ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ანანო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. მან უამრავ კონკურენტს აჯობა და სასურველი მამაკაცის გული მოინადირა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასეთი გამარჯვება ყველაზე დიდ იმედგაცრუებაზე უარესი იყო.
- ჩემი ბავშვობის წლებიდან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები შემომრჩა. მამა
- 15 წლის ასაკში ამაზე იშვიათად ფიქრობენ.
- გგონიათ, რომ თავიდანვე ანგარებიანი ვიყავი? კომფორტი და კეთილდღეობა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მარტო დარჩენისაც შემეშინდა. ხომ შეიძლებოდა ჩემი ნამდვილი დედ-მამის ძებნაში ის სიყვარულიც დამეკარგა, რომელიც უცხო ადამიანებმა მაჩუქეს. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა, დედობილ-მამობილთან საუბარი, ურთიერთობა, თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ მალე სკოლა დავამთავრე, უმაღლესში ჩავაბარე და ახალი ცხოვრების დაწყებამ ძველი პრობლემები დამავიწყა. 21 წლის ვიყავი, როცა მამობილი გარდაიცვალა. აქ დაესვა წერტილი ჩვენს ოჯახურ ბედნიერებას.
- ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა და უსიამოვნების მიზეზიც ეს გახდა?
- ფული თავისთავად შემოგვაკლდა, მაგრამ პრობლემა სხვა რამე იყო, ერთი ბიჭი მიყვარდა. ის მომხიბვლელი იყო, აფხაზეთში იბრძოდა და ბევრი ჩემი მეგობრის საოცნებო მამაკაცად ითვლებოდა. როცა სოხუმიდან დაბრუნდა ფორმითა და იარაღით, ისეთი სიმპათიური მეჩვენებოდა, ვფიქრობდი, რადაც უნდა დამჯდომოდა, მასზე გავთხოვილიყავი. მეგონა, ნამდვილი გმირი იყო. ამ არეულ წლებში ვაჟკაცისა და თვითმარქვიას გარჩევა მე კი არა ბრძენსაც გაუჭირდეობდა. ვოვა მამას გავაცანი. პირველი შეხვედრისას აზრი არ გამოუთქვამს, არ უნდოდა აჩქარებულიყო, მაგრამ რამდენიმე სტუმრობის შემდეგ გვერდით დამისვა და მითხრა, ვიცი მძიმე სენი მომერია და დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მე რაც შემეძლო, შენთვის ყველაფერი გავაკეთე, შენგან კი მხოლოდ იმას ვითხოვ, პირობა მომეცი, რომ ამ კაცს ცოლად არასოდეს გაჰყვები.
- მიზეზი არ გიკითხავთ?
- ვკითხე, მან კი მოკლედ მომიჭრა, დამიჯერე, ადამიანების ცნობა არ მეშლება, ის არაკაციაო. როცა მამა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, ვგრძნობდი, სიყვარულზე უარს ვერ ვიტყოდი და მამის ანდერძის შესრულებას ვერ შევძლებდი.
იმ პერიოდში ვოვას ჩემი გრძნობებიცა და საფიქრალიც ფეხზე ეკიდა. ერთი ქალის საძინებლიდან მეორეში ინაცვლებდა, იმასაც ამბობდნენ, ვიღაცა დედა-შვილს ერთად ხვდებაო. ოჯახის ნათესავებს გაუგიათ, ისე უცემიათ, საავადმყოფომდე ძლივს მიაღწია, მაგრამ უზნეობას ასე ადვილად ვინ გადააჩვევდა. ძველი იარები მორჩენილი არ ჰქონდა, მეზობლის ცოლთან საძინებელში შეუსწრეს.
- თქვენ ყველაფერი იცოდით და მაინც გიყვარდათ?
- მიყვარდა, ვოვა ამას გრძნობდა და გადაწყვიტა ჩემი სიყვარულით ესარგებლა. თვითონ ნუცუბიძის პლატოზე ერთოთახიანი, გარემონტებული ბინა ჰქონდა, მე კი მამობილმა სასახლე დამიტოვა, ვინ არ ინატრებდა ასეთი სიმდიდრის ხელში ჩაგდებას. როცა ვოვამ ცოლობა შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი. ხელი ჩემი დედობილისგან მალულად მოვაწერეთ და ქმარი შინ მივიყვანე. როგორც ყველა ახალდაქორწინებული, მეც ბედნიერი ვიყავი. დედობილმაც დამალა წყენა და ვოვა ოჯახის წევრივით მიიღო. ის სათნო ქალი იყო, არ უნდოდა შვილისთვის გული ეტკინა. რამდენიმე თვე თითქოს სიმშვიდეც შევინარჩუნეთ, მაგრამ ერთ დღეს, როცა ვოვა შინ ნასვამი დაბრუნდა, სიდედრს თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა: - შენი დედიკო ძალიან ლამაზი ქალია, ბევრ ახალგაზრდას დღესაც გადასწონისო. პირველად დედობილის ქება მესიამოვნა, მეორედაც, მაგრამ თანდათან ქმარს შევამჩნიე, რომ სიდედრს მალულადაც ათვალიერებდა. ცდილობდა, როცა შინ არ ვიყავი, ადრე დაბრუნებულიყო, მის სიახლოვეს უფრო მეტი დრო გაეტარებინა. ორჯერ ნასვამს ვითომ გზა აერია და მის საძინებელში შევიდა. სიდედრი ხმას არ იღებდა, პატიოსანი იყო და იმის თქმაც კი ერიდებოდა, რომ სიძე როგორც ქალს ისე უყურებდა.
- ეს არც თქვენ გამოგეპარებოდათ, სიტუაციის შესაცვლელად რამე მოიმოქმედეთ?
- სანამ შემეძლო ჩუმად ვიყავი. თუ ქმარს ასეთ უზნეობაში დავადანაშაულებდი, გაყრაც უნდა მომეთხოვა, მე კი ეს არ შემეძლო. ერთ დღეს სამსახურიდან ადრე დავბრუნდი. დედობილი ატირებული დამხვდა. მითხრა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, მე და შენი ქმარი ერთ ჭერქვეშ ვერ ვიცხოვრებთო. როგორც გავარკვიე, ვოვასთან უჩხუბია, ის გაქცეულა, თვითონ კი ტიროდა. საშინლად გავბრაზდი. მივხვდი, რომ სიცრუეში ცხოვრებამ ვერაფერი მარგო. ბედნიერებას ვკარგავდი. ამაში ვინმე ხომ უნდა დამედანაშაულებინა, ვოვა ჯერ ისევ ძალიან მიყვარდა, ამიტომ ბოღმა დედობილზე ამოვანთხიე. პირში მივახალე, წლებია ვიცი, რომ შენი შვილი არ ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევდი, რადგან მეგონა, რომ მიყვარდი, მაგრამ ახლა ვხვდები, ჩემი ბედნიერება გშურს და ქმრის წართმევას ცდილობ-მეთქი.
- ამით რისი მიღწევა გინდოდათ?
- ცუდად ვიყავი და მინდოდა სხვისთვისაც ტკივილი მიმეყენებინა. ჩემი დედობილი გაოცებული, შეურაცხყოფილი თვალებით მიყურებდა. მას ხომ შეეძლო ამ უტიფრობისთვის სახლიდან გავეგდე, მაგრამ სულგრძელობაში ისევ მაჯობა. მეორე დღეს თავისი ნივთები ჩაალაგა და დასთან გადავიდა. გულზე მომეშვა, მაშინვე ვოვას დავურეკე და შინ დაბრუნება ვთხოვე. ისიც ჩვეული ხალისითა და თავხედური ღიმილით მოვიდა, თავის მართლება არც კი უფიქრია, ახლა უკვე სახლის მეპატრონესავით იქცეოდა, უფრო ხშირად სვამდა და უფრო მეტად ერთობოდა ქალებში. ოთხი თვის თავზე კი, რაც დედობილი სახლიდან გავაგდე, ვოვამ ახალი სიურპრიზი მომიმზადა. შინ წერილი დამხვდა: - შენთან ყოფნა მომწყინდა, წავედი! მან ჩემზე მდიდარი ქალი ნახა და მაშინვე მიმატოვა… როგორც ჩანს, სიყვარულისთვის ყველაფერი არ უნდა გაწირო. როცა საკუთარ ოჯახსა და თავმოყვარეობას გადააბიჯებ, სინანულით მოგიწევს იმის აღიარება, რომ დამარცხდი.
მკითხველის ისტორია