდ ექვსი წლის არიან და ნაკლებ სანერვიულოს მიჩენენ.

ჩემი მეგობარი დარინა 26 წელია, რაც ერთ-ერთ საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. ერთ დღეს გულგახეთქილმა დამირეკა, ქეთინო, თქვენი ქეთი როდის გაათხოვეთ, ან რა
უბედურება დაგემართათ, გოგო უკვე აბორტს რომ იკეთებსო. თვალთ დამიბნელდა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა.

ერთი საათი ვაფიცებდი დარინას, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვა, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაცაში შეეშალა, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. ფაქტია, რომ ქეთიმაც ვერ იცნო. დარინამ, მეც მეგონა, რომ შემეშალა, მაგრამ ისტორიას რომ ჩავხედე და სახელი და გვარი ამოვიკითხე თავზარი დამეცაო. ბავშვი აღარ შევაშინე, ისედაც დაბნეული ჩანდა, თორემ თავს გავახსენებდიო.

სახლში დაბრუნებულ ქეთის ყველაფერი მოვახსენე, თან დავემუქრე, თუ ნორმალურად არ მოიქცეოდა, მშობლებს ყველაფერს ვეტყოდი. სასაცილოდაც არ ეყო და ბებიას ნიკოლოზისდროინდელი ბებრუცანა მეძახა, მაგრამ საღამოს შინ მოსულ შვილსა და რძალს რომ მოვახსენე რა მოჰყვა მათ სიცილ-კისკისს ქეთის თავისუფალ ცხოვრებაზე, ახლა თავს იკლავენ ნერვიულობით.

შვილიშვილი კი სახლიდან გაიქცა და დაქალთან ცხოვრობს. მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო. როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს. ამაზე თავის დროზე ჩემმა გარდაცვლილმა ქმარმა კანონიერად იზრუნა. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებიათ შვილსა და რძალს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
---
ადმინ კომენტარებს რატომ შლით?!?!?!?!
20:31 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსპარა
ჩემს მოპასუხეს ვურჩევ ჯერ წიგნის კითხვა ისწავლოს და მერე დაჯდეს მსგავსი სტატიების წასაკითხად, ერთადერთი და ერთერთი თუ ვერ წაგიკითხავს შენ მართლაც მოკლე ჭკუის ადამიანო აქ რას აკეთებ ბოლო დონისდ უწიგნურად გამოგყავს თავი.
19:10 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!
ბებია, ექიმი, ის გოგო, მისი მშობლები და მათნაირები უნდა გადააბა ყველა ერთმანეთს და დაძირო
16:23 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსპარა---სსსსსსსსსსსსსსს
ქალის ერთადერთი ღირსება თუ ქალწულობაა არ გეღირსოს ოჯახში მაგაზე დიდ ღირსებიანი ქალი ... გინდა წყევლად მიიღე და გინდა დალოცვათ, ისეთი მოკლე ჭკუა გაქ ეჭვი მაქ ვერც მიხვდები რა ვიგულისხმე მაგრამ არაუშავს!!!!!!!!
16:04 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსპარა
და რატომ უნდა ჩაბარდეს ქალიშვილობის ინსტიტუტი წარსულს? როგორ წარმოგიდგეენია რამოდენიმე კაცის ნათრევი გოგო რომ შემოგივიდეს ოჯახში? ქალისთვის ქალწულობა ერთერთი დიდი ღირსებაა
15:20 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ჯერ რომ ხელს აწერენ, ერთად ცხოვრობენ და მერე იწერენ ჯვარს, მაშინაც გადმოდის ჯვრისწერის მადლი?
15:17 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
....
გასაგებია,ამ გოგომ აბორტი გაიკეთა,რაც დაუშვებელია, აბორტს არც მე ვამართლებ და დარწმუნებული ვარ თავზეხელაღებული,უსინდისო გოგოა,მაგრამ ეგ ქალწულობის ინსტიტუტი როდის უნდა ჩაბარდეს წარსულს ?:))
11:46 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ყოჩაღ ქალბატონო,მეც ასე მოვიქცეოდი,სამწუხაროა ,რომ მშობლებმა ტავის დროზე არ აღზარდეს შვილი სათანადოდ.როგორ შეიძლება ასეთი აღვირახსნილობა?უგულავეთ ბატონო დატკბით თავისუფლებით მაგრამ ა ბ ო რ ტ ი?! არ გამაგონოთ
11:23 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნინო, ჯვრისწერის მალდი მაშინაც გადმოდის წყვილზე, როცა პატარძალი ორსულია თუნდაც. ბევრი იპარება და შემდეგ იწერს ჯვარს და რა გინდათ ამ წყვილებს უთხრათ - თქვენ არ ხართ ღვთისგან დალოცვილებიო? ჯერ ქორესპისკოპოსს მოსუმინეთ და მერე ისაუბრეთ. ბავშვი სახლში არ უნდა შეუშვანო, ქალბატონო მაია - თქვენ რას იზამდით თქვენი შვილი რომ იყოს? გოგონას გვერდში დგომა უნდა, შავის და თეთრის დანახება უნდა და არა გაკიცხვა. არაფერი ეშველება ლანძღვას. ბნელა საზოგადოებაში და ამიტომ იღუპებიან ახალგაზრდები.
10:30 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
Tekla
ეს ხალხი რაზე ფიქორბს საერთოდ მიკვირს,შვილს როგორ გავაბედინებ ბებიამისს ესეთი სიტყვები უძახოს ხო ვათრიე თმით!!!და მითუმეტეს ესე თავისუფლად იპარპაშოს!!!აზრზე მოდით ხალხო და თვალები გაახილეთ,თქვენც დაბერდებით და როგორც თქვენ ექცევით მოხუცებს ისე მოგექცევიან თქვენი შვილებიც.როგორ შეიძლება მოხუცს ესეაუზრდელო და დედამ ან მამამ არაფერი გითხრას მიკვირს.ღმერთმა არ ქნას ჩემი შვილის მსგავსი გავიგონო თორე ხო დავაპუტე ღერაღერა თმა
00:28 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS