06 ივნისი, 2013
გაქცეულ რძალს ორი ღამე ტყეში ეძინა
თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა ალბათ ამ წერილის წაკითხვისას ყველაზე მეტად რძლები გამაკრიტიკებენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავიდანვე არ მინდოდა ჩემს შვილს სოფლელი გოგო მოეყვანა. მთელი ცხოვრება ექიმ რძალზე ვოცნებობდი, მაგრამ იმაზეც მიფიქრია, რომ დიდსიყვარულს წინ ვერ აღვუდგებოდი. გიამ ნესტანი ძმაკაცის ნათესავის ოჯახში გაიცნო.

დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
ბიჭმა თავი გაიგიჟა.

მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.

ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.

ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.

ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.

გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
თეო
ტიპიური დედამთილი ექიმი რძალი უნდოდა და რა ქნას,რა გამორიცხულია რო აბუქებს ყველაფერს,სოფლის სახელი ვერ დაიმახსოვრა,რამდენი სოფელი კი გვაქვს რომ არიცოდეს,ან განაგონი არ ქონდეს,თუ ესეთი ტრამვა აქვს გადატანილი ამ გოგოს მოექეცი ნორმალურად და ადამიანურად თუ თვლი შენს სწორად და ტოლად.
16:07 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
NAთO
ტვიტონ პარიზიდან არის ალბატ რა სვასია სოფლელი დედის სიტბო აკლია გოგოს ხომ სეგიდზლია დადჯდე და დადასვილურად დაელაპარაკო მაგრამ არ გინდა გეტყობა ეს არიან დედამტილები ტავს არ იწუხუბენ რომ რდზალს დედასჰვილურად მიუდგენ
14:32 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაიმე როგორ მეცოდებიტ ტკვენც და ტკვენი სჰვილიც დროზე მოისჰორეტ სახლიდან ტორე მერე გვიან იკნება
14:26 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
......
მერე დაჯექი და რძალს დაელაპარაკე დედაშვილურად.ალბათ დედის სითბო აკლია და ამიტომაც არის ასე მარტოსული.ისე სოფლელი რა შუაშია,რა სოფელში არ ცხოვრობენ კარგი ადამიანები,ნამდვილი ქალაქელი იმას არ იტყვის სოფლელი რძალი ან სიძე არ მინდაო
14:23 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS