06 ივნისი, 2013
გაქცეულ რძალს ორი ღამე ტყეში ეძინა
თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა ალბათ ამ წერილის წაკითხვისას ყველაზე მეტად რძლები გამაკრიტიკებენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავიდანვე არ მინდოდა ჩემს შვილს სოფლელი გოგო მოეყვანა. მთელი ცხოვრება ექიმ რძალზე ვოცნებობდი, მაგრამ იმაზეც მიფიქრია, რომ დიდსიყვარულს წინ ვერ აღვუდგებოდი. გიამ ნესტანი ძმაკაცის ნათესავის ოჯახში გაიცნო.

დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
ბიჭმა თავი გაიგიჟა.

მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.

ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.

ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.

ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.

გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ნინო
სად მოძზებნა ასეტი გოგო ტკესჰი რომ გაიზარდა.გავგიჯდი რა არ ხდება ამ ქვეკანაზე.რა შუაშია აქ დედამტილი ხალხნოოოო
15:56 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
მეზიზგებიტ დედემტილებო
13:30 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
პირველ რიგში საკუთარი შვილის ნაკლოვანებებზე ისაბრე, და მერე სხვისი შვილის განსჯისთვის დროც აღარ დაგრჩებათ. დაფიქრდი: თვადავე ამბობ ქორწილიდან ნასვამა მოიყვანა გოგო, რომლის ალბათ სახელიც გამოფხიზლებულმა გაიგო, სამკურნალო დასაფიქრებელია რომელია?!
13:08 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
........
გჯერავთ რაც იწერება?
12:18 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
"სოფიო"ებო და ვიღაც ძაან სვეცკებო,გააჩინეთ ჯერ შვილები აღზარდეთ ვაჟკაცები და მერე თქვენნაირები ყოველ დღე ახალახალი აგორავეთ შვილის ლოგინში,თქვრ კი უთოთი ცოცხით და აქანდაზით დაკავდით
12:02 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
123
სოფოს--------სოფიო შენ ყოველ გამე მასე დაყვები ბიჯებს სახში და უწვები ლოგინში????შენ მართლა მთვარეზე ხო არ დარჩენილი რას ქვია არ აწვენდა და დედა არის და ერთ გამეში გაცნობილი თUნდაც ბოზი არ იყოს როგორ უნდა მიიგო ოჯახში ?ეტყობა ეს შენთვის სულერთია
11:18 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
123
ვგიჟდები რა ასეთ დებილ ბიჯებზე თვალებში რო ვერ იხედებან და გვერდზე მდგომს ვერ არჩევენ.გირსები არიან ბოლოს მასეთი ცხოვრების.ერთ გამეში გაცნობილი როგორ უნდა მოიყვანო ვენაცვალე იმ გოგოს,მეტი უნდა გაუკეთოს კიდე ნამვილად. ღირსია ნამდვილად ყველა დებუკუ ბიჭი კუდს ყავარზე რო დებენ
11:14 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
როგორც ჩანს ამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. დედინაცვლის სინდრომი გამოყვა და ექიმი სჭირდება. ნუ დაიწყებთ ლანძღვა-გინებას, ეშველება აუცილებლად. ისე არავინ იცის ვის რა გველის, ასე რომ ტყიურად და სოფლელად მონათვლა არაა სწორი. მას თანადგომა სჭირდება და არა ლანძღვა-გინება.
10:10 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
sopo
..... im games erdadac ar vawvendi , magram bijma tavi gaigija___ am sitkvebis mere ukve kvelaperi gasagebia ra adamianic iqnebi, netavinshen tviotn ras warmoadgen an ra wlovanebsi shvili gkavs ,rom ase ambob ,ras hqvia ar awvendi qvis xanashi sxovrob? mag gogos tavisi gajirevba ar ekopa rom shen uares uketeb/ imis magivrad rom gverdit daudge da gaigo misi? vao shens patrons ra qali iqnebi gasagebia, mecodebi zalian da tan ra pretenziebi ggqonia.. turme eqimi rzali ndomebia,, ki xar martal samkurnalo fuuu shens qaloabs.
03:18 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას ელოლიავები, ქალი რომ ტყეში ღამეს გაათევს როგორ გგონია ნორმალური იქნება?ისე არც თქვენი შვილი ყოფილა სრულყოფილი . ასე უცხო და უტვისტომო სად ნახა.
02:07 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS