10 ივნისი, 2014
''მან ქმარი წამართვა და ის ბავშვიც, რომლის დედაც მე უნდა გავმხდარიყავი''...
მინდოდა, ბავშვი მე თუ არა, ჩემს მეუღლეს მაინც დამსგავსებოდა უშვილობის გამო გამო არაერთი ქალი გრძნობს თავს უბედურად. მრავალი წელი მკურნალობს იმისათვის, რომ ბავშვი გააჩინოს. ზოგს უმართლებს და ზოგსაც - არა. როგორც უშვილო წყვილები ამბობენ, ბავშვის აყვანა ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავენ. ასევე არიან ისეთი მეუღლეებიც, რომლებიც საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებას იღებენ...

მაკა ნ:
- ვფიქრობ, ძალიან შევცდი და ავჩქარდი, როცა ჩემს მეუღლეს კატეგორიულად მოვთხოვე, რომ სექსი ჰქონოდა ერთ ქალთან, რომელიც შვილს გაგვიჩენდა. ვიცი,
ბევრი ამას ჩემს სისულელეს მიაწერს, თუმცა მაშინ ასე არ ვფიქრობდი. მეუღლესთან შვიდწლიანი თანაცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, როცა ჩვენი შეუღლებიდან მე-8 წელს გინეკოლოგმა მითხრა, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან შვილი არასოდეს მეყოლებოდა. ანალიზები და სამედიცინო დასკვნა საზღვარგარეთაც გადავამოწმეთ და იქიდანაც იგივე პასუხები მივიღეთ. ამის გამო სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდი. სამსახურიდანაც კი წამოვედი, გარეთ გასვლა არ შემეძლო.
- მეუღლე რას გეუბნებოდათ?
- რა უნდა ეთქვა?! გამუდმებით ჩემს დამშვიდებაში იყო. ჩემი მეუღლე სრულიად ჯანმრთელი გახლდათ და ეს კიდევ უფრო მეტად მაღელვებდა. მას შეეძლო ნებისმიერი სხვა ქალისგან ჰყოლოდა შვილი, რომელსაც მე ვერ ვჩუქნიდი.
- ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრიათ?
- კი, ეგ მომენტიც მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. მე მჯერა გენეტიკის და არ ვიცი, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ესა თუ ის ბავშვი. ვფიქრობ, ჩვილიც რომ იშვილო და ყველანაირად შენი ოჯახის წეს-ადათებზე აღზარდო, ის მაინც ისეთი გაიზრდება, როგორიც მისი მშობლები და წინაპრები იყვნენ. თან არც ის ვიცი, ფიზიკურად როგორი გარეგნობა ექნება. შეიძლება ეს მარტივ მსჯელობად მოგეჩვენოთ ან არასწორად გამიგოთ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა შეუხედავი შვილი მყავდეს. მე კი მინდოდა, ბავშვი მე თუ არა, ჩემს მეუღლეს მაინც დამსგავსებოდა.
- და გამოსავალიც იპოვეთ...
- მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მოკლედ, ცოტა გონს რომ მოვედი, სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ იქ ჩემ მაგივრად ახლგაზრდა გოგონა აიყვანიათ. სრულიად გამოუცდელი იყო, მაგრამ ჩემი უფროსისაც მესმის, როდემდე აიტანდა ჩემს ვაი-ვიშს?! მალე ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე. ორმა თვემ უშედეგოდ გაიარა. სწორედ მაშინ ჩემმა მეგობრმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი მული გათხოვდა და მის მაგივრად ერთ-ერთ სალონში მენეჯერი სჭირდებოდათ. გასაუბრება ხვალ არის დანიშნული და მიდიო. უარი არ მითქვამს. თან არც ხელფასი იყო ცუდი და სამუშაო გრაფიკიც მაწყობდა. დღეგამოშვებით უნდა გვემუშავა მე და კიდევ ერთ ქალს. მოკლედ, გასაუბრებაზე მივედი და მაშივე ამიყვანეს. სწორედ იქ გავიცანი ჩემი გამაუბედურებელი. ანუ ის ტუტუცი გოგო, რომელმაც ქმარი წამართვა.
- თქვენს ქმარს თავად გააცანით ის გოგონა, რომლისგანაც ბავშვი უნდა გყოლოდათ?
- დიახ, თუმცა, მანამდე დეტალურად გამოვიკვლიე ამ გოგონას წარსული. ნინო კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. მამა არ ჰყავდა. დედამ გაზარდა ის და მისი და, რომელიც საგურამოში იყო გათხოვილი და 3 შვილი ჰყავდა. ნინო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ბებიამისის დისშვილთან ერთად ცხოვრობდა. ნათესავი სამრეცხაოში მუშაობდა და ნინო კი სილამაზის ცენტრს ალაგებდა. სანამ მას გავუმხელდი, ჩემს მეუღლეს დაველაპარაკე. საშინელი რეაქცია ჰქონდა. მიყვირა და მეჩხუბა ჩემი ''სულელური იდეის'' გამო და იმ ღამეს სახლში აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე დღის მერე თავად მოისურვა ამ თემაზე საუბარი და მითხრა, თუ ის გოგონა თანახმა იქნება, რატომაც არა. მე ხომ ის არ მიყვარს, შენ მიყვარხარ და ის უბრალოდ ჩვენი სიყვარულის განმტკიცებაში დაგვეხმარებაო.
მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკე ნინოს, რომელთანაც უკვე საკმაოდ ახლოს ვიყავი. მთელი ერთი წელი ვცდილობდი მისი ნდობის მოპოვებას და შემდეგ იმ წინადადებაზე დათანხმებას. ერთ დღესაც გული გადამიშალა და მითხრა, რომ ქალიშვილი არ იყო. სოფელში შეყვარებული ჰყოლია და მასთან რამდენჯერმე ჰქონდა სექსი. ალბათ გამოკვლევები დამჭირდება, რომ დავრწმუნდეთ, ჯანმრთელი ვარ თუ არაო. მეორე დღესვე გინეკოლოგთან მივიყვანე. ის სრულიად ჯანმრთელი იყო. 21 წლის ლამაზი გოგო თანახმა იყო ჩემი შვილის დედა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, საამისოდ ითხოვდა ფულს და ორსულობის 9 თვის განმავლობაში უზრუნველ ცხოვრებას.
- მეუღლეს გააცანით?
- შემდეგ უკვე კი. მივეცი ტელეფონის ნომერი და ვუთხარი, რომ ახლა უკვე ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიყავი, როცა მე სახლში ვიჯექი და ვიცოდი, რომ იმ დროს გია ნინოს ხვდებოდა და მალე ერთ ლოგინში დაწვებოდნენ. ნინო 4 თვეში დაორსულდა და სამსახურიდან წავიდა. სამ დღეში ერთხელ ვსტუმრობდი და პროდუქტებით ვამარაგებდი. ექიმთანაც ჩემთან ერთად დადიოდა, ყველას მისი და ვეგონე. გია ჩვეულებრივად იქცეოდა, რაც ის გოგონა დაორსულდა, სახლში დროულად მოდიოდა. ნინომ ბავშვი გააჩინა თუ არა, ორ კვირაში გია და ნინო ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. მე მისთვის არანაირი ხელწერილი არ გამომირთმევია. ვენდობოდი და მეგონა, თანხას გადავუხდიდი, ფულს აიღებდა და სამუდამოდ გაქრებოდა ჩვენი ცხოვრებიდან. მწარედ მოვტყუვდი. ქმარიც წამართვა და ის ბავშვიც, რომლის დედაც მე უნდა გავმხდარიყავი.
- ახლა მარტო ხართ?
- არა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა. უკვე სამი თვეა ერთ კაცს ვხვდები. ის ქვრივია, 2 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს, მაგრამ ისინი თავ-თავიან ოჯახებში ცხოვრობენ.Mის პროფესიით არქიტექტორია. ცოტას ხატავს კიდევ.Mმან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ და თანამიგრძნობს. ორივე მარტო ვართ და ერთმანეთს საღამოებსა და ღამეებს ვულამაზებთ.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარი
ქმარი შენ თვითონ გაგიშვია!!!
17:18 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
გული ძალიან არ დაგწყდეს. თქვიტონ გამოგინახია ოჯახის დამანგრეველი. ზოგირა უცნაური ქალია, რატომ უნდა დაგეჯერა რომ ყველაფერი ისე დამტავრდებოდა როგორც შენ ჩაიფირე?
01:11 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გარიგებას გაქვთ ალბათ ნაყურები ხოო? მაროსავით მოგსვლიათ
22:37 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი გოგონა
ძალიანაც კარგი ,კარგად მოგსვლია)))))
17:17 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ემი
ეს ქალი ნორმალური თუა საერთოდ???????
15:41 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS