დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.
ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.
ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.
ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.
გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება.
ჟურნალი ''რეიტინგი''