09 ივნისი, 2013
შვილიშვილი უწესობაში ვამხილე
როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს
ჩემს ერთადერთ შვილს, თენგოს, სამი გოგონა ჰყავს. უფროსი ქეთი 18 წლის არის, მაგრამ კაცმა არ იცის, რამდენი შეყვარებული გამოიცვალა. ვგიჟდები, ამას მშობლები ისე მშვიდად უყურებენ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. უმცროსი ტყუპი ჯერ მხოლოდ ექვსი წლის არიან და ნაკლებ სანერვიულოს მიჩენენ.

ჩემი მეგობარი დარინა 26 წელია, რაც ერთ-ერთ საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. ერთ დღეს გულგახეთქილმა დამირეკა, ქეთინო, თქვენი ქეთი როდის გაათხოვეთ, ან რა
უბედურება დაგემართათ, გოგო უკვე აბორტს რომ იკეთებსო. თვალთ დამიბნელდა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა.

ერთი საათი ვაფიცებდი დარინას, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვა, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაცაში შეეშალა, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. ფაქტია, რომ ქეთიმაც ვერ იცნო. დარინამ, მეც მეგონა, რომ შემეშალა, მაგრამ ისტორიას რომ ჩავხედე და სახელი და გვარი ამოვიკითხე თავზარი დამეცაო. ბავშვი აღარ შევაშინე, ისედაც დაბნეული ჩანდა, თორემ თავს გავახსენებდიო.

სახლში დაბრუნებულ ქეთის ყველაფერი მოვახსენე, თან დავემუქრე, თუ ნორმალურად არ მოიქცეოდა, მშობლებს ყველაფერს ვეტყოდი. სასაცილოდაც არ ეყო და ბებიას ნიკოლოზისდროინდელი ბებრუცანა მეძახა, მაგრამ საღამოს შინ მოსულ შვილსა და რძალს რომ მოვახსენე რა მოჰყვა მათ სიცილ-კისკისს ქეთის თავისუფალ ცხოვრებაზე, ახლა თავს იკლავენ ნერვიულობით.

შვილიშვილი კი სახლიდან გაიქცა და დაქალთან ცხოვრობს. მამას შემოუთვალა, თუ მაგ ბებერს სახლიდან არ გააგდებთ, აღარ მოვალო. როდემდე გაჩერდება სხვის სახლში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სახლიდან მე ვერავინ გამიშვებს. ამაზე თავის დროზე ჩემმა გარდაცვლილმა ქმარმა კანონიერად იზრუნა. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებიათ შვილსა და რძალს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
კუსპარას
შენი წონა წიგნი მაქ წაკითხული და შენი წლოვანების სტაჟი და გამოცდილება მაქ, ასე რომ თუ შეიძლება კორექრულად ილაპარაკე, 2 სანტიმეტრიანი აპკით არ იზომება ქალის ღირსება, გინდა ერთადერთი უწოდე და გინდ ერთერთი, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ექიმს რაც შეეხება მინიმუმ ლიცენზია უნდა ჩამოერთვას და მაქსიმუმ დასაჭერია !!!!!!!!
23:03 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატ
აბორტის გაკეთება თავისთავად ცუდი საქციელია, ამხელა გოგომ თავის დაცვა უნდა იცოდეს.ბებიასთანაც მიქარა. რაც შეეხება დანარჩენს, ნუ კითხულობთ მორალს. ყველამ საკუთარ თავს და ოჯახს მიხედოს. მუდამ სხის საწოლში, სხვის ცხოვრებასი რა ხდება როგორ გაინტერესებთ? ვისი რა საქმეა ვის როგორ აცვია და რას ეწევა? არ მოგწონს როგორც აცვია? ნუ უყრებ
21:03 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუარა
ვაიმეეეეეე მარტლა ვაიმეეეეე,ხალხო ნუ გუპავტ ბავსჰვს.მიხედეტ მიხედეტ.
02:33 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ხო, ასეა ჰგონიათ თავისუფლაბაში ზრდიან შვილებს! არ დაუშალოთ არაფერი, არც ბილწსიტყვაობა, არც მოწევა, არც უაზრო და ქარაფშუტა ტლიკინი, ჩააცვით რაც შეიძლება გამომწვევად. აბა შვილებს "მონებად" ხომ არ გაზრდით? გვარიანად აგერიათ ერთმანეთში თავისუფლების და უზნეობის ცნებები და იმკით კიდეც შედეგებს. ამ ლაწირაკმა გოგომ ყველაფრის შემდეგ კიდევ გაბედა და ბებიას სახლიდან გაგდება მოუნდა იმის მაგიერ, რომ თავის საქციელზე დაფიქრებულიყო და ენანა!
01:05 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკ
ქალბატონო ჯერ ერთი რატომ უნდა გაგაგდოთ თქვენივე სახლიდან სადაც მთელი ცხოვრება გაგიტარებიათ,გიცხოვრიათ საყვარელ ადამიანთან ერთად ვიღაც რძალმა და მით უფრო შვილმა..კანონიერად რომც არ ეზრუნა თქვენს მეუღლეს.და მეორეც დაანებეთ თავი მაგ გოგონას.უფრო უარესს გააკეტებს.ხომ უთხარით და არ უნდა ნორმალური ცხოვრება და კარგი.და ეხლა შეეშვით.დრო რომ გავა და მოიხედავს უკან მერე ინანებს და მერე დაგაფასებთ.
23:17 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთკა
აგრესიული კომენტარების ავტორებს კი მინდა ვუთხრა, ცხოვრება სამწუხაროდ გრძელია, სამწუხაროდ ბევრი სიბინძურეა ჩვენს ირგვლივ, და ძალიან კარგად გაზრდილი, პატიოსანი ოჯახის შვილიც შეიძლება გარყვნილის, და მატყუარას მსხვერპლი გახდეს. 18 წლის გოგონას ჭკუა აურიო საკმაოდ ადვილია, ბევრი ტრაგედიაა ჩვენს ირგვლივ, სანამ კახპას დაუძახებ დაფიქრდი,არავინაა დაცული, არც ერთი ოჯახი. ნურავის განსჯით, რადგან არ იცით რა ხდება სინამდვილეში. შესაძლოა კახპაა, შესაძლოა მსხვერპლი. აქ ქალიშვილობაზე წერენ, მივესალმები ამ ტრადიციას, თუმცა ფეტიშად არ უნდა გვექცეს. ხომ შეიძლება ადამიანს გაშორებული გოგონა შეუყვარდეს? რა არის ამაში ცუდი
13:30 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთკა
რა თქმა უნდა ბებიას ვუსამძიმრებ, ასეთი შვილიშვილი რომ გაზარდა. თუმცა ისიც გასარკვევია რა მოხდა და როგორ, იქნებ შეაცდინეს, ან რა მოხდა. მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციაონ. ჯერაც არ არის გვიანი. გამოსწორება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მე სხვა რამ მაინტერესებს, სად არის პაციენტის საიდუმლოს დაცულობა???? ექიმს არ ქონდა გამხელის უფლება! თან გამაკვირვა ბებიას ფრაზამ, "ერთი საათი ვაფიცებდი დარინას, არავისთვის გაემხილა", რას ქვია გაემხილა?? გამოდის ექიმთან რომ მივიდე ჩემი პრობლემით, მეორე დღეს მთელ ქალაქს ეცოდენიბა? გაუგონარია პირდაპირ.
13:22 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ემზარი
იმ გარყვნილ კახპას სახლში მისვლა არ უნდა იმიტომ,რომ იქ ბებიაა,რომელმაც ის გარყვნილებაში ამხილა.მოხუცის გაგდება სურს დამერე ოჯახში დაბრუნებასაც გეგმავს.ამისთანას ოჯახში შეშვება არ შეიძლება.თავის დანაშაულს ვერ გრძნობს და გაღმა შედავებას ბედავს,კახპა.
23:03 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
გოგონას პატრონი ვარ და მიმაჩნია, რომ შვილს ყურადღების მიქცევა სჭირდება.ის გოგო ეტყობა სკოლიდანვე გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა.მშობელს არაფერი უთხრა. არც აბორტის შესახებ.ასეთს ოჯახში არ გავაჩერებდი.სკოლის მოსწავლე უნდა სწავლობდეს,კაცთან კი არ უნდა გორაობდეს.ან ნათრევი გოგო რა ოჯახში შესაშვებია.შედით საღამოს ბაღებსა და სკვერებში და ნახავთ,რომ ბიჭებზე მეტად გოგოები აქტიურობენ.ხალხს არ ერიდებიან.ნუთუ მათი მშობლები არ ინტერესდებიან სად არიან იმ დროს მათი შვილები.
22:57 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ყველაფერი,ყველაფერი,მაგრამ სად არის პაციენტის საიდუმლოს დაცულობა ? ე.ი.რა გამოდის,რომ მინდოდეს დავმალო და აფიშირება არ გავუკეთო ჩემს ცუდათ ყოფნას ან ჩემს პირად მდგომარეობას,ექიმი რა უფლებით ავრცელებს ჩემს საიდუმლოს? როდის შევეშვებით სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას,როდესაც საკუთარი თავზე გვემხობა /?
22:32 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS