06 ივნისი, 2013
გაქცეულ რძალს ორი ღამე ტყეში ეძინა
თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა ალბათ ამ წერილის წაკითხვისას ყველაზე მეტად რძლები გამაკრიტიკებენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ თავიდანვე არ მინდოდა ჩემს შვილს სოფლელი გოგო მოეყვანა. მთელი ცხოვრება ექიმ რძალზე ვოცნებობდი, მაგრამ იმაზეც მიფიქრია, რომ დიდსიყვარულს წინ ვერ აღვუდგებოდი. გიამ ნესტანი ძმაკაცის ნათესავის ოჯახში გაიცნო.

დღემდე არ ვიცი, იმ ქორწილში როგორ მოხვდა ან რომელი სოფლიდან არის ჩემი რძალი,
იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც სახლში მოიყვანა, არც ერთ ნათესავს არ მოუკითხავს. მთვრალმა პირდაპირ ქორწილიდან წამოიყვანა. იმ ღამეს ერთადაც არ ვაწვენდი და
ბიჭმა თავი გაიგიჟა.

მეორე დღეს რძალს ოჯახის შესახებ რომ ვკითხე, რაღაც უცნაური სახელი მითხრა, ვერც დავიმახსოვრე. თან დაამატა, საზღვრისპირა სოფელია, ტყესთან ახლოს და გაგებულიც
არ გექნებაო. ორ დღეში მშობლებმა რომ არ მოაკითხეს, ავნერვიულდი. ნესტანმა ტირილით მითხრა, რომ დედინაცვლის მეტი არავინ ჰყავდა და მას ისე გაუხარდა გერის გათხოვება,
რომ არ მოაკითხავდა.

ბედს შევეგუე, ვფიქრობდი, მთავარია, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. გია მთელი დღე სამსახურში იყო, მეც, ნესტანი კი მეგონა სახლში იჯდა და თურმე, როგორც მეზობლებმა მითხრა, დილიდან-საღამომდე ეზოში სკვერში იჯდა და თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს, გიამ და ნესტანმაიჩხუბეს და რძალი სახლიდან გაიქცა.

ჩემს შვილს არ ვამართლებ, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა. რამდენიმე საათი რომ არ გამოჩნდა, ავნერვიულდი. თბილისში გზები არ იცოდა და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წასულიყო.

ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავისით გამოჩნდა. თმაგაჩეჩილი და ჭუჭყიანი, ბარბაცით შევიდა ოთახში და რვა საათი ეძინა. მეორე დღეს ჩემს შვილს ვკითხე, სად იყო მისი ცოლი, რა უთხრა და გიამ მშვიდად მიპასუხა - ტყეში.
გავგიჟდი, ვერ მივხვდი, რა უნდოდა ტყეში ახალგაზრდა გოგოს.

გიამ მითხრა, მიჩვეულია ტყეში ცხოვრებას, დედინაცვალი რომ გააბრაზებდა, ხან ერთი კვირა ეძინა თავისი სოფლის ტყეშიო. არ ვიცი, ვერ ვერევი მათ ურთიერთობაში, მაგრამ ლამის გავგიჟდე, რამდენად ნორმალურია ასე ცხოვრება. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ბლააააა
ტყის ქალი :D :D :D
22:18 / 25-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
უპატრონო სოფლელი სოფლად უნდა იკოს.აქცევენ ოჯახებს ვერ უჯგვებიან, გაბოროტებულნი ტავს იხარებენ სხვა არაფერი ანაგვლებტ,განატლებული და ერუდირებული ტუკი იქნება გვარისჰვილობიტ ხოო,ტუ არადა სოფლელი გაუნატლებელის სჰტამომავალი .ამოცკვეტაა ოჯახისტვის
23:33 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
გამიგია შვილის პროფესიაზე გქონდეს ადამიანს პრეტენზია, მაგრამ რძალზეც თუ ეგრე იყო არ ვიცოდი :))) მე ერთს გიჩევთ, ცოლ ქმრის ურთიერთობაში ნუ ჩაერევით და ამ გოგოსაც ნუ დააცხრებით ქორივით, მას თავისი გაჭირვებაც ეყოფა ეხლა მაინც გაახარეთ "თავის ოჯახში" მოექეცით თბილად აჩვენეთ რომ მისი ბედი განაღვლებთ და შეიყვარეთ , ისიც უფრო გაიხსნება დაძლევს ამ კრიზის და ისიც ანალოგიურად იგივე გრძნობით გიპასუხებთ,ო და კიდევ ქალბატონო ამ შეხვევაში ის ადამიანი უფრო სოპლელი და გაუნათლებელია ვინც სოფელში გაზრდილიას აქცევს ყურადღებას.
15:22 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა დედამთილის ბრალია თუ ეგეთი ავადმყოფი რძალი შეხვდა და ყველამ უნდა იცოდეს გაყვეს თავის სწორს და არ შეეტენოს ბიჭს იმის გულისთვის რომ ის ქალაქელია ,გამოასწორებს იმ ავადმყოფ გოგოს კი საცოდავია მაგრამ წარმოიდგინე სახლში გყავდეს ვინმეს ეგეთიო რძალი,და რაც გინდათ გეწყინოთ სოფლელს ყოველთვის იყო და იქნება ეს წინააგმდეგობა,
11:52 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დასრა
საწყალი გოგო ალბად დედინაცვალი როგორც კონკიას ისე ექცეოდა და დედამთილიც დედინაცვლისნაირი შეხვდა,საწყალი მეცოდება ეს გოგო,ღმერთმა ხელი მოუმართოს მას და ყველა მისნაირ დაჩაგრულ ადამიანს
00:10 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რა გიკვირს აკვარიუმსში გაზრდილი შვილი ტყეში გაზრდილს მოგოყვანდა აბა მაგას ნორმალური წამოყვებოდა?.ორივე მისახედი გყავს.
19:33 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
ნ ო ნ ა ს, გისურვებდი შენნაირი რძალი შემოგივიდეს ოჯახში...საცოდავო
21:59 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟორა
ბიჭიც კაი სახედარია
21:19 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
# ვეტანხმები
# ს ვეტაჯხმები,ერტდადერტი სწოყი რჩევა მოგცატ ამან! მარტლაც და როგორ გზინავტ რომ შვილის ცოლის ასავალ დასავალი არ იციტ, მიბრზანდიტ ცააკიტხეტ სოფელსჰი გაიგეტ რა ოჯახიდანაა, როგორ გძინავტ რომ არ იციტ ვინაა და ვისი გორისა! ეგენ შეშლილების ოჯახიდანაა, რატომ გინდფატ საკუტარი ტავი და შვილიც ამ დმგომარობაში ჩააგდოტ! განა არ უნდა იცოდეტ ვინაა? ტქვენს ადგილზრე სასწრაფოდ გავეშურებოდი და გავიგდები ყველაფერს მატზე! აქ ჯდომას და სხვების იდიოტურ რჩევების მოსმენას საშური საქმე გააკეტო სჯობს!
16:39 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
რა ვქწტვა აბა, იცნაური სიტუაციაა, ერტი რომ ის ბიჭი ქალის უნახავი იქო უცნობი მოიყვანა, ეს გოგოც გამოქვა კაი ვარიანტი ცაუვარდამ, ეს დედამტილი ცოდოა, 20 წ შვილი ზარდო მერე ვინმე ტიური ალქაჯი მოგიყვანოს, ის შეიძლება იმდენად ავადაც იყოს ერტ დღეს ყველას ყელი გამოწრას, ქალი რომ ტყეში გაატენებს და დაარამებს ის ნორმლაუირ ვერ იქნება, მიხედავად მისი მიზეზებისა, ზაან საშიშია ასეტტან ცხოვრება! რარაც არაბუნებრივ და სეტხზულს გაქვს, ეგეტებიც ხდება?! დედამტილის კი ვურჩევდი გოგოს ადამიანუარდ მოექცეს, ეგებ რა დრეები გამოიარა, შვილად მიირე, რახან მაინც მოგიყვანა სენმა შვილმა და დაგისვა, ეგებ ამ გოგოს სიტბო აკლია , რა იცი როგორ დაგიფასებს, ეგებ ექმს ატასჯერ აჯობოს, ექიმი ტორემ ტუ ცუდი ბინებისაა ექიმობა ვერ უშველის და მასეტს დამლაგაბელი სჯობს წარმატებეი
16:26 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS