06 ივნისი, 2013
გაქცეულ რძალს ორი ღამე ტყეში ეძინა
თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა ალბათ ამ წერილის წაკითხვისას ყველაზე მეტად რძლები გამაკრიტიკებენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავიდანვე არ მინდოდა ჩემს შვილს სოფლელი გოგო მოეყვანა. მთელი ცხოვრება ექიმ რძალზე ვოცნებობდი, მაგრამ იმაზეც მიფიქრია, რომ დიდსიყვარულს წინ ვერ აღვუდგებოდი. გიამ ნესტანი ძმაკაცის ნათესავის ოჯახში გაიცნო.

დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
ბიჭმა თავი გაიგიჟა.

მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.

ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.

ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.

ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.

გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ბლააააა
ტყის ქალი :D :D :D
22:18 / 25-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
უპატრონო სოფლელი სოფლად უნდა იკოს.აქცევენ ოჯახებს ვერ უჯგვებიან, გაბოროტებულნი ტავს იხარებენ სხვა არაფერი ანაგვლებტ,განატლებული და ერუდირებული ტუკი იქნება გვარისჰვილობიტ ხოო,ტუ არადა სოფლელი გაუნატლებელის სჰტამომავალი .ამოცკვეტაა ოჯახისტვის
23:33 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
გამიგია შვილის პროფესიაზე გქონდეს ადამიანს პრეტენზია, მაგრამ რძალზეც თუ ეგრე იყო არ ვიცოდი :))) მე ერთს გიჩევთ, ცოლ ქმრის ურთიერთობაში ნუ ჩაერევით და ამ გოგოსაც ნუ დააცხრებით ქორივით, მას თავისი გაჭირვებაც ეყოფა ეხლა მაინც გაახარეთ "თავის ოჯახში" მოექეცით თბილად აჩვენეთ რომ მისი ბედი განაღვლებთ და შეიყვარეთ , ისიც უფრო გაიხსნება დაძლევს ამ კრიზის და ისიც ანალოგიურად იგივე გრძნობით გიპასუხებთ,ო და კიდევ ქალბატონო ამ შეხვევაში ის ადამიანი უფრო სოპლელი და გაუნათლებელია ვინც სოფელში გაზრდილიას აქცევს ყურადღებას.
15:22 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა დედამთილის ბრალია თუ ეგეთი ავადმყოფი რძალი შეხვდა და ყველამ უნდა იცოდეს გაყვეს თავის სწორს და არ შეეტენოს ბიჭს იმის გულისთვის რომ ის ქალაქელია ,გამოასწორებს იმ ავადმყოფ გოგოს კი საცოდავია მაგრამ წარმოიდგინე სახლში გყავდეს ვინმეს ეგეთიო რძალი,და რაც გინდათ გეწყინოთ სოფლელს ყოველთვის იყო და იქნება ეს წინააგმდეგობა,
11:52 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დასრა
საწყალი გოგო ალბად დედინაცვალი როგორც კონკიას ისე ექცეოდა და დედამთილიც დედინაცვლისნაირი შეხვდა,საწყალი მეცოდება ეს გოგო,ღმერთმა ხელი მოუმართოს მას და ყველა მისნაირ დაჩაგრულ ადამიანს
00:10 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS