17 ივლისი, 2014
''მერჩივნა, თუნდაც 6-7 წელი პატიმრის ცოლი ვყოფილიყავი, ვიდრე იმ მამაკაცის გვერდით მეცხოვრა''...
თავი ისე დაიჭირა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო, ჩვენს ქუჩაზე შემთხვევით მოხვდა კონკურენტის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად ყველა ზნეობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. ამართლებს თუ არა ყოველთვის მიზანი საშუალებას და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახირებულ სურვილებს ჩვენს რესპონდენტ ციცინოსგან შევიტყობთ. 

- სანამ გავთხოვდებოდი, ერთი მამაკაცი გავიცანი. მის მობილურზე შეცდომით მოვხვდი და ბოდიში მოვუხადე, მაგრამ დათომ არ დაიჯერა, ან უბრალოდ გართობის ხასიათზე იყო და საუბარი გამიბა. როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ხმა შემიქო, შემდეგ გაცნობის სურვილი გამოთქვა.
მომდევნო რამდენიმე კვირა გადაბმულად მირეკავდა და უარი ვეღარ ვუთხარი. ის შავგვრემანი, ტანმორჩილი ბიჭი აღმოჩნდა, თანაც პოლიციელი.
- პოლიციელები არ მოგწონდათ?
- მამაჩემი ორჯერ სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს და ციხიდან რომ დაგვეხსნა, სახლის გაყიდვა დაგვჭირდა. მას შემდეგ ვეღარავის ვიტანდი, ვისაც კი სამართალდამცავ სტრუქტურებთან ჰქონია შეხება, დათოსაც ამიტომ შევხვდი ამრეზით. მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი დამეკარგა, მაგრამ თვითონ არ მომეშვა. მომდევნო დღეს შეხვედრაზე რომ არ მივედი, შინ მომაკითხა. ჩემი მისამართის გაგება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ თავხედობაც ხომ უნდა, გოგონას უნებართვოდ შინ რომ ესტუმრო. თავი ისე დაიჭირა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო, ჩვენს ქუჩაზე შემთხვევით მოხვდა და შემომიარა, მაგრამ როცა მარტონი დავრჩით, მკაცრად გამაფრთხილა, ჩემი ''გადაგდება'' აღარ გაბედო, თორემ განანებო.
- თქვენგან რას ითხოვდა და რა უფლებით?
- გათავხედებული ტიპი იყო, ეგონა, ყველაფრის უფლება ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, მისი თავნებობა მომეწონა კიდეც. ქალებს უყვართ ისეთი მამაკაცები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, თითქოს მათ უკან ძალას ხედავენ, ძალას, რომელიც მოგვიანებით მევე დამიპირისპირდა.
- რას გულისხმობთ?
- დათო ცოლიანი აღმოჩნდა. თავიდან მომატყუა გაგრელი ვარო, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც გამიმხილა. ეს საკმარისი მიზეზი იყო მასთან ურთიერთობის გასაწყვეტად, ვუთხარი კიდეც, რომ აღარასოდეს შევხვდებოდი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. დათოს ჩემ დასამორჩილებლად ძალის გამოყენება არასოდეს უცდია, მაგრამ პირში მეუბნებოდა, მანამ არ მოგასვენებ, სანამ ჩემთან ღამის გატარებას თავად არ მოინდომებო. ნამდვილი შეშლილივით იქცეოდა, ხან ქალაქგარეთ გამიყვანდა, მეუბნებოდა მოგიტაცეო და ღამეს ღია ცის ქვეშ ვათენებდით, ხან ატირებული მირეკავდა, შენ გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო, რამდენიმე საათში კი ისე მეუხეშებოდა, თითქოს ქუჩის მაწანწალა ძაღლი ვყოფილიყავი.
- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
- თამაშობდა. ამით შემიყოლია და თავი შემაჩვია. თითქოს ვერ ვიტანდი, მაგრამ მის ზარს ველოდებოდი, მძულდა, მაგრამ დათოს გვერდით ყოფნა მინდოდა. გაორება დამეწყო, საკუთარი თავი დავკარგე და ამან უფრო შემაშინა. სწორედ ამ პერიოდში ერთი ბიჭი გავიცანი და ცოლობა შემომთავაზა. ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იყო გამოსავალი, დათოსაც ვუთხარი, რომ ვთხოვდებოდი. იცით რა მიპასუხა? თუ იმ ადამიანის ბედნიერება გინდა, ამას ნუ გააკეთებო.
- დაგემუქრათ?
- იმედგაცრუებული მამაკაცები ხშირად იქცევიან ასე, მაგრამ დათო სხვებს არ ჰგავდა. როცა გავთხოვდი, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გადავედი საცხოვრებლად. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი და თითქოს დამავიწყდა კიდეც დათოს არსებობა, როცა ჩემი ახალი ბინის კორპუსთან მის მანქანას მოვკარი თვალი. მაღაზიაში მივდიოდი, მაგრამ გზა აღარ გამიგრძელებია. მაშინვე შინ დავბრუნდი. მეორე დილით მისი მანქანა ისევ სადარბაზოსთან იდგა, რამდენიმე საათში კი ჩემი ქმარი, ნუკრი დააპატიმრეს.
- რა ბრალდებით?
- ინფორმაცია გვაქვს, სუბოტექსს ინახავსო. ეს იგივე იყო, ჩემთვის უცხოპლანეტელობა რომ დაებრალებინათ. უცხო, ფორმიანმა მამაკაცებმა მთელი ბინა გადაატრიალეს. ნუკრი ამ დროს დაკითხვაზე იმყოფებოდა. მე შს სამინისტროს გისოსებიანი კარის მეორე მხარეს ვიდექი და იმის გარკვევაც კი არ შემეძლო, რა მდგომარეობაში იყო ჩემი ქმარი. ან რა უნდა ეთქვათ, ფეხებით ჰყოლიათ ჩამოკიდებული და ხელკეტებს თავში ურტყამდნენ. ''აღიარებითი'' ჩვენება უნდოდათ. სინამდვილეში დათო ჩემს ზარს ელოდებოდა, ქმრის თავისუფლების სანაცვლოდ მასთან ღამის გატარება რომ შემეთავაზებინა.
- ნუკრის ასეთი თავისუფლება არ ენდომებოდა...
- ასე გგონიათ? ორი დღის შემდეგ, როცა მასთან შეხვედრის უფლება მომცეს, საკუთარი ქმარი ვეღარ ვიცანი. შიშით სავსე თვალებით, ნაცემი და დამფრთხალი მეხვეწებოდა, თუ რამის გაკეთება შეგიძლია, დამეხმარეო. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რას გულისხმობდა, შემდგომში ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ მივხვდი, რომ ციხეში ჯდომას ყველაფერი ერჩივნა.
- დაურეკეთ დათოს?
- მერჩივნა, თუნდაც 6-7 წელი პატიმრის ცოლი ვყოფილიყავი, ვიდრე იმ მამაკაცის გვერდით მეცხოვრა, რომელიც სხვა კაცთან ღამის გათევის ნებას მაძლევდა, მაგრამ ნუკრის პრობლემები ჩემ გამო შეექმნა და თავი მოვალედ ჩავთვალე დავხმარებოდი. დათოს დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. გამარჯვებული ადამიანის ხმით დამთანხმდა. როცა ნუკრის ამბავი მოვუყევი, მითხრა, შემიძლია მის გათავისუფლებაში დაგეხმაროო. ვუთხარი, რომ მადლიერების ნიშნად მზად ვიყავი მასთან ღამე გამეთია. დათომ გაიცინა, ფეხზე წამოდგა და წავიდა... იმ საღამოს ჩემი ქმარი გამოუშვეს. ნუკრი ბედნიერი იყო და ერთხელაც არ უკითხავს, როგორ შევძელი ამის გაკეთება... მას შემდეგ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ნუკრის მსგავსი ქმარი სჯობს, დათოსნაირი საყვარელი თუ მარტოობა…

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლალI
Aმ სამiდან არცერტI.დაელოდეტ მოვა სხვაც
23:08 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
******* ს
შე კაი ადამიანო,თუ მასე გაგეხარდება, დაე იფიქრე რომ არავის უნდივარ(თ), რა გენაღვლება,მაგაზე ადვილი რა არის ?!:)
01:34 / 19-07-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
მარტოობა კარგი არ არის,ვინც წერთ თავს იტყუებთ იმიტომ,რო არავის უნდიხართ და თქვენ კი არ შეგიძლიათ ინიციატივა გამოიჩინოთ. ხომ დაიღუპეთ,მეზობლის მამიდის მაზლიშვილი რას იტყვის მერე? :),მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად სჯობია.
21:06 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შენ მაინც იმ დათოსთან სექსი გდომებია... და ახლა აპრავდანიებს ეძებ...
13:15 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
მარტოობააა
11:34 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS