06 ივნისი, 2013
გაქცეულ რძალს ორი ღამე ტყეში ეძინა
თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა ალბათ ამ წერილის წაკითხვისას ყველაზე მეტად რძლები გამაკრიტიკებენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავიდანვე არ მინდოდა ჩემს შვილს სოფლელი გოგო მოეყვანა. მთელი ცხოვრება ექიმ რძალზე ვოცნებობდი, მაგრამ იმაზეც მიფიქრია, რომ დიდსიყვარულს წინ ვერ აღვუდგებოდი. გიამ ნესტანი ძმაკაცის ნათესავის ოჯახში გაიცნო.

დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
ბიჭმა თავი გაიგიჟა.

მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.

ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.

ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.

ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.

გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ნონა
ტუ სენი შვილის საქმეში ერევი. კარგი კუთხით მაინც ჩაერიე. მაგ გოგოს მაგარი ტრამვა აკვს მიგებული და ერთი ნახვით მიტომ შეიკვარა შენი შვილი და გამოყვა, რომ მისგან სითბო იგრძნო. კი არ უნდა ეცადო, რომ შენ შვილს სეადავრო და სახლიდან გააგდებინო. მოეკეცი ღვთისნიერად და ფსიქოლოგთანაც (კარგი გაგებით გეუბნებით. საქართველოში, რათომგაც ფსიქოლოგთან ვეგაცის მისვლა სირცხვილია და გიჟად რაცხავენ მას და ასე არაა ნამდვილად)მიიკვანეთ, რომ ეგ სტრესები მოეხსნას და ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ.თუ ვერ იტან და ვერ შეიყარებ მაგ გოგოს, კიდევ ჯობია ახალგაზრდა წყვილს თავი დაანებო და გაზეთით მათზე ჭორაობას მორჩე.გამაგიჟებს ზოგი, ცვიან გოგოს, დიპლომიანი ცხვირაცეული ეკიმი ურჩევნიათ.
21:26 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კეხიანი
ამ ქალის ბავშობაში ბევრი ზგაპრები აქვს ნაკითხი,უნდოდა თვიტონაც ლამაზი ზგაპარი დაეწერა,მაგრამ ვერ გამოუვიდა.
21:21 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ეჰ ამ ქართველ დედამთილებს ვერაფერი შეცვლის რომელი საუკუნეა და შვილმა რატომ უნდა მოიყვანოს ის ვინც დედას მოსწონს რომელი საუკუნეა?მერე რა რომ სოფლელია ადამიანი არ არის?ალბათ სახლში დისკომფორტს განიცდის და უცხოდ გრძნობს თავს და იმიტომ ზის გარეთ სირცხვილი ქმარსაც და დედამთილსაც აჩვენეთ სითბო რომელიც აკლია და ნუ დააჭერთ წიხლს მაზოლზე დამიჯერეთ დაგიფასდებათ
20:43 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
სოფლელი რზალი ტუარ მირჩევნია ქალაქელს ,ჩემი მეზობლის რზალი ატირებს კოველ დხე დედამტილს ქმარსაც ტავზე დააჯდა არაფერს აკეტებს დაქალები ფეხი ფეხზე სიგარეტი,კავა გამზადებული საჩმელი მიკიდეტ მე არ შემიზლია გაკეტება ბავსვისტვისაც ძიძა მინდა ..... შე კაი ქალო ისედაც დედინაცვალს გაუხდია იზულებული გატხოვილიკო მიეცი სიტბო მერე რამოხდა ტუარაფერი უნახია ასწავლე.
19:26 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კესარია
უკვე ორჯერ წავიკითხე და კარგად მაინც ვერ გავიგე რა გინდა. ობოლი გოგო თუა და ასე ამწარებდა დედამთილი, არ ეყოფა რაც იწამა? ახლა შენ დაემატე? თუ შვილი გიყვარს, ისიც შეიყვარე, თუ კი შენ ხარ კარგი. ასეთი უბედური თუა, მით უმეტეს მოგენდობოდა, თუკი შენ მოექცეოდი როგორც ადამიანს! საიდან ასეთი ამპარტავნება, რა შუაშია ექიმი და მერე ქალაქელი, ვინ გასწავლა ხალხის ასე დახარისხება? აკაკი წერეთელიც "სოფლელი" იყო და ვაჟა-ფშაველაც, როდესაც ქალაქელი იყო მედუქნე ლოპიანა, რომელი ჯობდა? მე გირჩევდი(თუკი მოსმენა გსურს, რა თქმა უნდა) შეიყვარე და ის ასმაგად შეგიყვარებს, რადგანაც ცხოვრებაში მშობელიც აკლდა და სიყვარულიც და დააფასებს შენს სითბოს, თუ არადა შენ იცი, მაგრამ უბედური ადამიანის ჩაწიხლვა მე არ მგონია სწორი და შენი არ ვიცი.
18:34 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მომავალი დედამთილი
დედამთილო ეტყობა თვითონ ხარ მიყრუებული სოფლიდან და შემთხვევით გაქალაქელდი, იმიტომ გაწუხებს ასეთი აზრები. რა მნიშვნელობა აქვს რძალი საიდან იქნება, ან რა პროფესიის, მთავარია კარგი ბუნების ადამიანი იყოს, მეოჯახე, ერთგული და ჩემს შვილს უყვარდეს. როდის უნდა შეიგნოთ ამ ერთუჯრედიანმა დედამთილებმა, რომ ოჯახურ ბედნიერებას სიყვარული და ერთგულება სჭირდება. სიმდიდრე და ქალაქელობა ვერ გაგაბედნიერებს, ხანდახან კი სიცოცხლესაც გაგიმწარებს.
18:15 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
რძლის სოპლის სახელი ,მინდოდა მეთქვა.
17:08 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ ატი
მე იმ გოგოსი ის მიკვირს,რომ ერტი გაცნობით,პაქტიურად უცხო მამაკაცს ცოლად როგორ უნდა გაჰყვე.დედამთილის კი ის რომ-შეჰკითხებოდა რძალს ხელმეორედ მისი სოპლის სახელს და უბრალოდ მოეკითხა ტავისი რძლის სახელი.ერთად ცხოვრობენ და იცხოვრო ასეთ ანონიმ ადამიანთან ცოტა ძნელია.
17:07 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
მეც მომავალი დედამთილი ვარ მაგრამ ასეთი კრიტერიუმებით ნამდვილად ვერ შევარჩევ რძალს. ჯერ ერთი მთავარია ჩემი შვილი ბედნიერი იყოს მასთან და ვინც გინდა ის მოიყვანოს. მეორე ძალიან კარგი იქნება თუ ცალკე იცხოვრებენ, რა უნდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დედამთილთან? თავის დროზე ზუსტად ამაზე მქონდა მეც პრობლემა. ვერ ვიტან დედამთილები რომ ყველაფერში ცხვირს ყოფენ. რა ვიცი ახლა ამ აზრზე ვარ ღმერთის წყალობით იმედია ყოველთვის ასე ვიქნები :)
16:45 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩემს დედამთილსაც ექიმი რძალი უნდოდა მე კი პედაგოგი ვარ.იმდენი ისისინა სანამ არ გაგვაშორა.ახლა მეც და ყოფილ ქმარსაც მეორე ოჯახი გვაქვს.როგორც იქნა მიხვდა ყოფილი ქმარ რომ ეგოისტ დედამისთან ცოლი არ უნდა მიიყვანოს ცალკე ცხოვრობენ,თუმცა არც ახალი რძალია ექიმი და დედამთილს ხმას არ სცემს.შვილიშვიებსაც კი არ უნდატ მისი ნახვა.გდია მარტო 3ოთახიან ბინაში და შვილი ისე დააბერა,კაცი სახლიდან გააქცია ზედსიძედ.მეც დედამთილი გავხდი,მაგრამ ჩვენთან ძველი თაობის დედამთილებს რომ ახასიათებთ ისეთი შეუგნებლობისა და ქაჯობისგან ღმერთმა დამიფაროს.
16:41 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS